Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სახალხო დამცველი ,,თრიალეთის” გენ.დირექტორის საქმეზე რეაგირებისთვის მთავარ პროკურორს მიმართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/saxalxodamcv1-150x130.jpgსაქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის, ჯონდო ნანეტაშვილის ახსნა–განმარტება და თანდართული დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას გაუგზავნა.

 

ამის შესახებმ ,,ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის პრესსამსახურიდან აცნობეს.

 

მათი თქმით, ნანიტაშვილი 2010 წლის 7 ოქტომბერს, ქ. გორში, სტალინის გამზირზე, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წინ, ავტომანქანით მოძრაობისას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა. მოკლე საუბრის შემდეგ, თანამშრომლებმა ის წააქციეს, ერთ ხელზე ბორკილი დაადეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროს საპატრულო პოლიციის მეორე ეკიპაჟიც მოვიდა, რომლის წევრებმაც ასევე ნანეტაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 2010 წლის 8 ოქტომბერს გაცემული სამედიცინო ცნობის თანახმად, ნანეტაშვილს ქალა–ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმა, ტრავმული ცერვიკალგია და ორივე სხივ–მაჯის მიდამოებში ექსკორიაციები დაუდგინდა, ხოლო, „ზაზა ფანასკერტელის“ ქარელის საავადმყოფოს მიერ 2010 წლის 7 ოქტომბერს გაცემული სამედიცინო ცნობა შეიცავს დასკვნას, რომლის თანახმადაც მას გულმკერდისა და კისრის არის დაჟეჟილობა, ექსკორაციები ორივე სხივ–მაჯის არეებში და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 ოქტომბრის დადგენილებით ჯონდო ნანეტაშვილი ცნობილ იქნა დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით 400 ლარის ოდენობით.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...