Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სუბელიანს ბრალი ღამის I საათზე წაუყენეს


Recommended Posts

28 ოქტომბერს, ღამის პირველ საათზე, მოდულის შენობაში სოზარ სუბარის ძმას ვახტანგ სუბელიანს, ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით წაუყენეს ბრალი.

 

სუბელიანის ადვოკატი ირმა ჭკადუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დღის ბოლომდე თბილისის საქალაქო სასამართლო მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

 

საქალაქო სასამართლოში პრეს–სამსახურის წარმომადგენლის თამუნა ანდრიაძის თქმით, სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული.

 

კუდ–მა (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) სუბელიანთან ერთად რამდენიმე ინდმეწარმე და სხვადასხვა შპს–ს თანამშომლები 26 ოქტომბერს, ღამით, დააკავა.

 

სოზარ სუბარს ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება ძმის დაკავებასთან დაკავშირებით. ირმა ჭკადუა გუშინ შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს და ასევე აღნიშნული საქმის გამომძიებელს.

 

ვახტანგ სუბელიანი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

 

ირმა ჭკადუა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება ვახტანგ სუბელიანს. ამ წუთებში ის მოდულის შენობასთან იმყოფება და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას ელოდება.

 

ჭკადუა ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროცესის ჩანიშვნამდე, ის ჟურნალისტებისთვის ბრიფინგის გამართვას გეგმავს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...