otabersona Posted October 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2010 http://a.pix.ge/a/41ru7.jpg ინფორმაცია და თამაშის აღწერა Prototype (ქართ. : პროტოტიპი) არის Radical Entertainment-ის მიერ შექმნილი მოქმედებითი ვიდეო თამაში. თამაში პირველად გამოქვეყნდა სამხრეთ ამერიკაში 2009 წლის, 9 ივნისს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილსა და ოკეანიაში 10 ივნისს. ევროპაში ის გამოქვეყნდა 12 ივნისს. თამაში შესაძლებელია, Microsoft Windows, Xbox 360 და PlayStation 3 პლათფორმებზე. თამაში მიმდინარეობს ნიუ იორკში, სადაც ამერიკის სამხედრო ძალა ცდილობს დავირუსებული მოსახლეობის განადგურებას. ისტორიის პროტაგონისტი არის ალექს მერსერი, რომელსაც გააჩნია მტრის განადგურების სხვადასხვა ძალები. მას შეუძლია მიიღოს სხვისი მახსოვრობა, გამოცდილება, ბიომასა და ფსიქიკური ფორმა, მტრის ზურგში შეუმჩნევლად შეღწევისათვის. ალექსს ასევე გააჩნია შეტევის, დაცვისა და სენსორული ზრდის სპეციალური ფორმები. ყველაფერი ეს მოთამაშეს საშუალებას აძლევს არაერთგვაროვნად მართოს თამაშის სიუჟეტი და ასევე არაერთგვაროვნად დაამთავროს იგი. ისტორია ალექს მერსერი დაიღუპა GENTEK-დან, დოქტორ რეიმონდ მაქმალენის მეთაურობით შექმნილი Black Light Virus-ის ნიმუშის მოპარვისას. ის მოკლულ იქნა Black Watch ოპერატიული მუშაკის მიერ. ძირს დაცემისას მას გაუტყდა ვირუსის შემცველი კონტეინერი. ვირუსმა, რომელმაც შეაღწია ალექსის ცხედარში, გააცოცხლა იგი და მისი უჯრედები გამოიყენა ზეადამიანური ძალის შესაქმნელად. მას შემდეგ რაც ალექსი „დაიღუპა“, მისი ცხედარი GENTEK-ის მორგში გადაიტანეს. ტექნიკურად ალექს მერსერი აღარ არსებობს, ის უკვე Black Light Virus-ია, რის გამოც სამხედროები მას ალექსს აღარ ეძახდნენ. მისი კოდური სახელია - ზევსი.თამაშში მოქმედება მიმდინარეობს ნიუ იურკში. ქალაქი დავირუსებულია უცნობი ვირუსით, რომელიც მოსახლეობას მუტანტებად აქცევს. ალექს მერსერი გონზე მოდის მიწისქვეშა საიდუმლო მორგში. მას არაფერი ახსოვს თავისი განვლილი ცხოვრებიდან, გარდა საკუთარი სახელისა. მორგიდან გაქცევის შემდგომ ის ნიუ იურკის ქუჩებში ხვდება, რომელიც მუტირებული ადამიანების წინააღმდეგ, ამერიკის სამხედრო ძალების, Black Watch დივიზიის მოქმედებების ქაოსშია ჩაფლული. მალე მერსერი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია მიიღოს ყველა თავისი მსხვერპლის ფორმა, მახსოვრობა და ცოდნა. ამ შესაძლებლობის გამოყენებით ალექსი სცდილობს გაარკვიოს თუ რა მოხდა მის თავს და ვინ არის დამნაშავე ქალაქის დავირუსებაში.ალექსის უმცროსი და დანა თავისი ჟურნალისტური განათლებით, ალექსს ეხმარებოდა სხვადასხვა კვლევების წარმოდგენაში. ის თამაშის დასაწყისში ინფორმატორის როლს ასრულებს. მოგვიანებით მას გაიტაცებს „ლიდერი მონადირე“. დანას ალექსის მიერ განთავისუფლების შემდგომ ის მიდის ალექსის მოკავშირესთან, დოქტორ რეგლანდთან. ამის შემდგომ გაურკვეველია რა გადახდა მის თავს.ალექსს თამაშის დასაწყისში ეხმარება თავისი ყოფილი შეყვარებული კარენ პარკერი, მაგრამ შემდგომ ირკვევა რომ ის მუშაობს Blackwatch-ზე, რის შემდეგადაც ის ქრება ქალაქიდან.თუ თქვენ ბოლომდე გახვალთ თამაშში, მაშინ ბოლო სცენაში თქვენ მიხვალთ განსაზღვრულ ადგილას,სადაც ბოლომდე გაირკვევა კარენის ხრიკები. თუმცა ბოლოს მაინც უცნობად რჩება მისი ბედი. გეიმფლეი თამაშში ქმედება მიმდინარეობს ნიუ იორკში, მანჰეტენზე. აქ მოთამაშეს შეუძლია სხვადასხვა მიმდევრობითა და ხელმისაწვდომი შესაძლებლობებით შეასრულოს, როგორც სიუჟეტური, ასევე დამატებითი მისიები. სათამაშო არეში ორიენტაციისათვის არსებობს რუკა , რომელზეც დატანილია ყველა ხელმისაწვდომი მისია, ასევე მუტანტებისა და სამხედროების სტრატეგიული წერტილები.„Prototype-ში“ შესაძლებელია პერსონაჟის ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება. განვითარება ხდება თამაშის მსვლელობისას მოგროვებული ქულებით. ზოგჯერ სხვადასხვა შესაძლებლობების შეძენა ხდება სიუჟეტური მისიების შესრულების შემდგომ.გეიმფლეის მთავარ შესაძლებლობად მიჩნეულია ის, რომ პერსონაჟს შეუძლია შეიცვალოს სხეულის ფორმა. თამაშში ეს შესაძლებლობა ითვლება საუკეთესო იარაღად. მერსერს შეუძლია თავისი ხელების უროებად, მჭრელ თითებად, ხმლად, მათრახად და ფარად გადაქცევა. ალექსს შეუძლია გაიძლიეროს მუსკულები, რათა ასწიოს და ისროლოს მძიმე საგნები. ასევე მას შეუძლია კანის ბრონად გადაქცევა. ამასთან მთავარ გმირს შეუძლია დაინახოს ყველაფერი სიბნელეში და გაარჩიოს ინფიცირებული და ჯანმრთელი ადამიანები.საკუთარი ძალისა და ტანის გარდა, მერსერს მტრის წინააღმდეგ შეუძლია გამოიყენოს ავტომატური იარაღი და სარაკეთო დანადგარები.ასევე თამაშში შესაძლებელია ვერტმფრენის, ტანკისა და ჯავშანმანქანის ტარება. ინტერაქტიულობათამაში საკმაოდ დინამიურია. მოთამაშეს შეუძლია ასწიოს და ისროლოს მანქანები, ყუთები, რაკეტები და ვერტმფრენებიც კი.... ასევე მოთამაშეს შეუძლია ბაკების აფეთქება, ინფიცირებული სახლების დანგრევა. შესაძლებელია ხეების და გარე განათების მოგლეჯვა. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს არაერთგვაროვნად შევასრულოთ მისიები. საინტერესომთლიანად თამაშის სიუჟეტი საკმაოდ საინტერესოა. იმდენად საინტერესოა ისტორიის დასასრული რომ მოთამაშე დროის სვლას ვერ გრძნობს.თამაშში ასევე ჩაშენებულია საინტერესო, არასიუჟეტური მისიები.საინტერესოა ნიუ იორკის უმაღლესი შენობების მწვერვალების დაპყრობა(თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს საკმაოდ ძნელია). სისტემური მოთხოვნილებები ოპერაციული სისტემა: Windows XP/Vista/7ოპერატიული მეხსიერება: 1 გბ(XP)2 გბ(Vista)მყარი დისკის მოცულობა: 8 გბ (პლუს 500მბ დამატებითი ფაილებისათვის.)მედია: Blu-Ray დისკი, ან DVDვიდეო კარტა: DirectX 9.0c მხარდამჭერი ვიდეო კარტა, 256 მბ 3D ასელატორი (NVIDIA 7800GT/ATI® Radeon™ X1800 256 მბ) ასევე Pixel Shader 3.0 უზრუნველყოფითხმის მოწყობილობა: 100% DirectX 9.0c მხარდამჭერი კარტააქსესუარები: კლავიატურა და თაგუნა წყარო: www.ka.wikipedia.org DOWNLOAD http://www.youtube.com/watch?v=JvsUkUaJjYs http://www.youtube.com/watch?v=aH0LlmEK2rY Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Kakha55555 Posted November 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2010 კაი თამაშია, სამწუხაროდ რომ დამეხურა ვერ მოვიცალე, STALKER -ს და ASSASSIN CREED 2 გადავყევი, კიდევ METRO 2033 -ს და Dirt 2 -ს ვეჭიდავები ახლა.ვაა მოკლედ Prototype -ს გარდა ყველა თამაში ჩამოვთვალე. ( ნახევრადხუმარასმაილი ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mexx Posted November 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 3, 2010 დირთი ამ წუთას დავხურე P.S პროტოტიპი მაგარია ძააან რაღაც ორიგინალური ატმოსფეროა თამაშში. გამოვიდა თუარა შარშან ეგრევე მივხურე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.