Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თორთლაძე: საქართველოში ,,თავისუფლების ქარტიის’’ მსგავსი კანონი 15 წლის წინ უნდა მიეღოთ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/tortladze1-150x150.jpgოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის შეფასებით, საქართველოში ,,თავისუფლების ქარტიის’’ მსგავსი კანონი 15 წლის წინ რომ მიღებულიყო პოლიტიკური პროცესები ბევრად უფრო რბილად წარიმართებოდა.

 

პროექტი დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

 

თორთლაძის განმარტებით, კანონპროექტი თანამდებობრივ შეზღუდვებს უწესებს იმ პირებს, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან ღიად თუ ფარულად თანამშრომლობდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ცესკო ვალდებულია გამოაქვეყნოს ამ ადამიანის ბოიგრაფიული ცნობები და თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას მხარი დაუჭიროს.

 

,,იმის გათვალისწინებით რომ, უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ტერაქტების მთელს თაიგულს, ამოქმედდება ანტიტერორისტული მექანიზმები, რაც საზღვრების, სტრატეგიული ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს, ასევე ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს გულისხმობს. კანონპროექტი საფრთხეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის წარმოადგენს, ვინც ტერაქტების მოწყობას აპირებენ, ეწეოდნენ და ეწვევიან ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას და ვისთვისაც ბოლშევიზმი იდეოლოგიად არის გადაქცეული~, – აღნიშნა თორთლაძემ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...