planetanews Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 ზუგდიდში პროექტზე მუშაობა უშუალოდ პრეზიდენტის დავალებით თითქმის 2 წელია დაიწყო. პროექტის ავტორი სპეციალურად შერჩეული არქიტექტორთა ხუთ კაციანი ჯგუფია. გაზიარება[თამუნა შონია. 22:17 22-10-2010]http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMMmsGrvqmI/AAAAAAAAEJg/iYrpv_ycx_Y/s200/24503_1175287801276_1800521448_351615_3127139_n.jpg,,ქალაქში ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და გაკეთდება. სულ მალე ყველა დაინახავს თუ რა სამუშაოები ჩაატარეს პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა და რა გაკეთდება ჩვენს ქალაქში. ზუგდიდი მთელ საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი გახდება”, - ჯერა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორს ზაზა გოროზიას.პროექტის პირველი ეტაპისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო, და 200 ათასი ლარი შეადგინა. ზაზა გოროზია პროექტის სრულ ბიუჯეტს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხები, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გუბერნატორის მტკიცებით ამის გარდა, მშენებლობის პროცესში ადგილობრივი ბიზნესმენებიც შეიტანენ თავიანთ წვლილს.ახალი შენობები, ახალი პარკები, ხიდები და გასართობი ცენტრები, განახლებული ძველი შენობები, ათობით შადრევანი – ეს პროექტის ის მცირედი მონახაზია, რაც ქალაქის იერსახეს მთლიანად შეცვლის.ქალაქ ზუგდიდის რეკონსტრუქციის პროექტის მთავარი არქიტექტორის ლევან სოლოღაშვილის განმარტებით, ამ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი ზუგდიდის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება და მისი განახლებაა.,,კომუნისტური წყობის დროს მოხდა დადიანების სასახლის ხელყოფა, გაიჩეხა უნიკალური ბოტანიკური ბაღის ერთი ნაწილი, სადაც სტადიონი აშენდა. ახლა კი ამ ადგილს პირვანდელი სახე დაუბრუნდება, ამას აგრეთვე მოყვება საგზაო ქსელის ცვლილება. მილიონი ნიუანსია, რომელიც გაამარტივებს ამ ქალაქში მოძრაობას. ამასთან უფრო კომპორტული გახდება უნიკალური ტერიტორიის აღქმა და ათვისება, როგორც ტურიზმის კუთხით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც”, –ამბობს იგი.,,პირველი მონახაზი გვაქვს, იმის თუ როგორი იქნება ახლო მომავალში ზუგდიდი, ეს არის ბულვარი, რომელიც დადიანების სასახლის ეზოში შევა. ცენტრალური გზა, რომელიც მიწისქვეშ ჩავა და გაკეთდება ხიდი თავისი შადრევნებით. საფეხბურთო სტადიონი გადავა ქალაქ გარეთ და მის ადგილას მეორე დასასვენებელი პარკი გაშენდება. აბსოლუტურად ყველა შენობა, რომელიც ზუგდიდში დგას იერსახეს შეიცვლის”, -ამბობს პროექტის მთავარი არქიტექტორი ლევან სოლოღაშვილი.http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TMMncMB9h1I/AAAAAAAAEJo/p6FJk-WtHyY/s200/getImage.jpg აღნიშნული პროექტი სამ ეტეპს მოიცავს, პირველ რიგში ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. შემდეგი ეტაპი მთლიანად ზუგდიდის გენერალური გეგმის დამუშავებას ითვალისწინებს, მესამე კი პროექტის სრულად განხორციელებას.,,პროექტზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება და სამუშაოების დაწყება ახალი წლიდან იგეგმება. ეს იქნება დამატებითი სამუშაო ადგილები და სოლიდური დასაქმების ფონდი ადგილობრივი მოსახლეობისთვის”, - ამბობს ლევან სოლოღაშვილი.პროექტი უკვე დაამტკიცა ზუგდიდის საკრებულომ. საკრებულოს აპარატის უფროსის ლექსო ჯიქიას განცხადებით, პროექტს მოწინააღმდეგე არ გამოსჩენია. დადიანების ისტორიული მუზეუმის დირექტორს ლილი ბერაიას მიაჩნია, რომ პროექტის ყველაზე ღირებული მხარე, ძველი ისტორიული ელემენტების გაცოცხლებაა, თუმცა ბერაია პროექტს არც იცნობს.,,მე არც გეგმა მინახავს და არც პროექტი, უბრალოდ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრე და გამარკვიეს რის გაკეთებას გეგმავენ. ჩემი აზრით, თუ ქალაქის იერსახეს შეცვლიან და ძველ იერსახეს აღუდგენენ, ამით კარგი საქმე გაკეთდება, რა თქმა უნდა ხარისხიანად უნდა გაკეთდეს. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან მუზეუმის ტერირორიასთან ახლოს არ აშენდება სასტუმრო, კაფე ან სხვა სახის გასართობი საშუალება”, - ამბობს ლილი ბერაია.ადგილობრივი მოსახელობა ქალაქის მთლიან რეკონსტრუქციაზე განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამს. ნაწილი ამ თემაზე საჯაროდ საუბარსაც ერიდება.,,ზუგდიდი ისედაც ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ქალაქია, აქ საქართველოში შემორჩენილი ერთადერთი სამეფო რეზიდენციაა. არ ვიცი რა იგეგმება, მაგრამ ისე უნდა იმოქმედონ, რომ ჩრდილი არ მიადგეს ისტორიულ ფასეულობებს”, - ამბობს ისტორიის მასწავლებელი ბექა კოდუა.,,მე თუ მკითხავთ, როგორც რიგით ზუგდიდელს, ევროპული დონის ქალაქად ის ქალაქი მიმაჩნია, სადაც ცხოვრობს კულტურული საზოგადეობა, რომელიც ქალაქის სისუფთავეს ისეთივე ყურადღებას აქცევს, როგორსაც საკუთარ კარ-მიდამოს. ჩვენთან ეს პრობლემა ყოველთვის იყო, ახლაც ქალაქში კეთდება რაღაცეები, მაგრამ რამდენიმე დღეში ნადგურდება. ამის გარდა, მოსახლეობის ნაწილს ფინანსურად ძალიან უჭირს და მშიერი კუჭით დანახული სილამაზე უფრო გამაღიზიანებელი იქნება”, - გვითხრა ნინო თოლორაიამ. /რეგიონული მედიის ქსელი/ფოტოზე: ლევან სოლოღაშვილი, ზუგდიდის არქიტექტორი.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts