Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტს. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ. ეს ფენომენი ცნობილია პლაცებოს ეფექტის სახელით.

 

პლაცებო ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, პლაცებოს ეფექტი კი გავრცელებული ფენომენია. პლაცებოს ეფექტი მიანიშნებს ფაქტზე – თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტვინის როლი ადამიანის ჯანმრთელობაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ძალიან საინტერესოა, მაგრამ აი მაგალითად მე ამას წინათ კბილი მტკიოდა - ერთსაათიანი თვითდარწმუნების მიუხედავად ვერაფერს გავხდი, მაინც მტკიოდა :D

 

ნუ ამის მსგავს თემაშიც დავწერე და აქაც დავწერ - ინდოეთში ერთერთ ტაძარში სპილოს ქანდაკებამ დაიწყო რძის მოშარდვა. ათასობით მომლოცველი მიაწყდა იქაურობას, მიჰქონდათ ეს რძე და სვამდნენ/დაავადებულ ადგილებზე ისვამდნენ - უამრავი ავადმყოფი განიკურნა - არადა აღმოჩნდა, რომ ამ ქანდაკებას ტაძრის მსახურები რძით ავსებდნენ...

არადა ხალხი განიკურნა :-)))))))))))))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

პირველად პლაცებო სამედიცინო კონტექსტში მეთვრამეტე საუკუნეში იქნა მოხსენიებული. მეოცე საუკუნემდე პლაცებოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოიხსენიებდნენ როგორც -- ”აუცილებელი ტყუილ.”-ს

 

პლაცებო-- ფიზიოლოგიურად ინერტული ნივტიერება, რომელიც გამოიყენება სამკურნალოდ. მისი გამოყენებისას დადებითი შედეგის მიღება დამოკიდებულია თავად პაციენტზე და პაციენტის მოლოდინზე. ტერმინი ”პლაცებოს ეფექტი” გამოიყენება არა მხოლოდ პრეპარატის სახით ჩატარებულ მკურნალობის შემთხვევაში არამედ საერთოდ, პლაცებო შეიძლება იყოს ნებისმიერი პროცედურის იმიტაცია , მაგალითად: გამოსხივებით მკურნალობა, (აპარატით ”ლაზეროთერაპიის” იმიტირება), საუბარი, ნებისმიერი რამ რაც ხელს უწყობს პაციენტის მოლოდინის მობილიზებას დადებითი ეფექტისადმი.

პლაცებოს დასამზადებლად ძირითადად იყენებენ ლაქტოზას. პლაცებო -ეფექტის ხარისხი დამოკიდებულია როგორც პაციენტის თვითშთაგონების უნარზე, ასევე გარეფაქტორტა თანხვედრაზე. მაგალითად : აბის ზომასა და ფერზე, ექიმისადმი პაციენტის ნდობაზე ან იმ საავადმყოფოსადმი ან კლინიკისადმი ჩამოყალიბებულ განწყობაზე სადაც მკურნალობა მიმდინარეობს.

ძირითადად ექიმი პლაცებოს უნიშნავს პაციენტს, რომელიც მიდრეკილია-- საკუთარ თავს შთააგონოს თითქოსდა მას რაიმე აწუხებს. პლაცებო ასევე გამოიყენება ფარმაკოლოგიაში როგორც საკონტროლო პრეპარატი ახალი სამკურნალო პრეპარატების გამოცდისას. კონკრეტულად ---სამკურნალო საშვალების ეფექტიანობის რაოდენობრივი შეფასების პროცედურაში. ერთ ჯგუფს აძლევენ პრეპარატს რომელიც ტესტირებას გადის და უკვე გამოცდილია ცხოველებზე, ხოლო მეორე ჯგუფ აძლევენ პლაცებოს. ახალმა პრეპარატმა, იმისათვის რომ ის ჩაითვალოს ვარგისად. უნდა აჩვენოს გაცილებით მაღალი შედეგი ვიდრე პლაცებომ, ასეთი ცდებისას დადებითი პლაცებო ეფექტი შეიმჩნევა საშვალოდ 5-10%. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. არის შემთხვევები როდესაც ვლინდება უარყოფითი პლაცებო-ეფექტი 1-5%--პაციენტებისა განიცდის დისკომფორტს (თვლის რომ ამ წამალზე ალერგია მისცა, ან მომნელებელი სისტემა დაუზიანა ”წამალმა”)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...