Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რა პოლუსი, რის პოლუსი?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

ატო ლობიაკასი

 

21 ოქტომბერს Financial Times–ში საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს წევრები ივან კრასტევი და მარკ ლეონარდი „მრავალპოლარული ევროპისთვის ახალ წესებს“ მოითხოვენ.

 

ავტორებმა განაცხადეს, რომ ამ კვირაში დოვილში გამართულ ფრანგულ–გერმანულ–რუსულ სამიტს „სწორი დღის წესრიგი ჰქონდა, მაგრამ არასწორად შერჩეული მონაწილეები ჰყავდა“. ისინი უსაფრთხოების პოლიტიკაზე პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ, სადაც კონტინენტზე დღეს გაბატონებული სამი „პოლუსი“ მიიღებს მონაწილეობას, ანუ რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირი. 

 

მსგავსი შეხედულებების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ძალთა ბალანსის თვალსაზრისით ევროკავშირი პოლუსი არ არის. მთელი მისი „ხისტი ძალა“ – ნატოს მინუს აშშ–შია, და ამა კიდევ მინუს ის, რომ არსებობს ეჭვი, თითქოს აშშ, სინამდვილეში ევროპის ემანსიპაციის წინააღმდეგია.     

 

ევროკავშირს არაფრის მოთხოვნის უნარი არ აქვს, გარდა „სტაბილურობისა“, ანუ სტატუს–ქვოს შენარჩუნებისა. სწორედ ასეთ ხაზს მისდევს ის თავის უმსხვილეს მეზობელ უკრაინასთან მიმართებაში – უკრაინასთან, რომელიც ახლა სახიფათო ზღვარზეა რუსეთს და დასავლეთს შორის.  

 

20 ოქტომბერს, ევროკომისარი მეზობლობის პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა (თანაც თავიდან  საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის გამოსვლა იგეგმებოდა, მაგრამ მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აღმოაჩნდა) და განაცხადა, რომ  „პოლიტიკური სტაბილურობის“ აღდგენა ვიქტორ იანუკოვიჩის მთავარი მიღწევაა.    

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირი – ეს არა პულუსი, არამედ სიუხვის რქაა, რომელსაც რთული დღეები უდგას. მიღწევები მას ჯერ კიდევ აქვს – თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო გადაადგილებები, ჰუმანიტარული დახმარება, – მაგრამ არ აქვს საშუალება ეს მიღწევები ძალად გარდაქმნას, უფრო ზუსტად კი რეალურ ცვლილებებს მიაღწიოს, რბილი თუ ხისტი მეთოდებით. ევროკავშირი თავისი წესრიგით პოლუსისგან ხარისხობრივად განსხვავებული ფენომენია.

 

თავად კრისტევს და ლეონარდს, მაგალითებად მოჰყავთ კრიზისები, რომელთა პრევენციაც ევროკავშირმა ვერ შეძლო: კოსოვო, საქართველოს ომი, რუსეთ–უკრიანის ენერგეტიკული ომები, ყირგიზეთი. როგორც ჩანს ეს იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირის შესუსტების ფონზე მისი წევრი ქვეყნები გაძლიერებას ცდილობენ. შესაძლოა მათ ესმით, რომ არჩევანიც აქვთ. მაშინ დოვილის სამიტი რეფლექსის დონის სიმპტომად უნდა მივიჩნიოთ, თანაც გარდაუვალ სიმპტომად.  

 

საქმე ის არის, თუ როგორ შეძლებს ევროკავშირი ამ განხეთქილების გამოყენებას, რომელიც გერმანიამ და საფრანგეთმა შექმნა, ქვეყნებმა, რომლებიც სულ უფრო იხრებიან დამოუკიდებლობისკენ.

 

კრისტევი და ლეონარდი, რა თქმა უნდა, მართლები არიან როოდესაც აცხადებენ, რომ „ევროპელი ლიდერები ილუზორულ წესრიგს ინარჩუუნებენ, რითაც რეალურ ქაოსს  ქმნიან“. მაგრამ თუკი კეტრინ ეშტონს მერკელით და/ან სარკოზით შევცვლით, როგორც ამას ისინი გვთავაზობენ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ წამალი სენზე უარესი აღმოჩნდეს. პოლუსები ხომ გამოკვეთილად სუვერენულები არიან. 

 

კრისტევი და ლეონარდი მართლები არიან, როდესაც სერიოზულად არ აღიქვამენ მათ, ვინც „ოთხმოცდაათიან წლებში… ვარაუდობდა, რომ ევროპა „პოსტთანამედროვე“ კონტინენტად გარდაიქმნებოდა, სადაც ძალთა ბალანსს უკვე მნიშვნელობა არ ექნებოდა“. მაგრამ თუკი ევროპას ძალთა ბალანსის აქტუალურობის პირობებში დამოუკიდებელ მოთამაშედ მივიჩნევთ, მაშინ ავტორები იმ რისკის წინაშე აღმოჩნდებიან, რომ დაადასტურებენ წარმოდგენებს, რომელთა წინააღმდეგაც თავად გამოდიან.

 

იქნებ საქმე იმაშია, რომ მარკ ლეონარდმა თავად დაწერა 2005 წელს წიგნი სახელწოდებით „რატომ იქნება ევროპა წამყვანი XXI–ე საუკუნეში?“, სადაც შემდგარ ფაქტად წარმოადგინა ორმილიარდიანი „ევროსფეროს“ ჩამოყალიბება და ევროკავშირის ხელში იმ „გავლენის სფეროს არსებობა, რომელიც თანდათან ტრანსფორმირდება ევროპულ პროექტად და ევროპისგან ყველაფერს გადაიღებს“? ამ წიგნში რუსეთი, სულ რაღაც ათჯერაა ნახსენები, ხოლო თურქეთი მხოლოდ იმის მაგალითია, თუ როგორ მოქმედებს ევროპის გარდაქმნის პოტენციალი.     

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...