gendolf Posted October 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2010 შნობელის პრემია, ანტინობელის პრემია, იგნობელის პრემიას (Ig Nobel Prize) - ეს არის პრესტიჟული ჯილდოს, ნობელის პრემიის პაროდია. 10 შნობელის პრემია ეძლევათ ოქტომბრის დასაწყისში, მაშინ როდესაც სახელდება ნამდვილი ნობელის პრემიის ლაურიატები - მიღწევებისთვის, რომლებიც ჯერ გაგაცინებთ, ხოლო შემდეგ დაგაფიქრებთ (first make people laugh, and then make them think). პრემია დააწესა მარკ აბრახამსმა და იუმორისტულმა ჟურნალმა "improsible research". პრემიის დასახელება მომდინარეობს უბრალო სიტყვების თამაშიდან. ინგლისურ ენაზე ნობელის პრემია არის "Nobel Prize", "Nobel"-ს ჰგავს სიტყვა "Ignobel" რაც სამარცხვინოს ნიშნავს. წელს დაფიქსირდა უპრეცენდენტო შემთხვევა. ანდრეი გეიმი, რომელიც გახდა 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი ფიზიკაში, გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მოიპოვა შნობელის პრემიაც და ნობელის პრემიაც. კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი... შნობელის პრემიის გადაცემა ხდება შემდეგი სიტყვების თანხლებით: "თუ თქვენ არ მოგიგიათ ეს პრემია - დამითუმეტეს თუ თქვენ მოიგეთ - გისურვებთ წარმატებას მომვალ წელს". ახლა შემოგთავაზებთ შნობელის პრემიის რამოდენიმე ლაურიატს. სია საკმაოდ სახალისო გამოვა. 1992 წელს მედიცინის განხრით დაჯილდოვდნენ იაპონელი მეცნიერები. ფ. კაგი, ე.იაგი, მ. ფუკუდა, კ. ნაკაძიმა, ტ. ოტა და ო. ნაკატა. ისინი დაჯილდოვდნენ ქიმიური შეერთებების გამოკვლევისთვის, რომლებიც იწვევენ ფეხის სუნს, განსაკუთრებით კი დასკვნისთვის: "ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ რომ ფეხზე აქვთ სუნი, მათ აქვთ ფეხზე სუნი. ხოლო ადმიანებს რომლებსაც ჰგონიათ, რომ მათ არა აქვთ ფეზე სუნი, მათ არა აქვთ ფეხზე სუნი". 1992 წელს ჯილდო ხელოვნების დარგში გაიყო. ის მიიღო ჯონ ნოულტონმა პლაკატისთვის "ცხოველური სამყაროს პენისები" და აშშ-ს ხელოვნების ნაციონალურმა საქველმოქმედო ფონდმა, შემოთავაზებისთვის, რომ ეს პლაკატი დაიბეჭდოს კეცვადი ბროშურის სახით. 1993 წელს ჯილდო მიენიჭა ჯეი შიფმანს - მოწყობილობის გამოგონებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვუყუროთ ტელევიზორს საჭესთან ჯდომისას; და მიჩიგანის შტატის ხელისუფლებას - რომელმაც ნებადართული გახადა ამ მოწყობილობის გამოყენება. 1993 წელს დაჯილდოვდა ფილიპინური კომპანია "პეპსი-კოლა" - შეჯიბრისთვის, რომელშიც პრიზი იყო მილიონი დოლარი და გამარჯვებული არ გამოვლინდა. 1993 წელს მედიცინის დარგში დაჯილდოვდნენ ჯ.ნოლანი, ტ. სტიველი და ჯ. სენდსი. გამოკვლევისთვის "გადაუდებელი დახმარება სასქესო ორგანოს ელვაში (ზმეიკაში) მოჭეჭკვისას". 1993 წელს მათემატიკაში ჯილდო მიენიჭა რობერტ ფეიდს, რომელმაც გამოთვალა, რომ გორბაჩოვი ანტიქრისტეა, შანსებით 710 609 175 188 282 000 x 1-თან. 1993 წელს ლიტერატურაში ჯილდო მიენიჭა ერიკ ტოპოლს და მის 972 თანაავტორს 15 ქვეყნიდან - სამედიცინო გამოკვლევის პუბლიკაციისთვის, რომლის ავტორთა რაოდენობა 100-ჯერ აღემატება მისი გვერდების რაოდენობას. 2001 წელს ასტროფიზიკის დარგში დაჯილდოვდნენ ჯეკ და რეკსელ ვან იმპები - დასკვნისთვის, რომლის მიხედვითაც შავი ხვრელები აკმაყოფილებენ ყველა პირობას, რომ ეს იყოს ჯოჯოხეთის ადგილმდებარეობა. 2001 წელს ჯილდო მიენიჭა ჯ. კოეფს ბორბალის დაპატენტებისთვის (ავსტრალიაში). 2002 წელს მედიცინის დარგში დაჯილდოვდა კრის მაკმანამანი - ნაშრომისთვის "სასქესო ორგანოების ასიმეტრია ანტიკურ ქანდაკებებზე". 2005 წელს მედიცინის დარგში პრემია მიენიჭა გრეგ მილლერს - ძაღლის კვერცხის პროტეზის გამოგონებისთვის. 2007 წელს პრემია მიენიჭა არგენტინელ მეცნიერთა ჯგუფს, რომლებმაც დაადგინეს, რომ ვიაგრა ეხმარება ზაზუნას სასაათო სარტყელის მკვეთრი ცვლილების დროს. 2007 წელს დაჯილდოვდა BBC-ის ძმები რაიტების სახელობის ლაბორატორია - შემოთავაზებისთვის, შეექმნათ "გეი-ბომბი", ქიმიური იარაღი, რომლის ზეგავლენითაც მოწინააღმდეგე ჯარისკაცები განიცდიდნენ სექსუალურ ლტოლვას მათ თანამებრძოლთა მიმართ. 2007 წელს ქიმიის დარგში დაჯილდოვდა მაიუ იამამოტო, რომლის გამოკვლევების მიზანიც იყო ძროხის ნაკელიდან ვანილინის მიღება. 2007 წელს დაჯილდოვდა ბრაიან უოტკომბი - სტატიის "დაშნაყლაპიაობა (ხმლების ყლაპვა) და მისი გვერდითი ეფექტები" რომელიც დაიბეჭდა British Medical Journal-ში. 2009 წელს პრემია მიენიჭათ კეტრინ დუგლასსა და პიტერ როულინსონს, რომლებაც დაამტკიცეს, რომ ძროხას რომელსაც აქვს (ზედმეტ)სახელი უფრო მეტს იწველება ვიდრე რომელსაც არა აქვს (ზედმეტ)სახელი. 2009 წელს ფიზიკის დარგში დაჯილდოვდა კეტრინ უოტკომი, რომელმაც გაარკვია თუ რატომ არ კარგავენ წონასწორობას ფეხმძიმე ქალები. წყარო:http://sciencex.org/index.php?option=com_content&view=article&id=33:2010-10-09-15-06-39&catid=1:test&Itemid=2 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 28, 2010 ტელევიზორი საჭესთან და პრიზი "მილიონი"... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.