Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png

 

თომას მაიერი

 

რუსეთის და ევროპის პოლიტიკის დაახლოებამ უსაფრთხოების სფეროში, შეიძლება შეასუსტოს დაძაბულობა მოსკოვს და თბილისს შორის სამხრეთ ოსეთის გამო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ – ჯერჯერობით ეს ურთიერთობები გაყინულია.

 

სამხრეთ კავკასიაში ომიდან ორი წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის არმიამ მისი მეზობელი საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიპყრო,  ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ფაქტობრივად არანაირი წინსვლა არ იგრძნობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იზოლირებული რჩება, საზღვრები დახურულია.  

 

რუსეთს სურს, რომ ქართველები „ახალ რეალობას შეეგუონ“, რასაც ქართველები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, თუმცა მზად არიან „მოლაპარაკებებისთვის წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე, ნებისმიერ დროს და ადგილას“.  

ევროკავშირი და გაერო უშედეგოდ ცდილობენ 2008 წლის აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაცოცხლებას, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებასაც გულისხმობს.

 

მოსკოვთან ურთიერთობა „ამაზე უარესი არ შეიძლება იყოს“, ამბობს გრიგოლ ვაშაძე. მიუხედავად ამისა, ბრიუსელში Standard–თან საუბარისას ის იმედოვნებს, რომ ამ მხრივ პოზიტიური ცვლილებები შესაძლებელია: „სიტუაცია ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. 500 000 ადამიანი საკუთარ ქვეყნაში დევნილად იქცა“, – გვიხსნის იგი. „თუმცა ის რუსეთისთვისაც უსიამოვნოა. მან საქართველოს გამო მთელ ევროპას პრობლემები შეუქმნა“. „რუსეთს სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, თუმცა თავად არღვევს ამ ორგანიზაციის წესებს; ამხანაგი მედვედევი [რუსეთის პრეზიდენტი] ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი არქიტექტურის შექმნისკენ მოუწოდებს, მაშინ როდესაც სამხრეთით, საქართველოსთან საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა დახურულია“, – ამბობს ვაშაძე. „ერთი რამ ცხადია. საქართველო შებრკოლების ლოდია, თუკი რუსეთს სურს  კავკასია უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული იყოს“. 

 

მოსკოვის ექსპერტი

 

ეს უკანასკნელი თავად რუსეთის ინტერესებშია. „მას სურს დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის შუამავალი იყოს. მაგრამ როგორი შუამავალი უნდა იყოს ის, როდესაც თავად ასეთი პრობლემები აქვს მის ერთი ციდა მეზობელთან?“, – კითხულობს საგარეო საქმეთა მინისტრი და თავადვე დასძენს: „რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს“. „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“. ვაშაძე რუსულ დიპლომატიას („ხისტი, მაგრამ პრაგმატული“) კარგად იცნობს და შეფასების დროს, ამ ცოდნას ეყრდნობა. ის საბჭოთა პერიოდში საქართველოს დედაქალაქში თბილისში დაიბადა და მოსკოვის დიპლომატიური აკადემია დაამთავრა. 1980–იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსური კვლევების დეპარტამენტებში მუშაობდა. ოთხი სხვა ენის გარდა, ის შესანიშნავად ფლობს რუსულ ენას და ორმაგი მოქალაქე იყო მანამ, ვიდრე 2009 წლის ბოლოს პროტესტის ნიშნად რუსულ პასპორტსა და მოქალაქეობაზე უარის თქმით პირდაპირ მედვედევს არ მიმართა.

 

ცვლილებების ნიშნად, მას მაგალითად მოჰყავს გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, კანცლერ ანგელა მერკელის და მედვედევის მოლაპარაკებები დოვილში, სადაც ცნობილი გახდა, რომ ნოემბრის ბოლოს რუსეთი ნატოს ლისაბონის სამიტს დაესწრება. ამავდროულად, საქართველოს საკითხს საკმაოდ ხანგრძლივი დრო დაეთმო, გვიხსნის იგი, მაგრამ დეტალებზე საუბარი არ სურს.  

 

ყველა შემთხვევაში, მისი ქვეყანა ნატოსთან თანამშრომლობას განაგრძობს, რადგან მას ალიანსში გაწევრიანება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. იგივეს თქმა შეიძლება ევროკავშირზეც: „ჩვენ ოთხივე იმ ფუნდამენტური უფლების მიღება გვსურს ორი წლის განმავლობაში, რომელსაც ევროკავშირთან  ასოცირებული შეთანხმება ითვალისიწინებს“, – ამბობს ვაშაძე. თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჯერ საუბარი არ არის. 

 

რადგან საქართველო ამავდროულად კასპიის რეგიონიდან ევროპის ენერგომომარეგების მხრივ საკვანძო ქვეყანაა, საგარეო საქმეთა მინისტრს ლოგიკურად მიჩნია ის, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას: „ჩვენ ამას 150%–ით ვემხრობით. ეს ევროპას კიდევ უფრო დაგვაახლოვებს“.

 

გრიგოლ ვაშაძე, მეორე წელია, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია. საბჭოთა დროიდან კვალიფიციური იურისტი და დიპლომატი ამბობს, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა „უპირობოდ, ნებისმიერ ადგილსა და დროს“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...