lasha_alo Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 (edited) როგორ უყურებთ ქართული და დასავლური კულტურების ურთიერთობის პრობლემებს? როგორ განვითარდება მოვლენები? გთავაზობთ ბლოგ ჩანაწერს ,რომელიც დღეს დავდევი საიტზე http://lashaalo.blogspot.com/2010/10/blog-post.html „ფირმები“- ამ ჟარგონით ხშირად მოიხსენებდნენ დასავლეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საბჭოთა საქართველოში. “სოვიეთ “ ქართველისთვის ის იყო განსხვავებული პლანეტიდან ,სადაც გაცილებით ლამაზად აქვთ ქალაქები მოწყობილი , ხოლო ცათამბჯენები კი ლამის მზეს წვდება. მაშინდელი ჯინსებში გამოწკეპილი მოზარდი ტურისტის შორტებზე გადაიხარხარებდა, მაგრამ აუცილებლად იამაყებდა იმით , თუ მოახერხებდა და იქაური მოდის ტანსაცმელს საიდანმე ჩაიგდებდა ხელთ . საღამოს კი ქალაქის მეორე ბოლოდან მეგობართან საყურებლად ახალ კინოს აიტანდა . კინოზე გამახსენდა ...... აბა გადავხედოთ ქართულ ფილმებს .... ჩვენებურებისა და უცხოელების შეხვედრის სცენები შეზავებულია უცნაურ ელემენტებთან, უცხოელი იდუმალ სამყაროში მოდის, სადაც ჯორჯიელი გლეხი კახური ღვინოთი ათრობს . „ვერი გუდ“- წამოცდება მადლიერს და სამუდამოდ საქართველოს გულშემატკივარი ხდება . თუმცა .....ქართველი ფეხბურთის თამაშისას მათთან მარცხდება, თხილამურებითაც შეჯიბრში ფეხებს იმტვრევს ,მაგრამ ესეც გარდაუვალია ,რადგანაც ისინი ჩვენზე წინ არიან წასულები.http://jini.clan.su/2/bscap0024nf4.jpgამ ფრაგმენტებში ქვეცნობიერად ანტისაბჭოური სულისკვეთება ამოიკითხება . ქართული ოცნებაა გაარღვიოს არსებული კედელი და ოკუპანტების დაწესებული საზღვრები. გადის წლები . ლედი კარატით ეკრანზე შემოჭრილი „ილუზიონი“სა და „ეს ესტრადაა“ ს გადაცემების ყურებით შეთამამებული ქართველი ქაქუცას სურათს მიიტანს მიტინგზე. მას სჯერა ძია სემი უყურადღებოდ არ დატოვებს ,რადგანაც იმსახურებს მეტ თავისუფლებას და გამოცდილი უცხოელი ამით დაინტერესდება, http://experti.ge/nomebris-shimshiloba-PAT-KA.jpgმაგრამ ილუზიების მსხვრევა და დასავლეთის აკრძალული ვაშლის გაცნობის პროცესი პარალელურად მიმდინარეობსკინოპერსონაჟი განსხვდება რეალური “ ფირმისაგან“.შესაძლოა მას მწვადი არ მოეწონოს და ვეგეტერიანელი აღმოჩნდეს ან საერთოდ ჩამოვიდეს ,ქართული ისწავლოს და ჯორჯ ჰიუტად იქცეს დიდ ბრიტანეთში.... იქნებ ყურში საერთოდ არ ხვდება ნაციონალისტური ყოყლოჩინობა , დინების საწინააღმდეგო ცურვად მიიჩნიოს საქართველოს პრეზიდენტის სვლები და ინერტულობით რუსეთს ნება დართოს ზვიადის ზიზღისგან გაბრუებული „მამულიშვილების“ ხელით მოახდინოს ნომენკლატურული რევანში საქართველოში..... „ფირმები“ უცხოელ პარტნიორებად,ტურისტებად, ელჩებად იქცნენ ,მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად ან „დეპორტაციამდე“ მაინც მოინახულა ედემი , მაგრამ შეფასებისას კვლავაც დაგვკრავს პროვინციული ინტონაციები . ველით რაღაც იდუმალს მათგან , გვინდა არჩევნები ჩაგვიტარონ, დემოკრატია მოგვიწესრიგონ, ომი მოგვაგებინონ და ხშირად უცნაურად ვიბუზებით ეს ყოველივე რომ არ „გვაღირსეს“ დღემდე დასავლეთს ვერ აღვიქვავთ ადეკვატურად- უცხოელები ისეთივე მოკვდავი ადამიანები არიან ,როგორც ჩვენ . მათი კულტურა ,შოუბიზნესი და მიღწევები აშენებულია ორფეხიანი არსებების მიერ და სულაც არაა ზღაპარი მათი გამოცდილება შეერწყას ადგილზე არსებულ ღირებული ტრადიციების ფუნდამენტს ანუ ჩვენც შევძლოთ გლობალურ სამყაროში ჩვენი პატარა ადგილი დავიკავოთ . საბოლოო ჯამში ახალი საქართველო ძველისა და შემოსული კულტურების მუდმივი კონკურენციის პოლიგონი უნდა იყოს. უცხოელების მიერ იმპორტირებული ელემენტები ფასეული მაშინ იქნება ,თუ მოახერხებს და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს არსებულ პირობებთან ადაპტაციის შემთხვევაში, აი ტრადიციები კი მაშინაა ნამდვილად ნაციონალური ხასიათის მატარებელი ,რამდენადაც შეძლებს თავისი უნივერსალურობა დროსა და სივრცეში შეინახოს,მაგრამ ბუნებრივი განვითარების კანონით და არა ხელოვნურად დაგებული ახალი კედლების მეშვეობით. უკიდურესობებია აღმატებითი თუ სოროსფობიური დამოკიდებულებანი მთლიანად დასავლეთისადმი, კალაპოტში სასურველია მოექცეს ჩვენი ემოციები . ზემოლოდინი ზეიმედგაცრუებას იწვევს და სულაც არ უნდა დაგვბოღმოს ,თუ უცხოელმა ღვინო დაგვიწუნა ან სუბიქტურია თუ შეცდომებს უშვებს შეფასებისას. ამ მითოლოგიის ორივე უკიდურესობა ( „ სნობური ფსევდოპროდასავლურობა“ და „სოროსოფობია“ ) მონეტის ორი მხარეა, იარსებონ , საჭიროც კია მათი წრიოხი ,მაგრამ საბოლოო ჯამში ნებისმიერი მსოფლმხედველობა მხოლოდ შენაკადია ,რომელიც ზემოქმედებს კალაპოტის დონეზე. უცხოელებთან ხშირი კონტაქტი კი დაკვირვების საშუალებას იძლევა .ასე რომ ...წინ..... ჰო კიდევ ერთი - რუსთან დღემდე არსებული კულტურული კავშირი გამოწვეულია ურთიერთობათა ხანგრძლივი დროით. აი სამყაროს დანარჩენ ნაწილთან კი არსებობს ზღვარი , კომპლექსები, სტერეოტიპები. მე ზუსტად ამ რაკურსიდან ვაფასებ პრეზიდენტის ინიციატივას ჩამოეყვანა საქართველოში პედაგოგთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ინგლისურის მასწავლებლებად რამდენად გამოდგებიან ვერ გეტყვით ,მაგრამ როდესაც პერიფერიულ დასახლებულ პუნქტებშიც მიეჩვევიან მათთან ყოველდღიურ ურთიერთობას,ენას გაიტეხენ , ეს დანახარჯად ღირს . „ფირმები“ აღარ არიან ეგზოტიკული არსებები, შორტები ჩვენც ჩავიცვით ,ზოგმა ბლანჟეც გაიკეთა და უკვე აღარავის უკვირს. შემდეგი ეტაპი მათთან გაშინაურება უნდა იყოს , მათი ბუნებრივი აღქმა და ახალი სტიგმების თავიდან აცილებაც. მთავარი მიზანი კი საკუტარი ტვინების განვითარებაა . გარე სამყარო ამაში უნდა დავიხმაროთ. ტელევიზიით ჭღრპღრ ევროპული ფონდების გამოკითხვებით ხალხის მოწამვლა ისეთივე უმსგავსო საქციელია, როგორც ეროვნული და რელიგიური დემაგოგიის ქვეშ გახვეული რუსული ბუასადმი მოწიწების აპოლოგია,მაგრამ ამის მალამო სესაბამისი იმუნიტეტის თანმიმდევრული გამომუშავებაა ... ეჰ, ვითარცა დიდი ტრაფარეტი იტყოდა , რომელიც უკვე მეხსიერებაში თუ შემოგვრჩა: ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ;) Edited October 26, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 შემდეგი ეტაპი მათთან გაშინაურება უნდა იყოს , აცალე ბატონო ..."აქიდან ესენი" გაუშინაურდებიან და მიხედავენ ერტობლივად დემოგრაფიას მერეჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 აცალე ბატონო ..."აქიდან ესენი" გაუშინაურდებიან და მიხედავენ ერტობლივად დემოგრაფიას მერეეს პრობლემა ყველგანნ არსებობს,მაგრამ არა მგონია ძალიანაც გაშინაურება მოინდომონ. უფრო დროებითი მომენტია . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 უფრო დროებითი მომენტია . ნუ სამუდამო ყივჩაღების აქეთ არაც არავინ მახსენდება..... ზდიე მერე ვინმე მაიკლს და ეჯღანე ალიმენტებზე((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 გაასწორეთ ფორუმი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ნუ სამუდამო ყივჩაღების აქეთ არაც არავინ მახსენდება....გაიქცნენ.ისტორიული თვალსაზრისით ასეა. კომპაქტური დასახლებების შექმნაა საერთოდ პრობლემა,თორემ ერთეულები ნაკლებად .გაასწორეთ ფორუმი.მოგწერე შეკითხვების თემაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 კომპაქტური დასახლებების ვნახოტ აბა ბურები და ჩინელები რას იზამენ... :TAT: ისე სამხრეტსაქარტველოში სომხები ფირმებად იტვლებიან? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ქართულ ეთნოსის გარკვეულ ნაწილს აქვს მონური მორჩილება თუ აღფრთოვანება ეგ. წოდებული არიული რასის წარმომადგენლების მიმართ, ეგაა და ეგ, ანტისაბჭოთა არა კვახი კიდო უნდათ ევროპიელობა და ძალიან სასაცილოები არიან, ბაძავენ პედერასტიასა და ბოზობაში და არა სხვა რამეში,მაგალითად შრომასა და კორპორაციულობაში, სისუფთავეში, ჯამრთელი ცხოვრების წესში, უბრალოდ გონიათ რომ ევროპაში უფრო მეტად დაიკმაყოფილებენ თავიანთ ველურ ინსტიქტებს, ესაა ევროპისადმი გურჯული სწრაფვა :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 Siknadmoმაგრამ ბევრი რამ გვესაჭიროება ჩვენივე მომავლისათვის .ესეც ხომ ფაქტია ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ასეთივე დამოკიდებულება ევროპიელებისადმი ბევრ განუვითარებელ ველურ ტომს თუ ეთნოსს აქვს,ვინც განიცდის საკუთAრ არასრულყოფილებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ვინც განიცდის საკუთAრ არასრულყოფილებასეს სინდრომია,მაგრამ აუცილებელია მზად ვიყოთ გარე სამყაროსადმი. გლობალიზმი ამ კუთხით გარდაუვალი პროცესია . მე ზუსტად 2 უკიდურესოობას გამოვყოფ. ბუნებრივი გააზრება მიჯობს . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 ეს სინდრომია,მაგრამ აუცილებელია მზად ვიყოთ გარე სამყაროსადმი. გლობალიზმი ამ კუთხით გარდაუვალი პროცესია . მე ზუსტად 2 უკიდურესოობას გამოვყოფ. ბუნებრივი გააზრება მიჯობს .გლობალიზაციის არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ მთავარია, როგორ ვხვდებით გლობალიზაციას,გონებაგახსნილობით, თუ გაშლილი ფეხებით, რა ვიცი, მე გონებაგახსნილობის მომხრე ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 რა ვიცი, მე გონებაგახსნილობის მომხრე ვარ Siknadmoზუსტად ამაზეა თემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ირაკლი75 Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 lasha_aloსულ მინდოდა ბლოგის გახსნა,რათქმა უნდა აპოლიტიკურის და დამეხმარები თუ ვერ გავერკვიე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 სულ მინდოდა ბლოგის გახსნა,რათქმა უნდა აპოლიტიკურის და დამეხმარები თუ ვერ გავერკვიე? ირაკლი75რათქმაუნდა.თემაზე კი ფორუმ ჯიზე ცოტა სხვა რაკურსიდან გავხსენი. გარკვეული ტემებისადმი დამოკიდებულება მაინტერესებდა. საინტერესო მასალა კი მომცა ახალი ჩანაწერისათვის . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.