Jump to content
Planeta.Ge

სოზარ სუბარის ძმა დააკავეს


Recommended Posts

ერტი ნაციონალის ოჯახის წევრი მანახე რა --------პპპპლლლლზზზზზ! :pupuza: :P

რაღა ოჯახის წევრი გინდა, მინისტრის მოადგილე დაიჭირეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 61
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რაღა ოჯახის წევრი გინდა, მინისტრის მოადგილე დაიჭირეს.

 

 

ვინა და მინისტრი ანგელოზი არის ალბათ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

და საწვავის ფასებს ეგ ხალხი ადგენდნენ ვინც დაიჭირეს? ( გულუბრყვილო გამომეტყველება ).

არააა????

აბა ამ კარტელს რატომ არავინ ეხება?

აა ხო...

ვიცით ხო.

არაა, სულ არაა კორუმპირებული არა..

არც ვანო, არც გიგი, არც ღმერთო ჩემო და სააკაშვილი.

სულ არა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღა ოჯახის წევრი გინდა, მინისტრის მოადგილე დაიჭირეს.

 

ყოფილი

 

:) :) :)

 

აი ვანოს და ადეიშვილს როცა დაიჭერენ თანამდებობაზე ყოფნის დროს, მინიმუმ კოდუას, არსოშვილს, გოროზიას და მსგავსებს, მერე შეიძლება არგუმენტი გქონდეს. დანარჩენი სპექტაკლები დგას და უყუროს კუდ-მა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამიტომ...

რუუუსეეეეეეეეებიიიიი.

აბა ამერიკელები ხელს არ ახლებენ თავის ჯიგარს.

და მე მაგრად მახატია მაგათი ინტერესების დამცველები, რომლებიც მათ ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ხარჯზე იცავენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ყოფილი

რაღა ყოფილი, რომ გასკდა ეგ საქმე და სკანდალი აიწია, გაანთავისუფლეს და დაიჭირეს. პრაქტიკულად ერთდროულად მოხდა ყველაფერი. ისეც იჭერენ ხოლმე მაღალჩინოსნებს ქრთამებზე, ნუ მომაძებნინებთ ახლა გვარებს.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ნუ აღშფოთდებით..კიდე ბევრს დაიჭერენ და აღშფოთება საქმეს ვერ შველის,პირიქით ნერვიულ უჯრედებ კლავს.. :givi: :givi:

 

Saturn

გაანთავისუფლეს და დაიჭირეს

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ნახე, დაიჭირეს. მეც რომ გავიდე მეც დამიჭერენ. უტრაკოები არიან, რატო გავყვე და ტყუილად გავყო შარში თავი?".

მათი უტრაკობა ჯერ კიდევ 26 მაისს სტადიონზე გამოჩნდა და იმიტომ აქვს ხალხს ნიჰილიზმისა თუ შიშის შეგრძნება და არა იმიტომ რომ ეს დაჭერები მიმდინარეობს...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

რაღა ყოფილი, რომ გასკდა ეგ საქმე და სკანდალი აიწია, გაანთავისუფლეს და დაიჭირეს. პრაქტიკულად ერთდროულად მოხდა ყველაფერი. ისეც იჭერენ ხოლმე მაღალჩინოსნებს ქრთამებზე, ნუ მომაძებნინებთ ახლა გვარებს.

 

ეხლა ეს ელემენტარული ტყუილია, ხავსიც აღარაა, სიპი ქვაა. :D

 

აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, მოქმედი, რომელიც დაიჭირეს იყო FRE და ისიც იმიტომ, რომ შენი უფროსის შავბნელ საქმეებზე გავიდა... ;)

თორე მანამდე წვრილფეხა პარლამენტარიც დაიჭირეს 2004 თუ ხუთში. :)

 

P.S. სანამ ოდიოზურ ფიგურებს არ დააპატიმრებენ, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურებიდან, მანამდე ყველაფერი ტრუხა იქნება. მაგრამ "სანამ" პირობითადაა. იმიტომ, რომ ეგ არასოდეს მოხდება. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ეს ელემენტარული ტყუილია

ტყუილი კი არა ფაქტია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ის კაცი რამდენადაც მახსოვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ტყუილი კი არა ფაქტია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ის კაცი რამდენადაც მახსოვს.

იყო ასეთი რამ.ფრუიძეა მისი გვარი.

თუმცა ნაციონალებში ალბათ მათი ელიტა იგულისხმება.ფრუიძე კი შეიძლება საერთოდ არ იყო პარტიის წევრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ისე, კი, დაკავებულები არიან??? ხმას რატომ არ იღებთ

არა,გირაოთი არიან გამოშვებულები.უბრალოდ საქმე სასამართლოებს გადაეცათ და არც იციან როდის შედგება,ელოდებიან.

ხმას როგორ არ ვიღებდით.მაგრამ "კავკასიის" მეტი არავინ გვაჩვენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქართული პარტია" სოზარ სუბარის ძმის დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად აფასებს

17:17 27-10-2010

 

ვიდეო

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის კოკა გუნცაძის განცხადებით, ამ პარტიის წევრის სოზარ სუბარის ძმის დაკავება შეიძლება შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და შანტაჟის მცდელობა .

ეს განცხადება გუნცაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"დღემდე მრავალი ჩვენი თანამოაზრე და მხარდამჭერი თავისუფალი სიტყვისა და სიმართლისთვის არის უკანონოდ დაკავებული. მორიგი, ჩვეული შეთითხნილი ბრალდებით და ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით დააკავეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ძმა, ვახო სუბარი. აღნიშნული ფაქტი ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მძევლად აყვანა პოლიტიკური ანგარიშსწორების ან პოლიტიკური შანტაჟის მიზნით", - განაცხადა კოკა გუნცაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკური ნიშნით მძევლების აყვანის პროცესს და მძევლები ხდებიან ოჯახის წევრები, ახლობლები, თანამებრძოლები, მხარდამჭერები – ყველა, ვინც ბედავს ხმამაღლა თქვას სიმართლე.

"გარდა ამისა, მასობრივი დაპატიმრებების გზით, ხალხში საყოველთაო შიშის დანერგვას ცდილობენ და ამას ეწირებიან მეწარმეები, ექიმები, მასწავლებლები, რიგითი მოქალაქეები", - განაცხადა კოკა გუნცაძემ.

მისივე თქმით, "ქართული პარტია" არ აპირებს უკან დახევას.

"ვაცნობიერებთ, რა ბუნების რეჟიმთან გვაქვს საქმე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება მაქსიმალურად დროულად და უმტკივნეულოდ ჩამოშორდეს ხელისუფლებას", - აღნიშნა კოკა გუნცაძემ.

 

შსს-მ სოზარ სუბარის ძმის წინააღმდეგ მტკიცებულებები გაავრცელა

18:40 27-10-2010

შს სამინისტრომ სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები გაავრცელა .

კერძოდ, გავრცელდა სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც ვახტანგ სუბელიანი შპს ~ამოს~ დირექტორს ვაჟა ლეკიშვილს ესაუბრება. სუბელიანი აღნიშნულ ჩანაწერებში ლეკიშვილს ეუბნება, რომ მასთან კლიენტები ბენზინზე მივიდნენ და დოკუმენტებში ნაკლები ღირებულება უნდა ჩაუწეროს.

შსს-მ ასევე გაავრცელა ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება, სადაც დაზარალებული ამბობს, რომ სუბელიანმა დოკუმენტებში იმაზე ნაკლები თანხა ჩაუწერა, ვიდრე მან ბენზინში გადაიხადა. ~ვახტანგ სუბელიანს შევხვდი, რომელმაც უფროსს, ვაჟას უთხრა ჩემთვის საწვავი მოეცათ. მომცეს ერთი ლიტრი ლარად და 78 თეთრად, თუმცა როდესაც დოკუმენტები ვნახე, ლარი და 67 თეთრი ეწერა~,-აღნიშნავს ჩვენებაში დაზარალებული.

სუბელიანისთვის ბრალის წაყენების პროცედურა ამ წუთებში, ე.წ. მოდულის შენობაში მიმდინარეობს. ბრალის წაყენებას მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა ესწრება.

სუბელიანი შპს ~ამოს~ თანამშრომელია. ~ამოს~ თანამშრომლების გარდა, 26 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "გრანდის", შპს "ვ.ვ. ოილის", შპს "ნეროს" თანამშრომლები, ასევე, დაკავებულია ექვსი ინდივიდუალური მეწარმე.

გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიაყენეს. დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.

ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს "ამოს" დირექტორი და ბუღალტერი.

 

 

 

 

კომუნისტებს ჰქონდათ ესეთი პონტი,როცა ნაბოზვარ მოწმეებს აყენებდნენ პირზე და რაღაცას სტენიდნენ ვისი გაფუჭებაც სურდათ და რამე შეიცვალა იმის შემდეგ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

"

ქართული პარტია" სოზარ სუბარის ძმის დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად აფასებს

ეძინათ აქმდე,ჩვენ სრაზუ შევაფასეთ ესე.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...