planetanews Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2010/10/Tbilisoba-150x150.jpg“თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, მრავალი ღონისძიება გაიმართება. იგეგმება თეატრალიზებული ფორმით, ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი ჯგუფის აქტივობები. ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი ჯგუფი, “ძველი ტრადიციის” მსგავსად, ცეკვა-თამაშით, მუსიკის თანხლებით მოივლის ძველი თბილისის უბნებს (მთაწმინდა, ვერა და სოლოლაკი) მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრების თბილისობის ღონისძიებებში მოწვევის მიზნით. დარიგდება საინფორმაციო-სარეკლამო ტრიპლეტები. ასევე ჩატარდება გამოყენებითი ხელოვნების მასტერკლასები, დაიდგმება საწნახელი ვარდების რევოლუციის მოედანზე, გაიმართება თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი “ბიგ-ბენდის” და ქართველი მომღერლების საესტრადო კონცერტი, მოეწყობა ავტო შოუ. დილის 12:00 საათიდან იმოძრავებს ტივი, გაიმართება წიგნების გამოფენა გაყიდვა დედაენის ბაღში, ასევე მხიარული სტარტები. 12:00 საათზევე იგეგმება ქართული ყველის ნაირსახეობების გამოფენა-გაყიდვა, ვარდების რევოლუციის მოედანზე. დღესასწაულის ფარგლებში ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება, მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ასევე გაგრძელდება მოდის კვირეული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts