Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ზეწოლა სოზარ სუბარზე?


Recommended Posts

საქართველოს ქალთა პარტიმ “სამართლიანობისა და თანასწორობისათვის” ახლადშექმნილი ორგანიზაციის ”ქართული პარტიის” ერთ–ერთი დამფუძნებლის სოზარ სუბარის ძმის, ვახტანგ სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

განცხადებაში პარტიის ხელმძღვანელი გუგული მაღრაძე ”საფუძვლიან ეჭვს” გამოთქვამს, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, ზეწოლა მოახდინოს სოზარ სუბარზე.

 

”მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ სუბელიანის დაკავების მთავარ ბრალდებად წარმოდგენილი იქნა მისი სატელეფონი საუბარი პიროვნებასთან, რომელიც სუბელიანს ავალებს, რომ გარკვეულ კლიენტებს გარკვეული ფასად ჩაუსხას ბენზინი, რაშიც არანაირი დანაშაულის ნიშანი არ ჩანს. ამასთან, მასმედიით ცნობილი გახდა, რომ თვით ის პიროვნება, ვინც ამ დავალებას იძლეოდა, განთავისუფლებულია, რადგან აღიარებითი ჩვენება მისცა. ვახტანგ სუბელიანი კი, რომელიც მხოლოდ უსხამდა კლიენტებს ბენზინს მისი დავალებით, ისევ დაკავებულია. ეს გარემოება ამტკიცებს ჩვენს ვარაუდს, რომ ვახტანგ სუბელიანის დაკავების მიზეზი არის ის, რომ იგი სოზარ სუბარის ძმაა. ეს არის “გამაფრთხილებელი” მესიჯი ყველასთვის, ვინც უკვე არის ან აპირებს ამ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნას და ეს არის მთელი საზოგადოების დაშინების მცდელობა”, ნათქვამია განცხადებაში.

 

ქალთა პარტია ფიქრობს, რომ ასეთი მცდელობები არა თუ დააშინებს საზოგადოებას, არამედ უფრო დიდ აღშფოთებას გამოიწვევს, ხელისუფლების მიმართ პროტესტმაც შესაძლოა უფრო მწვავე ფორმები მიიღოს.

 

სოზარ სუბარის ძმა სამართალდამცავებმა 26 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს.

 

თავად სოზარ სუბარს ძმის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...