Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან საუბარი აუცილებელია


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მასთან საუბრის დაწყება აუცილებელია" .

 

გაზიარება

[22:19 25-10-2010]

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMcbtF7IPLI/AAAAAAAAEKA/lCJQzAe1Qjc/s200/misha+da+medvedewvi.gifამის შესახებ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქალაქ მონტრეში, ფრანკოფონიის ორგანიზაციის მე-13 სამიტზე ყოფნის დროს, "ტვ5 მონდესთან" საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია და დამპყრობელია და მან სახლებიდან მრავალი ეროვნების ათასობით ადამიანი გამოაძევა, არსებული ყველა პრობლემის მოგვარება მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს.

"ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ჩვენ პრაგმატულები ვართ და კარგად გვესმის, რომ მეზობლად ისეთი დიდი მტრის ყოფნა, როგორც რუსეთია სახიფათოა და მასთან დიალოგის დაწყება აუცილებელია. აუცილებლად შესაცვლელია არსებული ვითარება. ევროკავშირმა და მსოფლიოში სხვა მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა აღიარეს, რომ რუსეთმა უკანონოდ განახორციელა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საჭიროა დევნილ ადამიანებს მიეცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მე-19 საუკუნის სტილში მოახდინა საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა, იგი იმედოვნებს, რომ მოდერნიზირებული რუსეთი მომავალში არა საფრთხის წყარო, არამედ სტაბილურობის ფაქტორი იქნება.

სააკაშვილის თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით მის მიერ აღიარებულ იმ სამხრეთ ოსეთში ჩავიდა, სადაც ახლა 6 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დანარჩენი ოსები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაიფანტნენ, მათთვის და სხვადასხვა ეროვნების დევნილებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ახალი სახლების აშენება შეძლო.

"ახლა საჭიროა საუბრის დაწყება, მაგრამ არა იმ ფსევდოსახელმწიფოს წარმომადგენლებთან, რომელიც მსოფლიოში არავინ არ აღიარა და სერიოზულად არ აღიქვა, არამედ საქართველოსთან. ჩვენ მზადა ვართ დავიწყოთ მოლაპარაკებები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე", - კიდევ ერთხელ დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-306242567611025952?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...