planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/dakaveba1-150x130.jpgსამართალდამცველებმა ადამიანის ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მომზადების ფაქტზე სამი პიროვნება დააკავეს. დაკავებულები არიან: დათო ბერაია, წარსულში ნასამართლევები კახაბერ მარტიაშვილი და ბეჟან ერაძე. კახაბერ მარტიაშვილს პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდა პისტოლეტი მჭიდით და ვაზნებით, დათო ბერაიას ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია ორი ცალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ორმოცდაათი საბრძოლო ვაზნით, სამი ცალი ნიღაბი, სამი რეზინის ხელთათმანი და ე.წ. ,,სკოჩი”. ხოლო ბეჟან ერაძეს აღმოაჩნდა პისტოლეტი მჭიდით და ექვსი ცალი ვაზნით. გამოძიების შედეგად დადგენილია მეოთხე თანამონაწილე გიორგი სულამანიძე, ტარდება ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები გიორგი სულამანიძის ადგილსამყოფელის დადგენა – დაკავების მიზნით. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო წინასწარი გამოძიება ავთანდილ გაბადაძის ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მომზადების ფაქტზე. მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18 – 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts