Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში ინტერნეტის ფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია


Recommended Posts

მობილური კომპანიების შემდეგ ქართველი მომხმარებელი ინტერნეტ-პროვაიდერების წინააღმდეგ ერთიანდება. სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” სპეციალური გვერდია შექმნილი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ინტერნეტ–პროვაიდერებს ინტერენტის სიჩქარის მომატებას და ფასის შემცირებას სთხოვს. „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის განცხადებით საჭიროა 10 ათასი მსურველი, რათა ინტერნეტის სიჩქარის მომატების და ფასების შემცირებისთვის პროვაიდერებს და მარეგულირებელ კომისიას მიმართონ. ამ დროისთვის სპეციალურ გვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვი 6 ათასს ასცდა.

 

როგორც რადიო „კომერსანტმა“ გაარკვია, საქართველოში ინტერნეტის ფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ხოლო სიჩქარე ერთერთი ყველაზე დაბალია. ქვეყანაში ინტერნეტ–პაკეტების ფასი საშუალოდ 20 ლარიდან იწყება, ხოლო ინტერნეტის სიჩქარის მაქსიმუმი წამში 10 მეგაბიტია. შედარებისთვის: იაპონიაში, ერთი მეგაბიტი ინტერნეტის ფასი 27 ცენტია და იქ მომხმარებელს 61 მეგაბიტამდე სიჩქარის ინტერნეტის მიღებაც კი შეუძლია. კორეაში ინტერნეტის ფასი ერთ მეგაბიტზე 45 ცენტს შეადგენს, საფრანგეთში 1 დოლარსა და 64 ცენტს, ამერიკაში 3,33, ხოლო ფინეთში 3 დოლარს.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=20469&ct=6

 

პ.ს. გვწეწავენ როგორც შეუძლიათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სადაა ეგ გვერდი სიფათწიგნზე ლინკი დადეთ ვინმემ და ახლავე ვრეგისტრირდები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ინტერნეტს რაც შეეხება, ნაღდად ვიცი რომ აზერბაიჯანში გაცილებით ძვირია

ამიტომაც წერია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირიაო... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც რადიო „კომერსანტმა“ გაარკვია, საქართველოში ინტერნეტის ფასები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ხოლო სიჩქარე ერთერთი ყველაზე დაბალია. ქვეყანაში ინტერნეტ–პაკეტების ფასი საშუალოდ 20 ლარიდან იწყება, ხოლო ინტერნეტის სიჩქარის მაქსიმუმი წამში 10 მეგაბიტია. შედარებისთვის: იაპონიაში, ერთი მეგაბიტი ინტერნეტის ფასი 27 ცენტია და იქ მომხმარებელს 61 მეგაბიტამდე სიჩქარის ინტერნეტის მიღებაც კი შეუძლია. კორეაში ინტერნეტის ფასი ერთ მეგაბიტზე 45 ცენტს შეადგენს, საფრანგეთში 1 დოლარსა და 64 ცენტს, ამერიკაში 3,33, ხოლო ფინეთში 3 დოლარს.

მაგ სტატიის ავტორს წერა მისჯილი აქვს ნეტავ?!

 

შე მამაცხონებულო თუ არ იცი რაზე წერ - არ ჯობია სულ არ დაწერო?!

 

რაღა მიშას ტენიანობის გრადუსები და რაღა ამის რეპორტაჟი რაა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე 6 "პროცენტიანი" ინტერნეტი მაქვს და 40 (+18% დღგ) ევროს ვიხდი თვეში ტელეფონის სააბონენტოსთან ერთად (ყველაზე იაფი ოპერატორია) Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომაც წერია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირიაო

:givi:

ის ამბავიც გეცოდინება შენ ნანემსარი რომ 5 საათის შემდეგ აღარ ეტყობა და ხალხს მორფს რომ აწევინებენ ძალით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ის ამბავიც გეცოდინება შენ ნანემსარი რომ 5 საათის შემდეგ აღარ ეტყობა და ხალხს მორფს რომ აწევინებენ ძალით

სად გავიცინოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...