planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/urushadze-andria_big-150x150.jpgჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ანდრია ურუშაძის მტკიცებით, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მოსახლეობის მიმართ, ყველა სოციალური ვალდებულება შენარჩუნებულია. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ურუშაძემ განუცხადა, ჯანდაცვის ბიუჯეტი მზარდია, რადგან სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ აღებული აქვს ახალი ვალდებულებებიც. მინისტრის მტკიცებით, მომდევნო წელს გაგრძელდება ყველა პროგრამა საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. ,,ჩვენი მიზანი სამედიცინო დაზღვევის მფლობელთა უფლებების დაცვა და ინფორმირებაა. არსებული ბიუჯეტი ითვალისწინებს დაფინასნსებას, სამინისტროს ამოცანა კი ამ რესურსების მართვაა, რათა თითოეული ლარი მივიდეს მოქალაქეებამდე’’, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, სამინისტროს პრიორიტეტი იმ ადამიანების მხარდაჭერაა, ვისაც საკუთარი ჯიბიდან არ შეუძლია დაფაროს მკურნალობის თანხები. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება დეტალურად არ იყო გაწერილი, რასაც ახალი მინისტრის დანიშვნას უკავშირებდნენ. საპარლამენტო ოპოზიცია კი პროექტს ძირითადად ჯანდაცვის ბიუჯეტის გამო აკრიტიკებდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts