Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ორმაგი სტანდარტები იარაღით ვაჭრობაში?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

ჯოშუა კუცერა

 

გახსოვთ ალბათ ის დრო საფრანგეთმა რუსეთისთვის ვერტმფრენმზიდების მიყიდვაზე ფიქრი რომ დაიწყო -  საქართველო და მისი დასავლელი დამცველები გაცხარდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი „მიიღებს ტანკებს, ხომალდებს, რაკეტებს – ტექნოლოგიას, რომელსაც ის ასევე ყიდულობს – ჩვენ ძალიან, ძალიან სარისკო ზონაში აღმოვჩნდებით“

 

რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა, ასევე მიმართა საფრანგეთს. იმ დროს The Cable წერდა:

 

„ილეანა როს-ლეტინენმა, რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა წევრმა სენატის საგრეო ურთიერთობათა კომიტეტში, სასწრაფოდ შეადგინა დოკუმენტი, სადაც ობამას ადამინისტრაციას ამ გარიგების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. წერილში ნათქვამია, რომ ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად რუსები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც შარშან საქართველოს ომის შემდეგ გაფორმდა.

 

ახლა როგორც ეს მოსალოდნელი იყო, სენატორები დავას იწყებენ. ექვსმა სენატორმა (ყველა რესპუბლიკელია) ხელი მოაწერა წერილს საფრანგეთოს ელჩის პიერ ვიმონტის სახელზე, სადაც გაყიდვასთან დაკავშირებით თავიანთ შეშფოთებას აღწერენ.

 

„ეს ყველაზე მასშტაბური სამხედრო გარიგება იქნება, რომელიც განხორციელდება ნატო-ს წევრ სახელმწიფოს და რუსეთს შორის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მას ნატო-ს ყველა წევრისთვის არსებითი შედეგები მოჰყვება“ – ნათქვამია წერილში.

 

წერილს ხელს აწერენ სენატის უმცირესობის მთავარი პარტიული ორგანიზატორი ჯონ კილი, წამყვანი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტიდან, ტომ კობარნი, როჯერ ვიკერი, სემ ბროუნბექი და ჯეიმს რიჩი.

 

წერილის ავტორები გმობენ რუსეთის ფლოტის მეთაურის, ადმირალ ვლადიმერ ვისოცკის კომენტარებს, რომელმაც სექტემბერში განაცხადა: „შარშან [საქართველოს წინააღმდეგ] აგვისტოს კონფლიქტის დროს, ასეთი ხომალდი [რუსეთის] შავი ზღვის ფლოტს მისცემდა საშუალებას საკუთარი მისია 40 წუთში დაესრულებინა 26 საათის ნაცვლად, რაც რეალურად დაგვჭირდა [სანაპიროზე ჯარების დისლოკაციისთვის]“.

 

ეს ყველაფერი შესაძლო გაყიდვის ირგვლივ ატყდა, ანუ იმ გარიგების გამო, რომელიც  დღემდე არ განხორციელებულა, რაც იმ რეაქციის საპირისპიროა, რომელიც რუსეთის მიერ ამ წლის დასაწყისში რეალურად ხელმოწერილ კონტრაქტს მოჰყვა: მოსკოვმა $400 მილიონიანი შეთანხმება გააფორმა უპილოტო ვერტმფრენების შეძენაზე, რასაც პაველ ფელგენგაუერმა „1945 წლის შემდეგ რუსეთისთვის დასავლური სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე მასშტაბური თავდაცვითი ტექნოლოგიის გადაცემა“ უწოდა.

 

პირველი გაკვეთილი, რაც რუსეთმა საქართველოსთან ომის შემდეგ ისწავლა იყო ის, რომ მას უკეთესი უპილოტო საფრენი აპარატები სჭირდება:

 

“თავდაცვის ექსპერტების თქმით, რუსეთმა აღმოაჩინა რომ მას შარშან აგვისტოში სერიოზულად აკლდა უპილოტო საფრენი აპარატები, როდესაც ის სამხრეთელ მეზობელ საქართველოს ეომებოდა, მაშინ როცა ქართულმა მხარემ ისრაელის ეს აპარატები ფართოდ გამოიყენა, მათ შორის იმ თავდასხმის დროს, როდესაც სერიოზულად დაშავდა რუსეთის სამხედრო მეთაური კავკასიაში გენერალი ანატოლი ხრულევი. „რუსეთის არმიამ აღმოაჩინა, რომ ის ფაქტობრივად ბრმად მოქმედებდა“ – ამტკიცებდა „კომერსანტი“.

 

ასე რომ საკმაოდ უცნაურია ის ფაქტი, რომ როდესაც ისრაელმა ეს აპარატები გაყიდა, ამას ფაქტობრივად არანაირი რეაქცია არ მოჰყვა არც თბილისის და არც ვაშინგტონის მხრიდან, თუმცა ყველა მხარე ამას თავისებურად ხსნის:

 

შეერთებულ შტატებში, საქართველოს ბევრი „დამცველი“ უშუალოდ რუსეთისადმი უნდობლობითაა მოტივირებული და საქართველოს მოსკოვის წინააღმდეგ ინსტრუმენტად იყენებს. ეს პოლიტიკური კონსერვატორებისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა, რომლებიც ამავდროულად ისრაელის გულმხურვალე მხარდამჭერებიც არიან. ამიტომ მათ ნაკლებად ახასიათებთ ისრაელისადმი პრეტენზიების გამოთქმა, ვიდრე საფრანგეთის მიმართ (რომელიც, რამდენიმე წლის წინ ე.წ. freedom fries-ის ეპოქაში რისხვის ობიექტად იქცა).

 

საქართველოში ეს უფრო დელიკატური საკითხია. ქართულმა წყარომ, რომელსაც მე ამის შესახებ ვკითხე, ამიხსნა რომ საქართველოს ლიდერებს ესმით ის, რომ „მისტრალის“ და ამ საფრენი აპარატების გარეშეც რუსეთის არმია საქართველოსაზე იმდენად ძლიერია, რომ მსგავს გარიგებებს ძალთა ბალანსის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. მათი წინააღმდეგობა ფრანგული „მისტრალის“ გაყიდვაზე უფრო იმის გამოხატულება იყო, რომ ნატო-ს მხრიდან საქართველოს მიტოვებაზე წუხდნენ. (საქართველოს საჯაროდ არც ის ფაქტი გაუპროტესტებია, რომ ისრაელმა მათ წინააღმდეგ იარაღის გაყიდვაზე დე-ფაქტო ემბარგო შემოიღო).

 

არც ერთი ეს ფაქტი შოკისმომგვრელი არ არის, მაგრამ ორმაგი სტანდარტები უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვესმის რომ ვიღაცა საფრანგეთს საქართველოსთვის (შენ. ასეა ტექსტში) მაღალტექნოლოგიური იარაღის მიყიდვის გამო მუხანათობაში ადანაშაულებს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...