planetanews Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/telegraph.jpg ენდრიუ ოსბორნი მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა იმის დამტკიცება სცადა, რომ ის ისეთივე მაჩოა, როგორც მისი მოსისხლე მტერი ვლადიმერ პუტინი, როდესაც შავ ზღვაში მომქანცველი ორი მილი გასცურა. ეს სპორტული გამოსვლა, რომელიც შარშან ციმბირულ მდინარეში რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის კუნთმაგარ ცურვას მოგაგონებდათ, თითქოს ტურიზმის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად და მისი კულმინაციურ მომენტად სააკაშვილის მიერ საბანაო კოსტუმში მიცემული ინტერვიუ იქცა. „ეს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ შემოსცქერის ოკუპანტი ასეთი შურის თვალით ჩვენს ქვეყანას და რატომ უნდა მისი ხელში ჩაგდება“ - განაცხადა მან ზღვისპირა მშვენიერებაზე და იგულისხმა რუსეთი, რომლის წინააღმდეგაც საქართველომ 2008 წელს იომა და დამარცხდა. მაგრამ ოპონენტების თქმით, გაცურვა თვითრეკლამირებას ისახვდა მიზნად. ისინი იმაზე მიუთითებენ, რომ ეს ყველაფერი ერთი კვირით ადრე, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ იმ შორსმიმავალ ცვლილებებს მოჰყვა, რომელიც სააკაშვილს, თუ ის მოისურვებს, მისი ფინალური საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ (2013 წ.), ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემს. „საქართველოს ახალი კონსტიტუცია იმის დე-იურე დასტურია, რომ საქართველო და მთელი მსუფლიო მიიღებს დიქტატორს, რომელიც სამუდამოდ დარჩება ხელისუფლებაში“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა. ახალი კონსტიტუციის თანახმად, 2013 წელს, ზუსტად იმ დროს, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, პრემიერ-მინისტრის ადგილი პრეზიდენტზე უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ოპონენტები თქმით, მას, სამუშაო ადგილების უბრალო შეცვლით, განზრახული აქვს რეალურად განაგრძოს მართვა. „(სააკაშვილი) წინასწარ ემზადება იმისთვის, რომ თავისი მმართველობა 20-30 წლით გაახანგრძლივოს“ – განაცხადა ნათელაშვილმა. 42 წლის სააკაშვილი, ამერიკაში განათლებამიღებული იურისტი უარყოფს იმ ფაქტს, რომ კონსტიტუცია სპეციალურად მისთვის შეიცვალა, მაგრამ არ მალავს, რომ 2013 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მისი გუნდის დარჩენა სურს. მისი დასავლელი მხარდამჭერები ხანდახან გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რასაც სააკაშვილის ავტორიტარულ მიდრეკილებებს უწოდებენ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტი დემოკრატია, რომელსაც მკაცრ სამეზობლოში უწევს მუშაობა. ის პირველად ხელისუფლებაში 2003 წელს, პრო-დასავლური „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა და პირობას სდებდა, რომ გაანადგურებს კორუფციას და საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად აქცევს. შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირემ, სააკაშვილმა მის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას, რომელზეც გადის საკვანძო გაზსადენი, რუსეთის ორბიტიდან გამოსვლისკენ უბიძგა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ლობირებს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2010 ეს სპორტული გამოსვლა, რომელიც შარშან ციმბირულ მდინარეში რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის კუნთმაგარ ცურვას მოგაგონებდათ, თითქოს ტურიზმის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად და მისი კულმინაციურ მომენტად სააკაშვილის მიერ საბანაო კოსტუმში მიცემული ინტერვიუ იქცა.ეჰ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.