planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://a.pix.ge/i/3xop3.jpg “ლივერპულმა” შემადგენლობის გაძლიერებას, ახლა უკვე კრის ბრანტით აპირებს. ბრანტი “ვესტ ბრომვიჩის” ლიდერია და ეს უკვე ბევრჯერ დაადასტურა პრემიერ ლიგის მატჩებში. 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელით, როი ჰოჯსონი რამოდენიმე ხნის წინ მოიხიბლა. მწვრთნელი თითქმის დარწმუნებულია, რომ ამ ტრანსფერს იანვარში წინ არაფერი დაუდგება. ყოფილი “ფულჰემის” მენეჯერი, რადიკალურ ცვლილებას აპირებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ის 4-5 ფეხბურთელის დამატებას ჰპირდება გულშემატკივარს, რომლებიც კლუბს წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებიან. ბრანტმა კარიერა “მიდლსბროში” დაიწყო, მაგრამ 2004 წელს “ჰილსბურგში” გაანათხოვრეს. “ვესტ ბრომვიჩმა” კრისი 2007 წელს შენიშნა და ამავე წლის აგვისტოში £3 მილიონად შეიძინა. ფეხბურთელი ამპლუით გარემარბია. საკმაოდ კარგად თამაშობს ორივე ფლანგზე, აქვს შესანიშნავი დრიბლინგი და ტექნიკა. ასევე ყველა ბურთზე იბრძვის და არასოდეს ნებდება მოწინააღმდეგეს. როი ჰოჯსონს ფლანგის გასაძლიერებლად მონიშნული, ასევე სტივენ პიენაარი და ეშლი იანგი ჰყავს. “წითლები” “ვესტ ბრომვიჩს” £ 8 სთავაზობენ, გვამცნობს Give Me Football-ი. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts