Jump to content
Planeta.Ge

ეროვნული ფორუმი ბრძოლას იწყებს


Recommended Posts

ვერ გავიგე ბოლობოლო რუსეთუმეებს ვეკვრები თუ მიშას? თუ მიშაა რუსეთუმე?

 

P.S. ჩვენში დარცეს და შესაკვრელად არა და ისე, პიროვნულადაც,ვაჟკაცობითაც, კაცებადაც, საძმაკაცოდაც, ადამიანობითაც, ზნეობითაც, სამშობლოს სიყვარულითაც რუსეთუმე მირჩევნია მიშისტს და ფულისტს.

მოდი გავყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს,

მიშა და ვანო რუსეთუმეები არიან ხო?

ხო, უეჭველია ეგრეა,

კავკასია ფსევდო ოპოზიციური არხია, რატომ????-იმიტომ,

გუბაზს კავკასია უთმობს თავისუფალ ეთერს, ვინაიდან კავკასია ვანოს მიერ კონტროლირებადი

არხია შესაბამისად გუბაზი შსს-ს თანანაა შეკრული, ხოლო შსს რუსეთის მიერ კონტროლდება,

 

 

ხოლო ეს არეულობა რუსეთს აწყობს იმიტომ რომ მოსახლეობამ გამოუშვას ბოლო და რუსეთის მიერ მართული მიშიკო დარჩეს ხელისუფლებაში,

 

ვისაც არ გჯერათ თავად დარწმუნდებით ამაში

 

მოს

 

მოსახლეობაში მოკლედ ისეთი საბრძოლო სულისკვეთებაა, ისეთი მოკლედ ხალხი რკინას ღეჭავს,

ხოლო ფორუმი შეეცდება ეს საბრძოლო სულისკვეთება არასწორი მიმართულებით წაიყვანოს და მუხტი ჩაკლას,

რათა ხელისუფლება გადაურჩეს რევოლუციურად განწყობილ მოსახლეობას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 184
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ჩვენ გავიმარჯვებთ თუკი ვიქნებით ნაცმაცუნებზე უკეთესები, აზრი არა აქვს ბოროტების ბოროტი ძალით დამარცხებას,

ბოროტება უნდა დაამარცხოს კეთილმა ძალამ, რა თქმა უნდა მე ადამიანის შინაგან მდგომარეობას ვგულისხმობ და არა ბრძოლის ფორმას,

 

ჩვენი წინაპრები დამპყრობლებს ყველანაირი ხერხით ანადგურებდნენ,

 

თუკი ჩვენ მხოლოდ თანამდებობა, კარგი ცხოვრება და ტაშფანდური გვინდა,

თუკი ჩვენი სურვილი მხოლოდ ჩვენი პირადი კეთილდღEობაა მათ ვერ მოვერევით,

 

იმიტომ რომ ნაცმოელებზე მეტად არავის არ უყვარს საქართველოში ძალაუფლება, ფული და დროსტარება,

 

საქართველოს და საკუთარი თანამემამულეების სიყვარული უნდა გაგვაჩნდეს და მოტივი ბრძოლის უნდა იყოს მათი კეთილდღეობა,

თუკი გიყვარს ვინმე მისთვის თავგანწირვაც უნდა შეგეძლოს, ნაცმოძრაობის დამარცხება თავგანწირვის გარეშე შეუძლებელია,

ძალები საკმაოდ არათანაბარია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ძალიან ეჭვიანი ხასიათი გქონია, შენ ეგრე ქალი ვერ შეგიყვარებს და გაგიძლებს. :D

 

იმხელა პოსტი გამოაცხვე შე კაი კაცო და ერთი ფაქტია არ დაგიდია, სულ მთლიანად შენი კერძო მოსაზრებებია. დაჟე მოსაზრებებიც არაა თეორემების კასკადია დამტკიცებების გარეშე. :)

 

asesino_141

 

წელსვე :yes: უფრო სავარაუდოა, რომ მომავალ თვეშივე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და როდის ამთავრებს არავინ იცით?

ეს წესიერი ანარქისტ-ლიბერალი ადამიანი მონარქისტებში ხომ არ ჩეეწერე :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეს წესიერი ანარქისტ-ლიბერალი ადამიანი მონარქისტებში ხომ არ ჩეეწერე

არა, მაგრამ მივტირი ასეთ გენიებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

 

ეხლა გაბერავენ უაზროდ რომელიმე გადასახადს და მიაბავენ დენს და გაზს. ფულის გამოწურვის ახალი მექანიზმია სხვა არაფერი.

ბარემ გასანთლული თოკები დაარიგონ იაფად, ჩამოსახრჩობად. მაინც იქით მიჰყავთ საქმე.

+100

მეტის ღირსია დღეს ქართველი საზოგადოება... აი თქვენს სახლში რომ შემოვლენ და ქალიან-კაციანად წაიკუზეთო რომ გეტყვიან... კანონია ასეთიო... მერე ნახავთ თქვენ კანონმორჩილებას!

 

ვიცი რომ პიროვნულად არავის ეხება, მაგრამ კორექტულად ცოტა.

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ფორუმის გვერდით ვდგევარ ძმაო და იმ საქართველოს რომელიც მე მიყვარს და მართლა მიყვარს, იმ საქართველოსთვის სიცოცხლე არ დამენანება,

ფორუმის გვერდზე იდგა 26 მაისსაც სტადიონზე 60 000 კაცი მაგრამ რა ჩემი სირი გააკეთეს რო???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

წელსვე :yes: უფრო სავარაუდოა, რომ მომავალ თვეშივე.

მიზანს არ ამბობენ მაზიანზე და :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ფორუმის გვერდზე არ მდგარა. :)

ფორუმს მაშინ ხალხის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა, თავისი გეგმაც ჰქონდა, მაგრამ დარჩა მარტო, არ იქნა მისი გეგმა მხარდაჭერილი. იმ სიტუაციაში და იქ, ერთობა არ დაარღვია ფორუმმა და არ გამოიქცა იქიდან და ამიტომაც აქვს ეხლა ასეთი მეთოდი, რომ უარს ამბობს ყველანაირ ალიანსზე ამ მიზეზით - გადაწყვეტილების მიმღებები აწი მხოლოდ თვითონ იქნებიან და სხვისი შეცდომების გამო პასუხისმგებლობის გაზიარება არ მოუწევთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

-კვირის პალიტრა“, 28.10.10

ავტორი ხათუნა ჩიგოგიძე

 

"როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…" - ეს სიტყვები პროტესტანტ მღვდელს, მარტინ ნიმოელერს ეკუთვნის, რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა ციხეში გამოამწყვდია.

 

ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე კახა შარტავა ფიქრობს, რომ თანამედროვე საქართველოში შექმნილი სიტუაცია რაღაცით მართლაც ჰგავს ამ ცნობილ ციტატას. ბატონ კახას სწორედ ჩვენი ქვეყნის სატკივარსა და პრობლემებზე ვესაუბრეთ:

 

- ბატონო კახა, ის, რაც 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე მოხდა, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა აღიქვა, როგორც ტერორი. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

 

- გეთანხმებით, ეს მართლაც ტერორია, სხვა სიტყვას კაცი ვერ დაარქმევს. ტერორი კი ჩვენს ენაზე დაშინებასა და დაჩაგვრას ნიშნავს. ის, რაც საქართველოში ხდება, შემთხვევითი ნამდვილად არ არის: ერთია, რომ ხელისუფლებას სურს ყველა სფეროს მონოპოლიზება, მის ხელში უნდა გაიაროს თითოეულმა თეთრმა, თითოეულმა ლარმა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს. ამავე დროს, მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გამწარება და დაშინება სხვა რამესაც ემსახურება: ადამიანების დაპატიმრებას, ამოწყვეტას, ქვეყნიდან გაყრას, ხშირად წინააღმდეგობის ერთიანი მუხტი არ მოჰყვება, ეს კი იწვევს საზოგადოების საბოლოო დაბეჩავებას და ბრძოლისუნარიანობის დაკარგვას.

 

თუ ამ ტერორის ტალღამ ისე ჩაიარა, რომ ვერ გააერთიანა ყველას სატკივარი და ხალხი კვლავ ასე დაქსაქსული დარჩა, საბოლოოდ მივიღებთ დაბეჩავებულ და იოლად მართვად საზოგადოებას, რომელიც შეიძლება გმინავდეს უღლის ქვეშ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოს. თუ კანონზომიერების მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობაც, ჩვენთან კი წლების განმავლობაში ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა: რაც მეტი იყო ზეწოლა, მით უფრო უკან იხევდა საზოგადოება. ახლა კი მიმდინარეობს უკანასკნელი ეტაპი, ალბათ ყველაფერი კეთდება იმ ცნობილი "იდეის" რეალიზებისათვის, რომელსაც ხელისუფლება საქართველოს "სინგაპურიზაციას" ეძახის.

 

- მართალია, ლილოს მოვაჭრეები დააპატიმრეს, მაგრამ სამართალდამცველთა მტკიცებით, ისინი კანონს არღვევდნენ. გამოდის, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააზრებულად, ჭკვიანურად აკეთებს…

 

- ადამიანების მოტყუებას, დაშინებასა და დაჩაგვრას დიდი ჭკუა ნამდვილად არ უნდა. დიდი ჭკუა სჭირდება შემოქმედებით საქმიანობას, არაფრისგან რაღაცის შექმნას, რაღაცის არაფრად გადაქცევა კი ძალზე ადვილია. ისეთ კანონებს იღებენ, რომ ადამიანი იძულებული ხდება, ეს კანონები დაარღვიოს. ხელისუფლებამ კარგად იცის, რისი შესაძლებლობა აქვს დღეს მოქალაქეთა ამა თუ იმ ნაწილს და ისეთ ვალდებულებებს აკისრებს, რომელსაც ის ვერ მოერევა. ადამიანი იძულებული ხდება ან დაიღუპოს და იმუშაოს მხოლოდ ხელისუფლების ჯიბეზე, ან როგორმე თავი აარიდოს უსამართლო კანონების შესრულებას. შესაბამისად, ეს კანონები კი არ არის - ეს არის პროვოკაციები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა წამოაგოს მოქალაქე და თან ყველაფერს ლეგიტიმური სახე მისცეს.

 

ვიდრე ხმამაღლა არ ვიტყვით, რომ კანონის დარღვევასთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ კანონის სახელით თავსმოხვეულ უკანონობასთან, თუ მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ მივა იმ დასკვნამდე, რომ თითოეული მათგანის პრობლემის მოგვარება ცალ-ცალკე შეუძლებელია, თუ არ ვაღიარებთ, რომ ვინც ასეთ კანონებს წერს, სინამდვილეში ის არის დამნაშავე და მის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ ძალისხმევა, მსგავსი პრობლემები მუდმივად იარსებებს და ეს ყველაფერი "გამართლებული" იქნება ამ ხელისუფლების მიერ, რომელსაც უკანონოდ, არჩევნების გაყალბებით აქვს ხელში ჩაგდებული ძალაუფლება.

 

- რა ინფორმაცია გაქვთ დაკავებულ მოვაჭრეებსა და "ეროვნული ფორუმის" წევრ ზაზა ჩაკვეტაძეზე, რომელიც იმ დღეს დაიჭირეს?

 

- ალბათ იცით, ჩვენს ქვეყანაში დაპატიმრებულთა ბედი როგორც წყდება: ჩვენი ხეიბარი სახელმწიფო ძირითადად საპროცესო გარიგებებითა და ჯარიმებით შემოსულ თანხაზე დგას, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არავითარი ეკონომიკა აქ არ ვითარდება. ვერც ერთი გადასახადი ვერ მიედრება იმ თანხას, რომელსაც სახელმწიფო იღებს უკანონო, უსამართლო გზით - დაკავებული ადამიანებისათვის წართმეული ფულის ხარჯზე. დაკავებული გადის წვალებისა და წამების ეტაპებს, შემდეგ მას ართმევენ უკანასკნელ თანხას, გამოუშვებენ, მერე ისევ თავიდან იჭერენ, ისევ ართმევენ თუ რაიმე დარჩა და ა.შ…

 

ეს უბედურება შეეეხო თითქმის ყველა ფენას, ყველას ჩამოუარა ამ ქარ-ბორბალამ და ზოგს ჩამოუარა ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერაც კი. ასეთივე ბედი ელის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დაიჭერენ. ზაზას შემთხვევას თავისუფლად შეიძლება მივცეთ პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია. ის მზადდება როგორც სავაჭრო ფიგურა "ეროვნულ ფორუმთან", რათა ფორუმი "კარგად მოიქცეს." ამას არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმება თვით ზაზა ჩაკვეტაძეც, რომელიც ყოველგვარი კომპრომისებისა და დათმობების წინააღმდეგი იყო ყოველთვის და დღესაც ასეა.

 

პოლიტპატიმრების, უკანონო პატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლების ერთადერთი რეალური გზა არსებობს: ის რეჟიმი უნდა მოაშორო, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს და იქამდე უნდა მოაშორო, ვიდრე ეს პატიმრები ფერფლად არ იქცევიან. ზაზაც, ისევე როგორც სხვა მისი მსგავსნი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ის აბსოლუტურად უდანაშაულო იყო იმ სიტუაციაში. ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ზოგიერთი მათგანი დაიჭირეს, დაულუქეს პავილიონები და გვთხოვდნენ, მივსულიყავით. ჩვენც წავედით, 5-6 კაცი ვიყავით და ზაზაც ჩვენს შორის იყო, ვწუხვართ, რომ სწორედ ის გახდა მსხვერპლი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან ვიდრე ხუთწლიან პარტიმრობას მიუსჯიან...

 

- ყველას აინტერესებს, როგორ ექცევიან ზაზა ჩაკვეტაძეს, ხომ არა აქვს ადგილი მის მიმართ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას?

 

- თვითონ ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ, თუმცა იმდენად მედგარი და შეუპოვარი კაცია, ბევრ რამეს შეიძლება ისე გაუძლოს, რომ არც დაიჩივლოს. თვითონ ზაზა არასოდეს დაიწუწუნებს, ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით რა ხდება მის თავს. მას შემდეგ, რაც გაიტაცეს, მთელი ძალისხმევა მასზე გვაქვს გადართული.

 

- ბატონო კახა, ჩვენი საზოგადოება ხშირად გამოთქვამს საყვედურს ოპოზიციის მიმართ. ამბობენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, ოპოზიციის დამსახურებაცაა. თუ გაქვთ იმედი, რომ ხალხი გამოგყვებათ?

 

- იმედის რა გითხრათ, მე ყოველთვის ვმოქმედებ რწმენით და ვცდილობ მაქსიმალურად გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიდი ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის ერთი ფრაზა: იმედის არსებობას, მის გაჩენას სჭირდება რწმენა, ხალისი და შნო საქმის კეთებისა, ეს სამი კომპონენტი ერთად, ქმნის იმედს. თქვენ სწორად აღნიშნეთ: ოპოზიციის ბრალი ალბათ ბევრი რამეა, ამაზე საზოგადოებაც ლაპარაკობს და სავსებით სამართლიანადაც, მაგრამ იმ ადამიანებისათვის, ვისაც მიჩნია, რომ ჩვენზე უკეთესია, მეტი შეუძლია, ან უფრო მეტად უყვარს ქვეყანა, ეს უფრო პასიურობის გამამართლებელი არგუმენტი მგონია. კარგი, ვთქვათ ოპოზიცია არ ვარგა და არაფრის გამკეთებელია, უკაცრავად, მაგრამ დანარჩენები სად ბრძანდებით და რას აკეთებთ?! თუ ხელისუფლება იმსახურებს, მას თითქმის ყველა ქვეყანაში უწევენ წინააღმდეგობას. თუ დააკვირდებით, ხშირად იქ ოპოზიცია არც კი ჩანს. ოპოზიცია სადღაც პარლამენტში ზის, მაგრამ რეალური წინააღმდეგობის გამომხატველი იქ საზოგადოებაა, ხალხია, რომელსაც სულ არ აინტერესებს სად არის ამ დროს ოპოზიცია. ის იბრძვის იმისათვის, რაც სწორად მიაჩნია.

 

დავუშვათ არც ოპოზიცია ვარგა და არც ხელისუფლება, დანარჩენები რას შვრებით? იქნებ ამ დანარჩენების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა აჩვენოს, რომ ოპოზიციაც შეიძლება რაღაცაში გამოსადეგი იყოს, ან, თუ შინ წასასვლელია, საზოგადოებამ შეიძლება აიძულოს, რომ ოპოზიციაც შინ წავიდეს და ხელისუფლებაც. თუ სულ ასე დაქსაქსულები და დაფანტულები ვიქნებით, მუდამ იქნება თავის მართლება - ჩვენ რა შეგვიძლია, რა ვქნათო. არაფერი, - იქნებით მიშას ქვეშ და შეეგუებით ამ მდგომარეობას. თუმცა, არის კიდევ ერთი გზა: პოლიტიკურ სპექტრში უნდა გამოიკვეთოს ის სიბრძნე, ძალა, რომელიც გამაერთიანებელ სქემას შესთავაზებს საზოგადოებას. ჯერჯერობით ამ სტადიაში ვართ. რაღაც შედეგი უნდა მივიღოთ, თორემ ამის იქით იწყება უდაბნო, სადაც ყვირილს აზრი აღარ ექნება. ვნახოთ, რას მოგვიტანს უახლოესი პერიოდი, მე ვფიქრობ, რომ ყოველდღე რაღაც ახალი, სეროზული მოვლენა მოხდება ჩვენს ქვეყანაში…

 

http://forumi.ge/index.php?option=com_cont...4742&Itemid=177

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. რაღაც შედეგი უნდა მივიღოთ, თორემ ამის იქით იწყება უდაბნო, სადაც ყვირილს აზრი აღარ ექნება. ვნახოთ,

ამისი მეშინია ყველაზე მეტად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

 

 

ეგ რა ჩემი აიპი ადრესია და მაგ კომპანიის სერვიზს ვხმარობ.ყველაზე სწრაფი ინტერნეტი აქვს. :givi:

 

 

 

რა გადაეკიდეთ ამ ფორუმს და აი 84%–მა გამოხატა სურვილი რუსეთთან ურთიერთობაზე ჩვენი ბელადის თამადობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმედის არსებობას, მის გაჩენას სჭირდება რწმენა, ხალისი და შნო საქმის კეთებისა, ეს სამი კომპონენტი ერთად,

 

ამიტომაც არ მევასება უიმედო და ხელჩაქნეული ხალხი, დღეს კი უიმედობა და ნიჰილიზმი კარგ პონტად ითვლება,

სულ დასირდა ხალხი, მალე განავლის ჭამა, ეხლა გდატანითი მნიშვნელობით ამის მეტს რას აკეთებენ,

აი ნამდვილი მძღ. ჭამა შემოვა მოდაში

უფრო სწორად, ერთმა ორმა სირიკომ, აი ბენდუს ნაირმა ფსევდო წარმატებულმა რომ ეს ქნას, მიბაძავენ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...