Jump to content
Planeta.Ge

პატიმრების წამება ციხეებში


Recommended Posts

გიორგი ლაღიძე: ბოლო დღეების განმავლობაში გვიკავშირდებიან პატიმრების ახლობლები, ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ გაუსაძლისი ვითარებაა გლდანის საპყრობილეში; ასევე ცუდი მდგომარეობაა ქუთაისის საპყრობილეში და იაღლუჯის ახლად აშენებულ ციხეში, რომელიც თავის დროზე მიშა სააკაშვილმა, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი შენობა, დიდი ზარ–ზეიმით გახსნა. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ციხეებში პატიმრებს ტყუილ–უბრალოდ სცემენ და აწამებენ.

 

 

 

მაგალითად, რის გამო სცემენ და აწამებენ?

 

- პატიმრებს ტყუილ–უბრალოდ შარს სდებენ; “თავი რატომ გაქვს ჩაღუნული?’, “ბადრაგს რატომ არ მიმართავ ბატონობით?“, “საკნიდან გარეთ სხვებზე წინ რატომ გამოხვედი?“ - აი, ამგვარი ფაქტების გამო პატიმრებს “კარცერებში“ ამწესებენ, სცემენ, აწამებენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

 

 

 

ამ ძალადობასთან დაკავშირებით, როგორც პატიმრებმა, ისე მათმა ახლობლებმა, სასჯელაღსრულების სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამ ნაბიჯს რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.

 

 

 

სამინისტროს წერილობით მიმართეს თუ სიტყვიერად?

 

- თავად მითხრეს, რომ სამინისტროს წერილობით მიმართეს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ თუ უახლოეს ხანში ამ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება, მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - მასობრივ შიმშილობას დაიწყებენ და სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება გაიფიცება. თუ ეს მოხდა, პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.

 

 

 

ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს, სასჯელაღრულების მინისტრს წერილობით მივმართავთ და მოვითხოვთ: დაუყოვნებელ რეაგირებას ცემა-წამების ფაქტებზე, არსებული ვითარების გამოსწორებას და საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა სამაგალითო დასჯას, ვინც პატიმართა უფლებებს ლახავს.

 

 

 

იცით იმათი ვინაობა, ვინც პატიმრებს შეურაცხყოფს, აწამებს?

 

- პატიმრის ახლობლები და ადვოკატები განმარტავენ, რომ ამას აკეთებენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. თუ პატიმართა ცემა-წამების დაკვეთა “ზემოდან“ არ ხორციელდება, მაშინ ამ ხელისუფლებას დამნაშავეების გამოაშკარავება არ გაუჭირდება, მაგრამ იმის ფონზე, რაც აქამდე ხდებოდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ “ზემოთ“ არ იციან პატიმართა ცემა-წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები, რამაც ფაქტიურად სისტემური ხასიათი მიიღო.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, თამაზ მელაძეს, რომელიც ახლახანს მოხსნეს, პატიმრები პირდაპირ ადებდნენ ხელს და მათ ცემა–წამებაში ადანაშაულებდნენ, ისევე, როგორც ქსნის დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რობერტ არაქელოვს, რომელიც ასევე ახლახანს გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, ამ ორ ადამიანს თანამდებობიდან გათავისუფლება აკმარეს, ჩადენილი დანაშაულისთის პასუხი არ უგიათ.

 

 

 

თუნდაც ეს ორი ფაქტია საკმარისი იმაში დასაეჭვებლად, რომ პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგდების მითითება “ზემოდან“ მოდის. ასე რომ არ იყოს, ვერც ერთი ხელმძღვანელი, ან რიგითი თანამშრომელი ვერ გაბედავს პატიმართა ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას.

 

 

 

როგორ ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია პატიმრებისადმი ასეთი სახის მოპყრობა. მე არ ვარ პირველი, ვინც საქართველოს ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ვსაუბრობ. შეგახსენებთ, რომ ახლახანს, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა უმწვავესი დასკვნა, საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების ირგვლივ, სადაც სხვა შეფასებებთან და კონკრეტულ ფაქტებთან ერთად აღნიშნულია, რომ “ციხეებში დაზიანებების მიყენების შემთხვევებმა იმატა“. ციხეებში არსებული მდგომარეობა ამ ხელისუფლების თავზე

 

დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.

 

 

 

შეგიძლიათ იმ პატიმრების ვინაობის დასახელება, ვისაც შეურაცხყოფენ, აწამებენ?

 

- მე მაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომელ პატიმარზე რა ტიპის ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ თავად პატიმრების და მათი ახლობლების თხოვნაა, რომ ვინაობა საჯაროდ არ დავასახელო, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მათ ეშინიათ ფიზიკური ანგარიშსწორების; გამორიცხული არ არის სასჯელიც დაუმატონ.

 

 

 

P.S. ამ ინტერვიუს ჩაწერს შემდეგ, პრესა.გე ტელეფონით დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, თეა სუხიშვილს, რომელმაც განგვიმარტა, რომ კონკრეტული გვარ-სახელების დასახელების გარეშე, სამინისტრო ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

 

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1598

 

პ.ს ედიკას დრო რომ მოგენატრება.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატიმრების წამება ციხეებში

სამაგიეროდ მინისტრი ყავთ "კრასავიცა"

შტო ზა ორგიიი :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ფრიდრიხა - ვსტუძიუუუუუუუუუუ!

ვ სტუდიუ, თორემ მაგანაც ეხლა ერთბაშად არ თქვას - კიო ვაწამებთო :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ ფოტკაზე შუაში რაცხა სერგი გვარჯალაძეს ვამსგავსებ იმ ტიპს.

 

ფრიდრიხას გაეშვით. არ მუშაობს სად-ში და არც არასოდეს უმუშავია. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მაგ ფოტკაზე შუაში რაცხა სერგი გვარჯალაძეს ვამსგავსებ იმ ტიპს

მე იმას-მიშას კარის ამასხრები რომ არიან-ერორზე რაღAც შოუ აქვთ და ეგ სოფლელს( თორე არაა) რომ ანსახიერებს....

 

ფრიდრიხას გაეშვით. არ მუშაობს სად-ში და არც არასოდეს უმუშავია.

:read: :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლო დღეების განმავლობაში გვიკავშირდებიან პატიმრების ახლობლები, ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ გაუსაძლისი ვითარებაა გლდანის საპყრობილეში;

 

რატომ ეხლა ამ ბოლო დღეებში გახდა გაუსაძლისი იქ ყოფნა გუბაზა რო ახვნეშდა მაგას ხო არ უკავშირდება ეს ყველაფერი ?

 

ასევე ცუდი მდგომარეობაა ქუთაისის საპყრობილეში და იაღლუჯის ახლად აშენებულ ციხეში, რომელიც თავის დროზე მიშა სააკაშვილმა, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი შენობა, დიდი ზარ–ზეიმით გახსნა. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ციხეებში პატიმრებს ტყუილ–უბრალოდ სცემენ და აწამებენ.

 

რას ნიშნავს ტყუილ-უბრლაოდ ან მიზეზით ცემონ მსრჯავდებული არც მიზეზით და არც ტყუილ-უბრალოდ არ ცემენ მსრჯავდებულებს

- პატიმრებს ტყუილ–უბრალოდ შარს სდებენ; “თავი რატომ გაქვს ჩაღუნული?’, “ბადრაგს რატომ არ მიმართავ ბატონობით?“, “საკნიდან გარეთ სხვებზე წინ რატომ გამოხვედი?“ - აი, ამგვარი ფაქტების გამო პატიმრებს “კარცერებში“ ამწესებენ, სცემენ, აწამებენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

 

ვინ დაამტკიცებს ამას ფაქტებით?

 

ამ ძალადობასთან დაკავშირებით, როგორც პატიმრებმა, ისე მათმა ახლობლებმა, სასჯელაღსრულების სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, მაგრამ ამ ნაბიჯს რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.

 

რაც ბუნებაში არ არსებობს მაგაზე რეაგირება ვერ მოხდება

 

 

- თავად მითხრეს, რომ სამინისტროს წერილობით მიმართეს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ თუ უახლოეს ხანში ამ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა არ გამოსწორდება, მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ - მასობრივ შიმშილობას დაიწყებენ და სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულება გაიფიცება.

 

ყველას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი მაგრამ იმას ითხოვენ რაც ვერ დაკმაყოფილდება მიზეზი უაზროა

 

თუ ეს მოხდა, პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს.

 

ყველა მიმდინარე და მომავალი პროცესები რომელიც ეხება სასჯელაღსრულებვის სისტემას კონტროლდება 100%

თუ საგანგაშო მდგომარეობამ მოითხოვა ხისტი ღონისძიებები ისინი აუცილებლად იქნება გატარებული და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს

 

 

მოვითხოვთ: დაუყოვნებელ რეაგირებას ცემა-წამების ფაქტებზე, არსებული ვითარების გამოსწორებას და საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა სამაგალითო დასჯას, ვინც პატიმართა უფლებებს ლახავს.

 

დაიდოს ფაქტები და დამნაშავეები დაისჯებიან მანამდე ეს მოთხოვნაც უაზროა

 

 

- პატიმრის ახლობლები და ადვოკატები განმარტავენ, რომ ამას აკეთებენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. თუ პატიმართა ცემა-წამების დაკვეთა “ზემოდან“ არ ხორციელდება, მაშინ ამ ხელისუფლებას დამნაშავეების გამოაშკარავება არ გაუჭირდება, მაგრამ იმის ფონზე, რაც აქამდე ხდებოდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ “ზემოთ“ არ იციან პატიმართა ცემა-წამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები, რამაც ფაქტიურად სისტემური ხასიათი მიიღო.

 

 

ზემოთ არ იციან და ადვოკატებმა და მსრჯავდებულების "ახლობლებმა" იციან საინტერესოა რაც იციან ითანამშრომლონ გამოძიებასთან განაცხადონ გენერალურ ინსპექციაში

 

 

შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, თამაზ მელაძეს, რომელიც ახლახანს მოხსნეს, პატიმრები პირდაპირ ადებდნენ ხელს და მათ ცემა–წამებაში ადანაშაულებდნენ,

 

და რატომ არ დაისაჯა თამაზი თუ დამნაშავეა და მსრჯავდებულები ცემით ყავს მოკლული ასევე რობერტიც

 

 

თუნდაც ეს ორი ფაქტია საკმარისი იმაში დასაეჭვებლად, რომ პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგდების მითითება “ზემოდან“ მოდის. ასე რომ არ იყოს, ვერც ერთი ხელმძღვანელი, ან რიგითი თანამშრომელი ვერ გაბედავს პატიმართა ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას.

 

ამ ლოგიკით ადმინისტრაციის თანამშრომლები არ არიან ჯალათები არამედ მათ აიძულებენ ზევიდან იყვნენ ჯალათები

ეს ზევიდან საეჭვოდ მეორდება

 

როგორ ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია პატიმრებისადმი ასეთი სახის მოპყრობა. მე არ ვარ პირველი, ვინც საქართველოს ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ვსაუბრობ. შეგახსენებთ, რომ ახლახანს, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა უმწვავესი დასკვნა, საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების ირგვლივ, სადაც სხვა შეფასებებთან და კონკრეტულ ფაქტებთან ერთად აღნიშნულია, რომ “ციხეებში დაზიანებების მიყენების შემთხვევებმა იმატა“. ციხეებში არსებული მდგომარეობა ამ ხელისუფლების თავზე

 

დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.

 

 

დაზიანებებს მსრჯავდებულები თვითონაც ხშირად აყენებენ ერთმანეთს

 

შეგიძლიათ იმ პატიმრების ვინაობის დასახელება, ვისაც შეურაცხყოფენ, აწამებენ?

 

- მე მაქვს კონკრეტული ინფორმაცია

 

გამოქვეყნდეს ან გადაეცეს გეენრალურ ინსპექციას

 

მაგრამ პასუხი როგორც ყოველთვის

 

მაგრამ თავად პატიმრების და მათი ახლობლების თხოვნაა, რომ ვინაობა საჯაროდ არ დავასახელო, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მათ ეშინიათ ფიზიკური ანგარიშსწორების; გამორიცხული არ არის სასჯელიც დაუმატონ.

 

ინფორმაცია

 

სასჯელაღსრულების სისტემის რეორგანიზაცია-რეფორმირების ფარგლებში დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებულები არიან

 

მე-8 საპყრობილის დირექტორი

 

ქსნის საპყრობილის დირექტორი

 

რუსთავის საპყრობილის დირექტორი

 

ორი საპყრობილის პირველი მოადგილეები

 

რეფორმა გრძელდება და აღნიშნული საკადრო ცვლილებები არანაირად არ უკავშირდება ამ ან სხვა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციებს და მოვლენებს იაფფასიან ჭორებს

 

analgin

მართლა არ მუშაობს მანდ.

ვეღარ გავიგე ადრე დაწერე მანდ მუშაობო და თანაც დიდი ხანიაო ინფორმატორებმა შეცდოაში შეგიყვანეს

 

ან ეხლა ან მაშინ

 

kisa

კიო ვაწამებთო

არავის არ აწამებენ

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ნოემბრიდან ჯოკერი არ განვანახლოთ..

უკეთესი ონალინ თამაში არ გინდა?

 

ჩემი ბმული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...