planetanews Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg გორი, საქართველო - ქალაქ გორში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ დარღვევის გამო რუსეთის მოქალაქეს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ყაზბეგ ძუგკოევი, რომელიც წარმოშობით ჩრდილოეთ-კავკასიის ქალაქ ვლადიკავკაზიდან არის, საქართველოს გამოყოფილ რეგიონში სამხრეთ-ოსეთში ამ თვის დასაწყისში დააკავეს და 21 ოქტომბერს გაასამართლეს. მისი ადვოკატის ზურაბ ძარკავას თქმით, მის კლიენტს ესმის რომ კანონი დაარღვია, რომელიც უცხოელებს სამხრეთ-ოსეთში ყოფნას უკრძალავს, მაგრამ ძიგკოევს დანაშაული შეგნებულად არ ჩაუდენია. ძარკავას თქმით, ძუგკოევმა თავისი სატვირთო მანქანა ღამით გააჩერა და საქართველოს პოლიციის საკონტროლო გამშვებ პუნქტს მიუახლოვდა, რომ მათთვის ცხინვალისკენ (სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქი) მიმავალი გზა ეკითხა. ადვოკატი დასძენს, რომ განაჩენი ძალიან მკაცრია და ის მას გაასაჩივრებს. ამ წლის დასაწყისში ძუგოევი რუსეთის სამშენებლო კომპანიამ რუსეთიდან სამხრეთ-ოსეთისკენ სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისთვის დაიქირავა. საქართველოს კანონმდებლობით უცხოელებს ეკრძალებათ სამხრეთ-ოსეთის და მისი მეორე გამოყოფილი რეგიონის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა. საქართველოს პარლამენტმა ეს კანონის 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ-ოსეთის ირგვლივ დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ მიიღო. აფხაზეთმა და სამხრეთ-ოსეთმა ამ კონფლიქტის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რუსეთმა ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და მას შემდეგ მათ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts