Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ფულადი გზავნილების კონტროლის გამკაცრებას აპროტესტებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/fulebEPN1-150x130.jpgსაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ფულადი გზავნილების კონტროლის გამკაცრებას აპროტესტებს.

 

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის მიერ მომზადებულ ,,თავისუფლების ქარტიაზე’’ იმსჯელეს.

 

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბარათურიამ განაცხადა, უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა არალეგალურად იმყოფება და ოჯახებს არჩენს, აღნიშნული შეზღუდვა კი მათ პრობლემებს შეუქმნის.

 

,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრი ლევან ვეფხვაძის შეფასებით, 25 ათას ლარზე მეტი გზავნილი კონტროლს კანონით უკვე ექვემდებარებოდა და მისი 10 ათასამდე დაწევა მიზანშეწონილი არ იქნება.

 

თორთლაძის მტკიცებით, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ოჯახებისათვის გაკეთებული გზავნილების გამო პრობლემა არ შეექმნებათ და კონტროლისათვის დაწესებული ციფრი 10 ათასი კანონპროექტიდან ამოღებულია და მითითებულია ,,დიდი ოდენობით’’ თანხა.

 

შეგახსენებთ, რომ ,,თავისუფლების ქარტია~ ,,ლუსტრაციის შესახებ~ კანონსა და ე.წ. ,,პატრიოტის აქტს~ აერთიანებს და გულისხმობს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს.

 

კანონპროექტი გულისხმობს ასევე, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს; ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობით აღრიცხვის და რეესტრის წარმოების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნას; კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და სხვა ინიციატივებს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...