planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/baqraze222-150x150.jpgპარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მზად არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ყველა დაინტერესებულ ძალას შეხვდეს, რომელიც ულტიმატუმების გარეშე ისაუბრებს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ბაქრაძემ განუცხადა, ხელისუფლება არა თუ მხოლოდ მზად არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისთვის, არამედ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლებამ უკვე დიდი ხანია დაიწყო. ბაქრაძის თქმით, იგი მზადაა შეხვდეს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტში სასაუბროდ წინაპირობების და ულტიმატუმების გარეშე მივა. მიის შეფასებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ნდობაზე და პარტიებს შორის მოლაპარაკებებზე უნდა იყოს დამყარებული და მათი მხრიდან კომპრომისებისთვის მზადყოფნა არსებობს. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობის საკითხებში, პირად პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯოდმარე დავით ბაქრაძეს აკისრებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts