Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქუმარიტაშვილის ოჯახს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ორდენი გადაეცემა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/nodar-qumaritashvili1111-150x150.jpgზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესი ორდენით დაჯილოვდება.

ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი რომელიც სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

გავრცელებული განცხადების თანახმად, უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია ხვალ, ქუმარიტაშვილის მშობლიურ დაბა ბაკურიანში, მისი სახელობის მემორიალთან გაიმართება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ჟაკ როგის სახელით დაღუპული სპორტსმენის ოჯახის წევრებს ორდენს გადასცემენ ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორის მოადგილე პამელა ვაიპონდი, საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იოზეფ ფენდტი და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ჰერალდ სტეირერი.

ორდენის გადაცემის ცერემონიაში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.

უმაღლესი ორდენით ქუმარიტაშვილის დაჯილდოების გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა რამდენიმე დღის წინ, მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გამართულ სხდომაზე მიიღო.

21 წლის ქართველი მოციგავე ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას დაიღუპა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...