planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/grigol-robaqidze-150x150.jpg28 ოქტომბერს ცნობილი ქართველი მწერლის გრიგოლ რობაქიძის 130 წლისთავი აღინიშნება. იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერთობლივად გამართავენ. ამასთან დღეს, გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეს, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან ჩატარდება აქცია – სახელწოდებით `აანთე სანთელი~. აქციის მიზანი, გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულებაა. აქციის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთაში გადასასვლელი ხიდიდან წმინდა ნინოს ჯვრითა და ხატებით მსვლელობა სვეტიცხოვლის ტაძრისკენ. ტაძრის შესასვლელთან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან მცირე ამონარიდებს წაიკითხავენ. შემდეგ, აქციის მონაწილეები ხელში ანთებული სანთლით სვეტიცხოვლის ტაძარში გადაინაცვლებენ, სადაც მწერლის ანდერძისამებრ მისი ხსოვნისთვის სანთლებს დაანთებენ. ასევე, აღევლინება გრიგოლ რობაქიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 29-30 ოქტომბერს კი, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში” ასევე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, რომლის მიზანი, გრიგოლ რობაქიძის მრავალმხრივი შემოქმედების, საქართველოს ინტელექტუალური და სამეცნიერო წრეების, უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერების კვლევებისა და პროექტების წარმოჩენაა. გრიგოლ რობაქიძე 1880 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად სასულიერო განათლება მიიღო. სწავლობდა ტარტუს უნივერსტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ლაიფციგის უნივერსტეტში, შემდეგ პარიზის უნივერსტეტში ისმენდა ლექციებს. 1931 წლის შემდეგ მწერალი გერმანიაში გაემგზავრა და ემიგრაციაში დარჩა. სამშობლოდან გადახვეწის მიზეზი კომუნისტური დიქტატურა იყო. 1945 წლიდან გარდაცვალებამდე (1962 წლის 1 ნოემბერს) შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ცხოვრობდა. დაიკრძალა იქვე. 1976 წელს კი ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს.გერმანიაში ყოფნის დროს გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის “ჩაკლული სული”, “ქალღმერთის ძახილი”, 1937 წელს გამოვიდა რომანი “გრაალის მცველნი”, ევროპულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა გრიგოლ რობაქიძის ლექსები, ლიტერატურული და პოლიტიკური წერილები, ესეები. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts