Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) მარკო ვუჩინიჩი – ნეტაა ?!


Recommended Posts

http://cdn.caughtoffside.com/wp-content/uploads/2010/04/3_4348_Mirko_Vucinic.jpg

 

მართალია Goal.Com-ს ჭორიკანა საიტის სახელი აქვს, მაგრამ ხანდახან ძალიან გვიხარებს გულს – ვიცით რომ შესაძლოა სიმართლის მარცვალი 1% იყოს, მაგრამ 1%-იც რამეა ამ ცხოვრებაში.ბევრი რომ არ გავაგრძელო, მარკო ვუჩინიჩს “გამერსისაიდელებას” უპირებენ, რაც პირადად მე ძალიან მიხარია.

 

Il Corriere dello Sport -ის ცნობით, “წითლები” “მგლებს” 16 მილიონს სთავაზობენ. როი ჰოჯსონს 27წლის მონტენეგროელი ძალიან მოსწონს და უნდა, ის “ენფილდზე” 11 ნომრიანი მაისურით გაიყვანოს.

 

ზემოხსენებული ვებ-გვერდი (Il Corriere dello Sport) ასევე გვამცნობს, რომ ვუჩინიჩი მზადაა დატოვოს “რომა”, რადგან მათ ეს სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს. ვუჩინიჩის კლუბიდან წასვლა იტალიური საიტების ერთ-ერთი აქტიური თემაა.

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...