Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

"დრონი.ჯი" ჯერ კიდევ სექტემბერში (13.09.10 ,,კოკო გამსახურდია პარტიას შლის”) წერდა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება" იშლება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "თავისუფლების" ყოფილი წევრი, ლადო სადღობელაშვილი გვატყობინებდა. "დრონი.ჯი" მაშინ დაინტერესდა, ტოვებდა თუ არა "თავისუფლებას" სანდრო ბრეგაძეც და ამ საკითხზე მასაც ესაუბრა.

დფჯსკლდფსდგ

"ბოლო თვეებია პარტიული საქმეებით არ ვარ დაკავებული და არც ლადოს განცხადებებს გავცნობივარ. ვითარებაში გავერკვევი და პირველები იქნებით თქვენ, ვინც გაიგებს ჩემს გადაწყვეტილებას", - აცხადებდა მაშინ "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას ბრეგაძე.

დფჯსკლდფსდგ

დღეს კი სანდრო ბრეგაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სამი თვეა პარტიაში უძრაობაა და მას უკვე მოლაპარაკებები აქვს ოპოზიციურ ძალებთან. რომელ ოპოზიციურ ძალებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრეგაძე, არ ვიცით, მაგრამ, როგორც შევიტყვეთ, ბრეგაძე სადღობელაშვილთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას აპირებსო.

დფჯსკლდფსდგ

"დრონი.ჯი" ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად შეეცადა ბრეგაძეს და სადღობელაშვილს დაკავშირებოდა. სადღობელაშვილთან კი, მაგრამ ბრეგაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

დფჯსკლდფსდგ

ლადო სადღობელაშვილი, პარტია "თავისუფლების" ყოფილი წევრი: "თქვენ იცით, რომ მე "თავისუფლებიდან" კარგა ხანია წამოვედი. დღესაც ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პარტია "თავისუფლება" დაშლილია და არ ფუნქციონირებს.

დფჯსკლდფსდგ

ჩემი წამოსვლიდან დაახლოებით ორ თვეში სანდრო ბრეგაძემაც განაცხადა, რომ პარტიიდან მოდიოდა. სანდროსთან მქონდა საუბარი და ჩვენ ვაპირებთ ერთად შევქმნათ ან პოლიტიკური პარტია, ან არასამთავრობო, ან საზოგადოებრივი მოძრაობა. ალბათ, ასე მოვიქცევით კიდეც. ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე პარტიაში შევიდეთ, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. მოკლედ, მე და სანდრო ერთად ვაპირებთ სამომავლოდ ქმედებას.

დფჯსკლდფსდგ

რაც შეეხება, კონსტანტინე გამსახურდიას, მინდა რომ ერთი რამ აუცილებლად გითხრათ: ვიმეორებ, 5 თვეა რაც პარტია "თავისუფლება" არ ფუნქციონირებს და ამის მიუხედავად, პარტიას დაფინანსების სახით ყოველთვე 7 ათასი ლარი ერიცხება. ასევე ერიცხება 5 ათასი ლარი პრეზიდენტის ფონდიდან.

დფჯსკლდფსდგ

თუმცა, ეს 12 ათასი ლარი პარტია "თავისუფლებას" არ ხმარდება. ეს თანხა 5 თვეა ხმარდება მხოლოდ და მხოლოდ ერთ კაცს, კონსტანტინე გამსახურდიას, ანუ გამოდის რომ კოკო გამსახურდიამ 60 ათასი ლარი უკვე ჩაიჯიბა. გამსახურდიამ გახარჯა თანხები, რომელიც პარტიის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი, ეს კი კრიმინალია და მეტი არაფერი. პარტიის თანხას ერთი კაცი, რომ იჯიბავ, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა".

დფჯსკლდფსდგ

– გამოდის, რომ ამ საკითხით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ...

დფჯსკლდფსდგ

– დიახ, მაგრამ მე სახელმწიფოს თავისი სამართალდამცავი ორგანოებით და სტრუქტურებით ნამდვილად ვერ ვენდობი. და იცით რატომ? გამსახურდია ხელისუფლებასთან გარიგებულია და სამართალდამცავი ორგანოები სიმართლეს დამალავენ და კოკოს ხელს დააფარებენ. არსებობს დამოუკიდებელი აუდიტი, რომელსაც შეუძლია აღწეროს ეს ყველაფერი და ამას ვინმე თუ გააკეთებს, კარგი იქნება, რადგან ვიმეორებ, საქმე გვაქვს კრიმინალთან.

დფჯსკლდფსდგ

"დრონი.ჯი" შეეცადა ამ საკითხზე სასაუბროდ პარტია "თავისუფლების" ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას დაკავშირებოდა, თუმცა ვინაიდან გამსახურდია საქართველოში არ იმყოფება და ტელეფონი გამორთული აქვს, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

დფჯსკლდფსდგ

სხვათა შორის, "დრონი.ჯი" გამსახურდიას რომც დაკავშირებოდა, ბატონი კონსტანტინე ამ საკითხზე განმარტებას მაინც არ გააკეთებდა. გამსახურდიას ჩვენთვის არაერთხელ უთქვამს, რომ არ აქვს სურვილი სადღობელაშვილის განცხადებებზე კომენტარები აკეთოს (გამსახურდიამ ჩვენ ეს ბაქარ ცობეხიას, თავისი თანაშემწის პირითაც მოგვახსენა.)

დფჯსკლდფსდგ

P.S. მოკლედ, რა ხდება რეალურად პარტია "თავისუფლების" და მისი ლიდერის გამსახურდიას თავს, დრო გვიჩვენებს. ისე კი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თუ სახელმწიფოს მიერ პარტიისთვის დაფინანსების სახით გამოყოფილ თანხებს პარტიას არ ახმარს, ეს კანონდარღვევაა და ვინაიდან, ამ სტატიაში ჩვენი რესპონდენტი სადღობელაშვილი სწორედ ამ სახის დარღვევებზე საუბარობს, არ არის გამორიცხული, რომ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პარტია "თავისუფლებით" სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ.

 

 

და თუ პარტია "თავისუფლებაში" ამგვარი დარღვევები მართლაც აღმოჩნდა, შესაძლოა, კონსტანტინე გამსახურდიას პასუხისმგებლობის საკითხიც კი დადგეს.

http://droni.ge/?article_id=909&lang=geo

 

კოკო , კოკოდ და იმ ბიჭს ეხლა გაუნათდა პარტიაზე ტვინი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თუ სახელმწიფოს მიერ პარტიისთვის დაფინანსების სახით გამოყოფილ თანხებს პარტიას არ ახმარს,

 

საპრეზიდენტო კანდიდატია და ალბათ ფულს აგროვებს კამპანიისთვის.

 

ძმა დაუჭირეს, როგორც ადვოკატები ამბობენ უსამართლოდ და ერთი ხმა არ გაუღია.

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ გინდა ადამიანი გამოიცნო, ბეეევრი ფული უნდა მიცე

თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ მე გამომიცნოს, აგერ ვარ, არ მოგეხათროთ :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოკოჯამბო იქეთ იყოს და ეს სიმრერა გამახსენდა. აქ ბევრი ხართ იმ თაობის წარმომადგენელი, ეს სიმღერა რო ყველას კასეტაზე ქონდა და ძაან ცვეტში იყო. ნეტა თუ იცოდით რო მულტფილმიდან იყო? :givi:

 

http://www.youtube.com/watch?v=C8OBlq_svBY

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ლალალე არაა მანდ, "ია ია იე"-ა.

მე ნაროდნი ტექსტი ვთქვი , რაფერადაც წავუმღერებდით ხოლმე :018:

ეს კოკო კი საერთოდ გადაირია რა , რა ხმა გავაფუჭე ერთხელ ? :დ (თავიდან რომ ჩამოვიდა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ისე, ერთი არ მესმის, პარტიის ფული ერთმა კაცმა რაფერ უნდა მიითვისოს კაცო? ტექნიკურად რა გზით აკეთებს ამას ნეტავ? :) პირად ანგარიშზე ხომ არ ურიცხავენ იმ ფულს, პარტიის ანგარიშზე ურიცხავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოკო რომ ზეცაში იყურება და შუბლი აქვს განათებული ის სურათი დასდეთ თუ გაქვთ :)

 

პ.ს გაუნათდებ აბა არა...........

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დრონი.გე-ს იმედია სამუდამოდ დაბლოკავს ადმინისტრაცია . შემდეგ ამ თემასაც გააქრობს !
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...