Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რას მოითხოვს საქართველო?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/10/fp.jpeg

 

დევიდ ბოსკო

 

გუშინ Washington Post-მა რუსეთის ინტეგრაციას მსოფლიოს ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემაში, ოპტიმისტური წერილი მიუძღვნა

 

„ჯერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ჯერია, რაც 17 წლის განმავლობაში მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს. სავარაუდოდ, რუსეთი გლობალურ ეკონომიკურ კლუბს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეუერთდება, მას შემდეგ რაც შეერთებულ შტატებთან ზოგიერთი ეკონომიკური ხასიათის დავას მოაგვარებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უფლებების დარღვევას და პირატობას უკავშირდება“.

 

მართლაც, ყველაფერი რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საქმეში პროგრესზე მიუთითებს. გასულ თვეში, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მთავარი წინააღმდეგობები შემსუბუქებულია. „რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ეკუთვნის“ – ივნისში განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

 

მოსკოვის საბოლოო წარმატებას ერთი პატარა დაბრკოლება ეღობება – საქართველო. მსო-ს წესებით ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს კონსესუსი განსაზღვრავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა წევრს ვეტო-ს უფლება აქვს. საქართველო სიამოვნებით იყენებს ამ მომენტს თავის სასარგებლოდ – მას საშუალება მიეცა რუსეთი ცივილიზებულ კლუბებში გაერთიანების ერთ უბრალო მსურველად წარმოაჩინოს. „პრინციპში, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას – ნებისმიერ ისეთ ნაბიჯს, რომელიც რუსეთს მსოფლიოს ცივილიზებულ თანამეგობრობასთან დაახლოვებს“ – ახლახანს განაცხადა ერთ-ერთმა ქართველმა ჩინოვნიკმა.

 

არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველო ამ პროცესში რუსეთის ბლოკირებას შესძლებს, მაგრამ კითხვა შემდეგნაირად ჟღერს: თანხმობის სანაცვლოდ ის რა სარგებელს მიიღებს? ახლახანს, ქართველმა პოლიტიკოსებმა მოსკოვის განაცხადი საზღვრების და საბაჟოების ერთობლივი კონტოროლის მოთხოვნას დაუკავშირეს. როგორც სჩანს, ვაშინგტონი, ბრიუსელი და დანარჩენები, ვისაც რუსეთის კლუბში მიღება სურს, როგორღაც მოახერხებენ საქართველოს გულის მოგებას.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...