Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - "კორუფციის აღქმის ინდექსის" მიხედვით საქართველო 68–ე ადგილზეა


Recommended Posts

დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (CPI) გამოაქვეყმა, რომლის მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა.

 

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო.შარშან, საქართველო ქვეყნებს შორის 66–ე იყო და მისთვის მინიჭებული ქულა იყო 4.1.

 

ყველაზე კარგი მაჩვენენელი და შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულები მიიღო დანიამ, ახალმა ზელანდიამ,სინგაპურმა,ფინეთმა და შვედეთმა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სომალს, ავღანეთს,ერაყს და უზბეკეთს.

 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს,რუსეთს მიანიჭეს 2.1 ქულა,უკრაინას და აზერბაიჯანს 2.4,სომხეთი 2.6, თურქეთი 4.4.

 

„კორუფციის აღქმის ინდექსს“ ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი ბერლინში. ინდექსი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...