planetanews Posted October 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/kervalishvili-150x150.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი იაპონიაში ცნობილ ქალთა ორგანიზაციის, “WOMENS MESSEGES”—ს წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მშვიდობის საკითხებზე მუშაობს. რუსუდან კერვალიშვილი სტუმრებს საქართველოში ქალთა ორგანიზაციების აქტივობების შესახებ ესაუბრა. მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები განიხილეს. ორგანიზაციამ,“WOMENS MESSEGES”—მა აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მხარდასაჭერი არაერთი აქცია ჩაატარა. იაპონელმა სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოში ქალთა ორგანიზაციებთან და მონაწილეობა მიიღონ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებაში. შეხვედრას ორგანიზაცია “თეთრი მანდილის” ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე ესწრებოდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts