planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 ლადო ათანელის ფონდი ,,თანადგომა” თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კონცერტში მონაწილეობას ლადო ათანელის გარდა ვოკალისტთა პირველი რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატები, სულხან ჯაიანი და მაია ტურაშვილი, ამავე კონკურსის მონაწილე ირაკლი კახიძე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად მიიღებენ. მუსიკალურ საღამოს დავით მუქერია უდირიჟორებს. კონცერტი საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადაეცემათ. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts