Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მოსწავლეები სკოლებში ცდებსა და კვლევებს ჩაატარებენ


Recommended Posts

პროგრამა "აინშტაინის" ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევები და ცდები ჩაატარონ. პროგრამის განხორციელება უკვე დაიწყო და საჯარო სკოლების სასწავლო ლაბორატორიებით აღჭურვას გულისხმობს. #157-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები ლაბორატორიით სარგებლობას დღეიდან შეძლებენ. სასწავლო ლაბორატორიები მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს გადასცა. ლაბორატორიები 3 სრული - ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის– კომპლექტისგან შედგება. თითოეულში კი, თემატიკის შესაბამისად, 18 ქვეკომპლექტია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე წერია, რომ მსგავსი ლაბორატორიებით 2010-2011 სასწავლო წლისათვის ყველა საჯარო სკოლა აღიჭურვება. სასწავლო ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლების მიზნით ხდება. 2010-2011 სასწავლო წლისათვის ასევე ყველა სკოლა შეძლებს, ვირტუალური ლაბორატორიებით ისარგებლოს. პროგრამა "აინშტაინი" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...