planetanews Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო იმის ნაცვლად, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებას საქართველოში ენთუზიაზმი და გუგუნი მოჰყოლოდა, პროცესმა საზოგადოების პოლიტიკური აპათიის დიდი მარაგი გამოამჟღავნა კონსტიტუცია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პრემიერ-მინისტრად დასახელების საშუალებას აძლევს, 15 ოქტომბერს ხმების დიდი უმრავლესობით (112-5) დაამტკიცეს. პრემიერ-მინისტრი იქნება მთავარი პასუხისმგებელი მთავრობის ყოველდღიურ საქმიანობაზე. ახალი კონსტიტუცია ძალაში 2013 წელს შევა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებმა შეიძლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2013 წლის, მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის სტატუსში ხელისუფლებაში დარჩენის გზა გაუხსნას, საქართველოს ოპოზიციური პარტიები მთავარი კანონის მიღების ერთწლიანი პროცესის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდნენ. კონსტიტუციასთან დაკავშირებულ დებატებში, სექტემბერში მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი ერთი მუჭა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობდნენ, მაგრამ იმის გამო რომ სააკაშვილის ”ნაციონალური მოძრაობა” დიდად სჭარბობდა, მათ არ ეყოთ გავლენა კენჭისყრის დასაბლოკად. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა საპრალამენტო პარტიამ ”ქრისტიან-დემოკრატებმა” კენჭისყრაში მას შემდეგ მიიღეს მონაწილეობა, რაც მოილაპარაკეს შეზღუდული რაოდენობის ცვლილებებზე, რომლებმაც ახალი პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების ზოგიერთი ასპექტი შეამცირეს. ბოლო წლებში ოპოზიციის ლიდერები სააკაშვილის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ძალიან ხმამაღლა გამოსთქვამდნენ გაღიზიანებას – მათთვის ქუჩის საპროტესტო აქციები უკმაყოფილების გამოხატვის საყვარელი ფორმა იყო, მაგრამ კონსტიტუციის მიღების პროცესში მასობრივი პროტესტის ვარიანტზე ოპოზიციას ხელი აღარ მიუწვდებოდა, ძირითადად იმიტომ რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდა. „პროტესტი ჩვეულებრივ რამედ იქცა, მაგრამ ასე მგონია, ეს დრო დამთავრდა“ – ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ანდრო ბარნოვი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი ეთანხმება იმ აზრს, რომ ქართველები დაიღალნენ – „საზოგადოებაში პროტესტს მუდმივად ვერ შეიანრჩუნებ, მას რაღაც სახის სტაბილურობა, რაღაც სახის სიჩუმე სჭირდება“ – დასძენს კაჭკაჭიშვილი. ბევრმა ქართველმა კონსტიტუციის მიღების პროცესს მცირეოდენი ყუდარღება დაუთმო. დოკუმენტს დასამტკიცებლად სახალხო რეფერენდუმი არ სჭირდებოდა – მას მხოლოდ საპარლამენტო პროცედურა უნდა გაევლო. თბილისის ცენტრში ქუჩის რამდენიმე ინტერვიუში, EurasiaNet.org-მა მხოლოდ ერთ ისეთ რესპონდენტს მიაგნო, რომელმაც შესძლო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომენტარის გაკეთება. 47 წლის ოლიამ, გაზეთების გამყიდველმა განაცხადა, რომ როგორც გაიგო, ახალი კონსტიტუცია კარგია, რადგან ის „პრეზიდენტს მისი ვადის დასრულების საშუალებას მისცემს“ და ეს მოიტანს სტაბილურობას. შესაძლოა საზოგადოების ინტერესის დეფიციტი ნაციონალური მაუწყებლების ეთერში სატელევიზიო დებატების დეფიციტმაც განაპირობა. აგვისტოში, შვებულებების ტრადიციულ დროს, პოლიტიკური თოქ-შოუები არ გადაიცემოდა, ხოლო რეგიონალური დისკუსიები კონსტიტუციის პროექტის შესახებ გადაიცემოდა დაუდევრად, როგორც საინფორმაციო მოვლენა. სოზარ სუბარი, ყოფილი სახალხო დამცველი და ახლა ოპოზიციის აქტივისტი, ამბობს, რომ არც ერთმა პარტიამ არ მოინდომა რისკზე წასვლა და თავისი უკმაყოფილების ქუჩაში გამოტანა. „ერთ პარტიას რომ დაეწყო კამპანია და ხალხისთვის ქუჩაში გამოსვლა ეთხოვა და მხოლოდ ათასი ადამიანი გამოსულიყო, მათთვის ეს დარტყმა იქნებოდა“ – ამბობს ის – „ოპოზიციურ პარტიებს კი ამისი ეშინიათ“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts