planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/b-01-130x150.jpgსაპარლამენტო უმრავლესობამ დეპუტატი თამაზ დიასამიძე ფრაქციიდან გარიცხა. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა მმართველი გუნდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დიასამიძეს ბოლო პერიოდში განსხვავებული ხედვები ჰქონდა. მისი თქმით, ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიასამიზე აღარ იქნება მათ რიგებში. ,,ჩვენ მასთანაც გვქონდა საუბარი. ჩვენი გზები ბოლო პერიოდში გაიყო. ის არ უჭერდა მხარს ისეთ პრინციპულ საკითხებს, რომლებიც, ვთვლიდით რომ მნიშნელოვანი იყო ქვეყნისათვის. ადამიანები, ვისაც აქვს განსხვავებული ხედვები, ჩვენს რიგებში ვერარ იქნებიან. ბოლო პერიოდში არც თამაზ დიასამიძეს ჰქონდა თანამშრომლობის სურვილი’’, – დასძინა ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დიასამიძის მოსალოდნელი გარიცხვის შესახებ საუბარი პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაუჭირა მხარი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts