planetanews Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/grigol-robaqidze1-150x150.jpgგრიგოლ რობაქიძის 130 წლის იუბილეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან აქცია – სახელწოდებით `აანთე სანთელი~ გაიმართება. აქციის მიზანია გრიგოლ რობაქიძის ანდერძის აღსრულება. 12:00 საათზე, აქციის ფარგლებში დაგეგმილია – მცხეთაში გადასასვლელი ხიდიდან ფეხით მსვლელობის მოწყობა. წმინდა ნინოს ჯვრისა და დიდი დედის ხატის (წმ.ნინო, წმ.თამარი, წმ.Qქეთევანი) წაბრძანება სვეტიცხოვლის ტაძრისკენ. 13:30 საათზე, სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელთან მსვლელობა შეუერთდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც წაიკითხავენ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან მცირე ამონარიდებს. ლიტერატურული ნაწილის, ასევე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი უნივერსიტეტის მომღერალი სტუდენტები, შეასრულებენ `მრავალჟამიერს~, მუსიკალურ კონკურს `ჯეოსტარში~ გამარჯვებული ლევან კბილაშვილის ხელმძღვანელობით და აქციაში ყველა მონაწილე, ხელში ანთებული სანთლით გადაინაცვლებს სვეტიცხოვლის ტაძრისკენ. სანთლების ანთების შემდეგ კი, აღევლინება გრიგოლ რობაქიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ამ დღეს, გრიგოლ რობაქიძის მკვლევარ რუსუდან გახარიას ავტორობით, უნივერსიტეტის მიერ საგანგებოდ გამოცემული ბროშურა `მეტს არასა ვთხოვ საქართველოს~ ყველა მონაწილეს გადაეცემა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts