planetanews Posted October 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა 29 წლის განმავლობაში, თურქი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, მაღალი რანგის სამხედრო და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ვაშინგტონში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე სასაუბროდ ყოველწლიურად იკრიბებიან ბოლო წლების განმავლობაში უკანასკნელი შეხვედრა ყველაზე დაძაბული იყო, რამაც ზოგიერთ პოლიტიკოსს იმის განცდა გაუჩინა, რომ თურქეთ-დასავლეთის ერთ დროს მტკიცე კავშირი სუსტდება, ხოლო ანკარა სულ უფრო მეტად იცვლის გეოპოლიტიკურ კურსს აღმოსავლეთისკენ. ზემოთხსენებული ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი ამერიკულ-თურქული საბჭოა, ჩვეულებრივ გაზაფხულზე იმართება ხოლმე, მაგრამ წელს ის აშშ-ს კონგრესის კომიტეტის გადაწყვეტილების გამო გადაიდო, რომელმაც რეზოლუცია მიიღო, სადაც სომხების გენოციდი აღიარა. 17-20 ოქტომბერს გამართული კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება მთელი რიგი პოლიტიკური უთანხმოებების განხილვაზე გაამახვილეს. „საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული პრობლემები არსებობს“ – შესავალ სიტყვაში განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ და დღეს თურქულ-ამერიკული საბჭოს მმართველთა თავმჯდომარემ რიჩარდ არმითიჯმა. შარშან თურქეთმა მხარი არ დაუჭირა აშშ-ს წინადადებას გაერო-ში ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და ბრაზილიასთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემის მოგვარების გეგმა შეიმუშავა. ანკარამ ვაშინგტონის უკმაყოფილება იმითაც გამოიწვია, რომ ჩინეთთან ერთობლივი სამხედრო-საჰაერო წვრთნები გამართა. ამავდროულად, აშშ-ს მოკავშირე ისრაელმა ღაზას სექტორისკენ მიმავალი თურქული გემის წინააღმდეგ, სადაც თურქი აქტივისტები იმყოფებოდნენ, სამხედრო შეტევა განახორციელა, რასაც ანკარას ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა. ვაშინგტონის უკმაყოფილების დამატებით მიზეზად იქცა თურქულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის შეწყვეტა. მართალია, თურქულ-ამერიკულ ურთიერთობებში ერთგვარი დაძაბულობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო დროს ის მნიშვნელოვნად გამწვავდა – აცხადებს მარშალის ფონდის ექსპერტი თურქეთის საკითხებში იან ლესერი. „დისკუსიამ უფრო მწვავე ხასიათი შეიძინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ორმხრივი ურთიერთობების თემა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას, განსაკუთრებულად წინააღმდეგობრივია და ძირითადი საგარეო პოლიტიკური ინტერესების სფეროს განეკუთვნება, თანაც ეს ეხება არამხოლოდ დღევანდელ ადმინისტრაციას, არამედ მთლიანად ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას“ – ამბობს იგი. ყველა ამ პრობლემისა და ზოგიერთი ექსპერტის პესიმისტური პროგნოზის მიუხედავად, თურქი და ამერიკელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და დღევანდელი პრობლემები მხოლოდ დროებითია. შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობების გაუმჯობესება ანკარას და ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის უნდა განიხილოს როგორც შესაძლებლობა გამოიყენოს თურქეთი ამ ქვეყნებთან ხიდის როლში – მიაჩნია ზოგიერთ სპეციალისტს. „ჩვენი მოკაცშირეებისთვის თურქეთის გავლენა ამ ტერიტორიებზე პლუსია“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფერიდუნ სინირლიოღლუმ. „თურქეთი აღმოსავლეთისკენ არ იხრება. თურქეთი იყენებს მის ახლადშეძენილ გავლენას: ის აფართოვებს სავაჭრო კავშირებს“ – განაცხადა ყოფილმა კონგრესმენმა და დღეს ახლო-აღმოსავლური კონფლიქტების დარეგულირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის პრეზიდენტმა რობერტ ვექსლერმა. „ასე რომ, ვაშინგტონს ამ ახალი ტალღის კი არ უნდა შეეშინდეს, არამედ უნდა მიესალმოს მას, რადგან გონიერი ამერიკელი დიპლომატები, შესძლებენ იმ მეგობრების დახმარების გამოყენებას, რომლებსაც მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული წარმოდგენები და განსხვავებული პოზიციები აქვთ“. თურქეთის და აშშ-ს წარმომადგენელთა შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა, რომ ბოლო დროის მთელი რიგი მოვლენების გამო, მათ ქვეყნებში გამძაფრებული ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი პრობლემაა, რამაც საბოლოო ჯამში სტრატეგიულ პარტნიორობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს. „ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ საერთო ინტერესები გვაკავშირებს და ერთობლივად ვწყვეტთ პრობლემებს, მაგრამ თუკი არ გავითვალისწინებთ თურქული საზოგადოების ღრმად სკეპტიკურ განწყობას აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიმართ ან იმ ფაქტს, რომ ამერიკის საზოგადოებრივი აზრი კონგრესში სულ უფრო ხშირად სვამს კითხვებს თურქეთთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვერ გავაკეთებთ“ – ხაზგასმით აღნიშნა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა. „სამწუხაროდ თურქეთის მხრიდან ისრაელის და ირანის მისამართით გაზაფხულზე გაკეთებულმა განცხადებებმა და მისმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ისეთი პოლიტიკური სიტუაციის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უშლის პროგრესის მიღწევას მოქმედი ადმინისტრაციის მთელ რიგ მნიშვნელოვან პროექტებში, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერსპექტივაში“ – აღნიშნა საერთაშორისო საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ. თურქულ-ამერიკული საბჭოს კონფერენციის მეგობრულ ატმოსფეროშიც კი მკაფიოდ იგრძნობოდა სერიოზული უთანხმოებები. მაგალითად აშშ-ს სურს, რომ თურქეთი ნატო-ს ანტი-სარაკეტო ფარის შექმნას შეუერთდეს, მაგრამ ამ სისტემის ღიად ანტი-ირანული ხასიათის გამო ანკარა უხერხულ მდგომარეობაშია. „პრესის ზოგიერთი ინფორმაციის საპირისპიროდ, ჩვენ თურქეთს არ ვაიძულებთ ამ სისტემასთან მიერთებას“ – განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა გამომსვლელმა, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა – „მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ლისაბონის სამიტზე თურქეთმა მხარი დაუჭიროს ნატო-ს გეგმებს შექმნას ტერიტორიული რაკეტსაწინააღმდეგო პოტენციალი“. თურქეთი შეშფოთებას გამოსთქვამს იმის გამო, რომ ამერიკის კონგრესში ირანის სანქციებთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვები ირანთან მოვაჭრე ბევრ თურქულ კომპანიას დააზარალებს. თურქეთის სასაქონლო ბირჟებისა და სავაჭრო-საწარმოო პალატების გაერთიანების პრეზიდენტის, რიფატ ჰისარჯიქლიოღლუს თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შარშან 8 მილიარდ დოლარს მიაღწია. „ირანი, როგორც ბირთვული სახელმწიფო ჩვენთვის მიუღებელია“ – აღნიშნა მან – „თუმცა არსებობს იმის საფრთხე, რომ ირანის სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ს კონგრესში მიღებული საკნონმდებლო ინიციატივები თურქულ კომპანიებს დააზარალებს“. ვაშინგტონში კი ბევრს არ სჯერა იმის, რომ ანკარა ისრაელსა და პალესტინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ამერიკული ხედვის ერთგულია. „თუკი ჩვენ ნაკლებად აქტიურად გავათეთრებთ და შევალამაზებთ ზოგიერთ იმ უდაო ფაქტს… რასაც ადგილი აქვს თურქეთში ”ჰესბოლას”, „ჰამასის“ და ირანის ირგვლივ, ეს ჩვენ ბევრს არაფერს მოგვცემს“ – აღნიშნა ვექსლერმა – „პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამერიკაში და თქვენ თურქეთში ახლო-აღმოსავლეთის მშვიდობიანი დარეგულირების საქმის ერთგულები ვართ. „ჰამასი“ ამ პროცესს მხარს არ უჭერს. ჰეზბოლა ახლო-აღმოსავლეთში მშვიდობიანი დარეგულირების იდეას უარყოფს. ამ მხრივ მათი შეხედულებებისგან დიდად არ განსხვავდება არც ირანის პოზიცია – ის მას მთლიანად და სრულად უარყოფს“. ანალიტიკოსების აზრით, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თურქეთის დასავლეთთან დაშორება (რეალური თუ მოჩვენებითი) შეიძლება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესით აიხსნას. ხელისუფლებაში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოსვლამ, პრო-დასავლური სამხედრო წრეების პოზიცია თურქეთის ხელმძღვანელობაში შეარყია. შესაბამისად თურქი ლიდერები საზოგადოებრივ აზრს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. „ტერმინი „პოპულისტური“ (და არა აღმოსავლური ან ისლამისტური) – ყველაზე მკაფიოდ აღწერს თურქეთის დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ხელისუფლება რეალურად ყურს უგდებს თურქეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევებს“ – აცხადებს აშშ-ს ეროვნული სამხედრო კოლეჯის ექსპერტი თურქეთის საკითხებში, ომერ თასპინარი – „და აშშ-ში თურქეთის მიუღებლობის არსებული დონე პრობლემებს უქმნის [თურქეთის] მთავრობას. თურქეთი უფრო დემოკრატიული, თვითდაჯერებული ქვეყანა ხდება, მაგრამ ის ფაქტი რომ მისი საზოგადოებრივი აზრი აშშ-ს მიმართ კეთილგანწყობილი არ არის, ხელისუფლებისთვის პრობლემაა“. ექსპერტის აზრით, თურქეთის და სომხეთის მიერ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეკრულებების შეჩერება, რომელსაც მხარს შეერთებული შტატები უჭერს, თურქეთისადმი ამერიკელი პოლიტიკოსების იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზია. „როდესაც ამერიკის პრეზიდენტი თურქეთში ამხელა პოლიტიკურ კაპიტალს სდებს, თანამშრომლობის პროცესი იწყება, მაგრამ თურქეთი ჯერ სომხეთის, შემდეგ კი ირანის მიმართ საპასუხო ნაბიჯს არ დგამს, ვაშინგტონში რეალურად უჩნდებათ კითხვები“ – ამბობს იგი – ”ანალოგიური ეჭვები იპყრობს ანკარასაც”. „რატომ უნდა იყოს თურქეთი მუდმივად აშშ-ს მხარეს, როდესაც ამერიკის საგარეო პოლიტიკა წუნდაუდებელი ნამდვილად არ არის?“ ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts