Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად დღეს, სპეციალური სემინარი გაიმართება


Recommended Posts

ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად სპეციალური სემინარი გაიმართება.

 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით მართავს სემინარს – “რა უნდა იცოდნენ ქართველმა ექსპორტიორებმა ევროკავშირის ბაზარზე შესაღწევად”.

 

სემინარი მიზნად ისახავს ქართველ მწარმოებლებს მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ხილისა და ბოსტნეულის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ახალი ხილისა და ბოსტნეულის მარკეტინგული სტანდარტები; სპეციფიკური მარკეტინგული სტანდარტები ციტრუსებისთვის; ევროკავშირის ჯანმრთელობის და ფიტოსანიტარული მოთხოვნები მცენარეებსა და მცენარეულ პროდუქტებზე; მოთხოვნები სურსათის უვნებლობასა და ჰიგიენაზე.

 

სემინარი 10:30 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურში გაიმართება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...