Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) შენკლის ფიქრები #3


Recommended Posts

http://s009.radikal.ru/i310/1010/d3/6aef933b41ff.jpg

 

შენკლის ფიქრები მესალმე გამოცემ

 

 

“ საფინალო სასტვენი, ლივერპულმა გაიმარჯვა. ამ წინადადაებაში არაფერი არ არის ალოგიკური და საგანგაშო იქამდე სანამ ლივერპულმა და გამარჯვებას შორის ორ სიტყვას ” როგორც იქნა ” – ს არ ჩავამატებთ.დიახ ლივერპულმა როგორც იქნა გაიმარჯვა და როგორც იქნა გულშემატკივრებს ოპტიმიზმის ნაპერწკალი ჩაუსახა გულში. ამიტომ დღეს არ ვაპირებ, რომ კვლავ გუნდის მინუსებს შევეხო. დღეს უფრო მხიარულად და კრიტიკის გარეშე მსურს გამოვხატო ჩემი აზრი.ბლექბერნთან მატჩი, მაინც დაძაბული გამოდგა. როგორც წინად ვთქვი, ლივერპული უშაქრო ჩაია თქო, არც ეხლა იყო შაქრიანი, მაგრამ ჩაი გინდ შაქრიანი იყოს გინდ უშაქრო, ვერასდროს გაგაძღობს. ამისთვის კარაქიანი პურია საჭირო. სწორედ ასე მოხდა ბლექბერნთან. ჩვენ უშაქრო ჩაი დავლიეთ, მაგრამ კარაქიანმა პურმა გაგვაძღო. ანუ ლამაზი თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ მთავარს, ” გაძღომას ” ანუ სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

 

როგორც იქნა ჰოლანდიაში, დაძაბული დღის შემდეგ ( პსვ – ფეინოორდი 10-0) ” გოლის ღმერთმა ” არ დაიზარა და ენფილდსაც ესტუმრა, სადაც თავის ყოფილ ” რჩეულს “, ფერნანდო ტორესს ერთი გოლი აჩუქა და თან მიანიშნა, მეტი იშრომე და მეც არ დავიზარებო. სამაგიეროდ კარაგერს გაუწყრა და თავის კარში გაატანინა გოლი, მაგრამ ეს თითქმის არავის არ გაკვირვებია, რადგან მრავალჯერ ჰქონიათ ერთმანეთში პრობლემები ” გოლის ღმერთს ” და კარას. მან დაგვანახა გულშემატკივრებს, რომ კირიაკოსი ” ფეხბურთელი ” კი არა ბრჭყალებგარეშე ფეხბურთელი ყოფილა. ბოლო ორ მატჩში მან 2 გოლი გაიტანა და ძალიან კარგადაც ითამაშა. გუნდს რაც შეეხება წინა მატჩებთან შედარებით ნორმალურად გამოიყურებოდა, თითქოს როი რაღაცას ეძებს და ჯერ ვერ მიუგნიაო. იმდენჯერ ადიდა ამ მატჩის შემდეგ იგი (გოლის ღმერთი), რომ მალე შესაძლოა ბერად აღკვეცონ და მონასტერში გაუშვან. მაგრამ ეს ყველაფერი ილუზიაა! რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ ზოგ ზოგიერთებს, როის ლივერპულიდან წასვლის შანსი 20% – ს უტოლდება, … 25-იდან. მემგონი თანდათან უფრო ნათელი ხდება, რომ ლივერპულს ფარული კონტრაქტი აქვს სკინჰედურ აკადემიასთან. კონჩესკი, შკრტელი, მეირლეში, სპირინგი … მალე იქამდე მივალთ, რომ ზემოთხსენებული ფეხბურთელები ბატინკებით და ყელამდე აწეული ჯინსებით გამოვლენ მოედანზე.

 

კარგით მოვრჩეთ ხუმრობას და ბოლოსკენ დავსერიოზულდეთ.ეს მატჩი უნდა გახდეს მომავალი გამარჯვებების საწინდარი. შემდეგ მატჩშიც თუ შედეგს მივაღწევთ, ანუ 3 ქულას მოვიპოვებთ ეს ყველაფერი შესაძლოა ქრონიკულობაში გადავიდეს, ანუ ჩვევაში რაც გუნდს ძალიან წაადგება. ფანებს იმედი მიეცათ, რომ ეს გამარჯვება სწორედ ამის საწინდარი იქნება.

 

გვწყურია ნამდვილი ლივერპული !!!

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...