planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 სკოლის მანდატურებმა საქველმოქმედო აქციები დაიწყეს. 40 მანდატური გლდანის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრა და საჩუქრად წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები გადასცა. გლდანის ბავშვთა სახლში, სადაც 163 მზრუნველობამოკლებული ბავშვი ცხოვრობს, მანდატურებმა ერთი დღე მათთან ერთად გაატარეს. მანდატურებმა მათ დანაშაულის პრევენციაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე და ზოგადად, განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. სკოლის მანდატურის, გაგა გაბრიჩიძის თქმით, მანდატურების ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია, თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. მისი თქმით, მანდატურის სამსახური საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე. როგორც ცნობილია, სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციაში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი. სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts