Jump to content
Planeta.Ge

ქობულეთში ისტორიულ ნაკრძალს ანადგურებენ


Recommended Posts

ქობულეთის თავისუფალ ტურისტული ზონაში არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაც მოჰყვა.

 

ქობულეთის ფიჭვნარის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია 100 ჰექტარს მოიცავს და მისი მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი.

ბათუმელი არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ფიჭვნარის ტურისტული ზონის პროექტთან და ძეგლის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშრებით, უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფსი საშიშროება იქმნება.

 

მათივე აზრით, კარგი იქნება თუ არექეოლოგიური კვლევები ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდება.

ქობულეთის რაიონის ფიჭვნარი-ჩოლოქისა და მისი მიმდებარე ტერიტორია შავიზღვიპირეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია და იქ 50 წელია ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. Aამ ტერიტორიაზე გამოვლენილი ადრებრინჯაოს ხანის ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარი, შუა ბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამოსახლარები, ანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამაროვნები და ა.შ.

ქობულეთის თავსუფალი ტურისტული ზონის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა საბოლოოდ მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცოს.

 

---

 

რა არის ეს თუ არა ეროვნული ინტერესების ღალატი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუ..მანდ აშენებულ სასტუმროებში "დამსვენებლებს" მოლანდებები და მოჩვენებები არ მოასვენებენ.....სამარხებზე როგორია სასტუმრო??...ვა..მაგარი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პერპსექტივა ჩნდება რა,.... :TAT: :TAT:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ქართველო, ყოველ ღამით კიტხე საკუთარ თავს,

 

რამდენი ტურისტი მოიზიდეეეეეე???? :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაც

არქეოლოგიური ტერიტორიების დაცვას კანონი ითვალისწინებს

რა უფლებით დართეს ნება მანდ მშენებლობაზე?

მოიძიეთ რა ვინმემ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდათ არქეოლოგიურ ტერიტორიებზე, მანდ იმდენი პიონერთა ბანაკები იყო დაანგრიონ და

ააშენონ სასტუმროები, თუ იქაც ლტოლვილები არიან? ასი წელი არ ვყოფილვარ ქობულეთში, ბავშვობაში ვისვენებდი ხოლმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქობულეთში ისტორიულ ნაკრძალს ანადგურებენ ვაშა შენებას...

 

 

ესენი ბევრ რამეს გაანადგურებენ „დასავლეთისკენ სწრაფვის“ პროსტინის დადებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

2008 წელს კულტურის სამინისტროს კი ჩაუტარებია აჭარის უძრავ ძეგლთა ინვეტარიზაცია და სათანადო სააღრიცხვო ბარათებიც შეუდგენია...ასევე, არსებობს თურმე ძველი დოკუმენტაციაც...მაგრამ ამაზე მაინც არავის სურს რამის თქმა....

 

ზოგადად კი, ბოლო 12 წელია ეს ზეგლი ოქსფორდის უნივერსიტეტის თანხებით ითხრება...მეტად მნიშვნელოვანიაო...

 

საინტერესოა ახლა მაინც რა სიტყვიან.,........ისიც საქმეა, რომ ამ საკითხზე ბათუმელმა არქეოლოგებმა წერილობით მიმართეს კულტურის სამინისტროსაც და ვარშალომიძესაც..მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ზუსტად არ ვიცი რა კანონი იცავს არქეოლოგიურ ტერიტორიებს, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობის დროს ამგვარ ტერიტორიებს როგორ უვლიდნენ გვერდს და ტარდებოდა მათი აღრიცხვა და კვლევები.

ამაზე პრესაშიც იბეჭდებოდა. საერთოდ კი კანონი ავალდებულებს გეოლოგებს ძებნის შეჩერებას იმ შემთხვვაში, თუ ბურღვისას კერნში აღმოჩნდა რაიმე არქეოლოგიური ნაშთები და არქეოლოგების დასკვნის გარეშე იმ ტერიტორიაზე სამუშაოებს ვეღარ ატარებენ - ეს 100% ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...