Jump to content
Planeta.Ge

ვინ არიაინ "ლილოს" დაცვის ბიჭები?


Recommended Posts

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები ისმაილ მამედოვი და დავით შუკაკიძე ბაზრობის დაცვის თანამშრომლებს 30 000 ლარის ღირებულების საქონლის გატაცებაში ადანაშაულებენ .

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაზარალებულების ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, საქმე ერთი წლის წინ მომხდარ დანაშაულს ეხება, საქონლის გატაცებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დამოძიებაც დაწყებულია, თუმცა დამნაშავეებს, დაცვის ორ თანამშრომელს, რომელთა გვარებიც ცნობილია, არ სჯიან.

 

მისი განმარტებით, დაცვის აღნიშნული თანამშრომლები გუშინ, ლილოს ბაზრობაზე, ~ეროვნულ ფორუმთან~ ინციდენტშიც მონაწილეობდნენ და კადრებშიც ჩანან. ხაჭაპურიძის განცხადებით, გამოძიება წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, მამედოვი და შუკაკიძე დაზარალებულადაც არიან ცნობილი, არსებობს მოწმეების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ დაცვის თანამშრომლებმა გაიტაცეს საქონელი, თუმცა მათ პასუხს არ აგებინებენ.

 

~ბაზრობის დაცვის უფროსსაც ვესაუბრეთ. მან თქვა, რომ დაცვის ამ თანამშრომლებს სოდ-ი მფარველობს, მაგათ ვერაფერს ვეუბნებით, კოდუას დედა მფარველობსო. თუ მოგვაშორებთ, ძალიან დამავალებთო. პროკურატურაში კი მითხრეს, რომ დაცვის ამ თანამშრომლებს ვერ დასჯიდნენ. აღნიშნეს, რომ იქ მაფიააო. ასე რომ მფარველობენ, გუშინ იმიტომ იყვნენ დიდ გულზე და მუშტი-კრივი გაუმართეს ~ფორუმის~ წევრებს. მფარველი რომ არ ჰყავდეთ, ამდენს ვერ გაბედავდნენ~,-განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ საქონლის გატაცება 2009 წლის აპრილში მოხდა.

 

http://new.interpressnews.ge/ge/samartali/148440-lilos-bazrobis-movatcreebi-dacvis-thanamshromlebs-saqonlis-gatacebashi-adanashauleben.html

 

პ.ს. სახელმწიფო სტრუქტურები ერთი დიდ მაფიოზურ სტრუქტურად იქცა... სისტემაა დასანგრევი მთლიანად./..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრეც დავწერე, ზომბერ ბრიგადებში იყვნენ ეგ. წოდებული დაცვის ბიჭები, :givi:

 

ხოდა, ყველა იმ ოპოს ვინც საქ. არარევოლუციურ მომავალზე საუბრობს მინდა ვუთხრა,

 

რომ არა გაქვთ ტვინი, არა :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები ისმაილ მამედოვი და დავით შუკაკიძე ბაზრობის დაცვის თანამშრომლებს 30 000 ლარის ღირებულების საქონლის გატაცებაში ადანაშაულებენ

ბაზრობის დაცვის უფროსსაც ვესაუბრეთ. მან თქვა, რომ დაცვის ამ თანამშრომლებს სოდ-ი მფარველობს

 

 

ქსივიანი ყაჩაღები არიან. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ადრეც დავწერე, ზომბერ ბრიგადებში იყვნენ ეგ. წოდებული დაცვის ბიჭები,

მეც მასე მგონია... იმიტომაც დადიან აქციების დასარბევად მასკებით რომ მერე ვერავინ ამოიცნოს...

 

ხელისუფლება კი ამ ქვეყანად აღარ არის... მშიერ ხალხს უმტკიცებს რომ მაძღები არიან

 

მასწავლებლებს 600$

 

2 მილიონი ტურისტი ჩამოსულა და ა.შ.///

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...