proletari Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 მე არ მახსოვს აფხაზეთი სკოლაში გვასწავლიდნენ (პრინციპში, კი არ გვასწავლიდნენ, გვთხოვდნენ ზუსტად ისე გვცოდნოდა, როგორც თავად სურდათ. ალბათ, თავის დროზე მათაც ასე ,,ასწავლეს") რომ ტერიტორია, რომელზეც ვიშვით ჩვენი წინაპრების სისხლით არის გაჟღენთილი და რომ, მისი მთლიანობისთვის, მისი ერთიანობისთვის, მისი ღირსებისთვის (ხო, ეს სიტყვა განსაკუთრებით უყვარს აყროლებულ პედაგოგიკას და ქართულ მიტინგებზე მოხრიალე ტომის ბელადებს) თუ საჭირო გახდებოდა თავი უნდა გაგვეწირა, რომ ჩვენ ყველა ცხრა ძმა ხერხეულიძის და გრიგოლ ხანძთელის და ასი ათასი მოწამის (ეს ის ,,ასი ათასი" ნატანჯ - ნაბეგვი მამულიშვილია, შიგადაშიგ მათი ხსოვნის პატივსაცემად დღესაც რომ მოუძღვება მრევლს პატრიარქი და მამა იობი მეტეხის ხიდზე, თან გაბრწყინებული სახის ახალგაზრდა სტიქაროსნების არმია მოყვებათ - ნახეთ, რამდენი ვართ, ვერ გადაგვაჯიშებთ და ვერ წაგვართმევთ ქართველობას და მართლმადიდებლობასო) შთამომავლები ვართ, რომ ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი მიწა - წყალი, ვასახელოთ მამა - პაპა (ნუ, თუ ჭიქას არ წაუქცევთ საფლავზე, თავი მაინც შეწირეთ მათ დანატოვარსო) და ა.შ. მაგრამ აბსოლუტურად ყველა მსგავსი შეგონება მთავრდებოდა შემდეგი სიტყვებით: არ დაგავიწყდეს, ქართველი ხარ!!! არ დაგავიწდეს, ვისი გორისა ხარ!!! რა თქმა უნდა, იქვე იყო შავმეწამული დროშები, ხატების კუთხე რომელსაც წითელი ,,კერასინკები" ბოლავდა და სამხედროს გაკვეთილები, სადაც მხოლოდ იმ იმედით დავდიოდით რომ ერთხელაც იქნება და ავტომატის დაშლა - აწყობას გვასწავლიდნენ - მაგ დღეს რა თქმა უნდა არ მოგვასწრეს. სამაგიეროდ ჯარისკაცულ ფიცზე გვიყვებოდა, სამშობლოს ჰიმნს გვაზუთხებდა და საომარ სტრატეგიაზე გვიკითხავდა ლექციებს ერთი სტალინელი და ნაფრონტალი გრიგოლი, მასწავლებელი. პრინციპში, მიყვარდა ის კაცი, მის ხაკისპერ სამოსზე მოვერცხლილი ჩინ - მედლებითურთ, ჩუმად რომ დააბიჯებდა სკოლის დერეფნებში და დირექტორის დანახვაზე მხედრულ სალამს უძღვნიდა, ისე, თითქოს რომელიმე ქვედანაყოფის მეთაურს ესალმებაო. სკოლა ჭირის დღესავით მეზიზღებოდა და აღარ გავაგრძელებ ნევროტულ ოხვრას და ათასჯერ გადატრიალებულ - გადმოტრიალებულ 90 - იანებს, უბრალოდ... სიტყვა ,,ქართველი" იმდენჯერ და იმდენ ბრუნვაში მესმოდა ბავშვობიდან, რომ ლამის მაშინვე დავიჯერე რომ მართლა არსებობს ,,ზეციური საქართველო" და რომ იქ, მხოლოდ რჩეულები ხვდებიან (უფრო სწორედ, რჩეული ,,წამებულები") და რომ იქ მოხვედრა სამოთხეზე კარგი ,,პონტი" იყო... სამოთხე იქით იყოს და, ბებიაჩემს 6 წლის ბავშვი ვეჭირე ხელში იმ საზიზღარი შავმეწამული დროშით და ,,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს" მაყვირებდა. ეს უკვე 9 აპრილის მერე იყო, ალბათ მეორე თუ მესამე დღე. მოკლედ, ,,ჩვენ, ქართველები", ,,ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრის შვილები", ,,ჩვენ ზეცაშიც კი გვაქვს ჩვენი სამოთხე - ჩვენი საქართველო" და მსგავსი სადღეგრძელოები პატრიოტთა შემართული მუშტებითურთ უხვად ჩაიბეჭდა ჩვენ გონებაში. და მაშინ როცა, აფხაზეთი დაიკარგა და ,,ქართველები" პირველი პრეზიდენტის მიერ აფსუებად შერაცხულმა ადამიანებმა საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს, ისედაც ეიფორიაში და ნაციონალურ ისტერიაში მყოფმა დანარჩენი საქართველოს შვილებმა ხელი პირდაპირ ჩრდილოეთისკენ გაიშვირეს - სულ ბეპაევის და ბალტინის ბრალია ყველაფერი, ამხელა რუსეთი გვებრძვის და ჩვენ რას გავხდებოდით, ერთი ეგ არის, ამერიკა გვეხმარება, ვერ ხედავთ, თვით ბეიკერიც კი ,,მხედრიონის" საპატიო წევრი გახდაო? პრინციპში, რა უნდა მოგეთხოვა დახუთული საბჭოეთიდან ახალთავგამოყოფილი ,,37 მანეთიანი" ადამიანებისთვის, რომლებსაც პარტია დედა - ეკლესიამ და სტალინი ზვიად გამსახურდიამ ჩაუნაცვლა? არც არაფერი, მაგრამ... სულ ცოტა ხანში ქალაქის გასასვლელებთან გაჩნდა ბანერები - ,,გახსოვდეს აფხაზეთი" (რატომღაც, სამხრეთ ოსეთს, ტაო - კლარჯეტს და ბოლო-ბოლო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმულ სამშობლოს არავინ გვახსენებდა) და ყოველ ზღვაზე წასვლაზე, გზაში, მახსოვს საჭესთან მჯდომი მამაჩემის სევდიანი ამოოხვრა ამ ბანერების დანახვაზე. ამაში საგანგაშო არაფერია, ვისაც ახსოვს, რა თქმა უნდა, სათუთად უნდა გაუფრთხილდეს ამ ხსოვნას. ვისაც უყვარს, უნდა ასჯერ მეტად უყვარდეს, რადგან დაკარგულია, დაკარგულზე სენტიმენტები კი ალალია. მერე რა რომ მე არ მახსოვს და არ მინახავს? ეს არაფერს ცვლის, არც ტოკიო მინახავს, მაგრამ მაინც მიყვარს. ჩვენ გავიზარდეთ და გურამ პეტრიაშვილიდან, ჯაბა იოსელიანიდან, პატრიოტულ - მილიტარისტული ბანერებიდან, ,,გიხაროდენიდან", ,,კერასინკებიდან", შაქრო კალაშოვიდან და ჯულიეტა ვაშაყმაძედან პირდაპირ ვარდისფერ დერეფნებში მოვხვდით, ვარდისფოთლებწაყრილებმა ეკრანებს შევხედეთ და დავინახეთ, რომ ვიღაც ფსოუს წყალს სვამს, ვიღაც მეგობარს ეპატიჟება მატარებელში - წამო სოხუმშიო, ვიღაც ნავით სეირნობს გაგრის ნაპირებთან, ვიღაც კიდევ ბედნიერი სახით გვამცნობს, რომ გაიხსნა აფხაზეთში დაღუპულთა კიდევ ერთი მემორიალი. შევხედეთ და დავინახეთ, რომ პატრიოტთა ბანაკებში ისეთივე საჯიშე ქართველები გამოყავთ, როგორც თავის დროზე გრიგოლ მასწავლებელს გამოვყავდით. უბრალოდ, იმას ვერ გაერკვია - ,,პატრიოტ სტალინელებად" გავეზარდეთ თუ ,,პატრიოტ ზვიადისტებად". აქ კი ყველაფერი გარკვეულია - მათ იციან, რომ ემსახურებიან საქართველოს, რომ მისი ტერიტორიებისთვის თავს გაწირავენ, რომ ეს ის მიწაა სადაც თამარი და დავითი (შალვა რამიშვილის ვიდეო არტი გამახსენდა ,,რატომღაც")... და ზოგჯერ ბუჩქებშიც კი შეუძლიათ ჟიმაობა. მერე რა რომ თანაპატრიოტელს ორალურ სექსს ვერ აკადრებენ? სამაგიეროდ ,,კაცი ზემოდან" მოსულა, ისიც იმ შემთხვევაში თუ იქ დარაჯად მიმაგრებული კეთილი ძია (პოლიციელი) წაუძინებს, ან თვალს დახუჭავს და მოჭუტული მზერით (ვითომ ვერ ხედავს) ჯიბეში ხელს ჩაიყოფს, ასოს გაიღიზიანებს და პატრიოტთა ჟიმაობით აღტკინებულმა, შეიძლება გაათაოს კიდეც. ეკრანზე აღარ იყო საჭირო გვენახა თუ რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. ქართული ლოგიკური ჯაჭვი სამხედრო - პატრიოტულ აღზრდად სკოლებში და ქართული (!) ცეკვის სავალდებულო შესწავლად გადაიხლართა. დაიხლართა და ჩვენც სხვა არხზე გადავრთეთ, სადაც ყოველ დღე ადოლფ ჰიტლერის ციტატები ისმოდა დაკარგული ტერიტორიების შესახებ, სადაც ყოველ დღე ფილმ ,,მამაცი გულის" ათასგვარი და ათასი ჯურის რიმეიკი გადიოდა. ამასობაში კი ტელევიზორები გამოვრთეთ, ვარდის ფოთლები თავებიდან გადავიყარეთ და გარეთ გავიხედეთ. მეზობლებისგან თუ აღტკინებული პატრიოტებისგან გავიგეთ, რომ ქართული ჯარი საუცხოო ფორმაშია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი ძალიან გაიზარდა რომ, რომ, რომ... თურმე კიდევ ერთი ომი წაგვიგია. წაგვიგია, მაგრამ მოგებული გვეგონა, რადგან ისევ რუსეთს ვეომებოდით. მერე რა რომ ბალტინი აღარ იყო? სამაგიეროდ ბორისოვი იყო, რომელსაც ქართული სამღვდელოების მაღალი იერარქიის წევრებმა მადლობაც კი გადაუხადეს ,,გორში მშვიდობის დამყარებისთვის" ნაციონალური ისტერია, რომელიც აგერ უკვე 20 წელია გრძელდება და რომლის მემატიანეები რატომღაც ერთმანეთისკენ იშვერენ ხელებს და ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს, საბოლოოდ ერთ დიდ, გარემონტებულ და კარგად შეფუთულ პატრიოტულ სადღეგრძელოდ, აღზრდად და ბანაკად იქცა. დღესაც ითხოვენ ბავშვები ავტომატებს, რათა დაშლა და აწყობა ისწავლონ - ჩვენგან განსხვავებით, ალბათ მათ ,,გაუმართლებთ" და სამხედრო - პატრიოტული სწავლების პედაგოგი, ჩვენ ნაფრონტალ გრიგოლზე კეთილი აღმოჩნდება. დღესაც ისმის შეძახილები: ,,ძირს შევარდნაძე - სააკაშვილის ბინძური ალიანსი", როგორც თავის დროზე - ,,ძირს გამსახურდია - შევარდნაძის ბინძური ალიანსი" (ძალიან არ მინდა რომ შევარდნაძე მოკვდეს, მის გარეშე ზედმეტად მოსაწყენი გახდება ცხოვრება) ისმოდა. ისევ დგას კარვები, საკნები, იმართება მიტინგები (ეს უკვე იდენტობის სიმბოლოდ იქცა) და რაც მთავარია, ისევ იგივე შეძახილები: ჩვენ, ქართველები!!! ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრის შვილები!!! (რატომღაც, თითო - ოროლა შემორჩენილი ზვიადისტის გარდა აღარავინ ახსენებს ,,ზეციურ საქართველოს") და სიმღერები. სიმღერები, შავლეგოს მსგავსი, არაფრის მთქმელი, ყურს საზარლად რომ ხვდება და ყველაზე მდაბალ გრძნობებს აღვიძებს, დაახლოებით ასეთს - ქართველო ხელი ხმალს იკარ! ბოლოს იქამდე მივიდა ეს ყველაფერი, რომ მორიგ ,,პატრიოტულ" სიმღერაში ღმერთს თხოვენ აფხაზეთის დაბრუნებას. ხო, რას იზამ, ზოგს ჯერა რომ ღმერთი არსებობს და ის დაუბრუნებს ბიჭვინთის პლაჟებს, ზოგს საერთოდ პატრიარქი გონია ღმერთი და მისი იმედი აქვს, ზოგი პრეზიდენტს და პატრიოტთა ბანაკებში გამოყვანილ ნაციონალ - პატრიოტებს შეყურებს, ზოგი კი ჩემსავით, უბრალოდ ამბობს, რომ არ არსებობს ქართველი, აფხაზი, ოსი, თურქი, თათარი, სომეხი, ინგუში, რუსი, ფრანგი, სომალელი. ამბობს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არც ერთ ტერიოტორიად არ უღირს და რომ ნაციონალიზმი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს ადამიანის ცნობიერიდან, რათა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ბოდიში მოვუხადოთ და დაველაპარაკოთ მათ, ვინც თავის დროზე ,,უცხო ტომელებად" შევრაცხეთ და ყიჟინით შევხვდით შეშლილი პატრიოტების მიტინგზე ნათქვამ სიტყვებს და პლაკატებს - ,,საქართველო ქართველებისთვის!" და ამიტომაც, მე არ მახსოვს (თქვენი) აფხაზეთი! http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=220 ავტორი - ლეო და ნაფტალინი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 კაცი უნდა მაგას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 დიაგნოზი: ბავშვობაში გადატანილი სტრესი რის შედეგადაც შემორჩა კომპლექსები და ზიზღი საზოგადოების იმ ნაწილის(დაახლოებით 95% ის) მიმართ რომელმაც მას ვერ გაუგო ჰოდა ეხლა ცდილობს ყოველნაირად შეეწინააღმდეგოს საზოგადოებაში არსებულ დოგმებსა თუ გავრცელებულ აზრს Siknadmoკაცი უნდა მაგას მასე მარტივადაც არაა საქმე მაგ ტიპის ადამიანებს სურთ ბოღმის ამონთხევასურთ ხალხი ადგეს და ფეხები დაუკოცნონ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 gendolfთავისუფლების ინსტიტუტში ასეთი კატეგორიის ხალხი იყრის თავს, გრანტებს ითრევენ,შEიძლება მაგდაგვარი კლიენტი პრეზიდენტადაც მოევლინოს მიჩმორებულ ხალხს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 (edited) ამონარიდი პროფესიონალის უბის წიგნაკიდანდა ზოგჯერ ბუჩქებშიც კი შეუძლიათ ჟიმაობა. მერე რა რომ თანაპატრიოტელს ორალურ სექსს ვერ აკადრებენ? სამაგიეროდ ,,კაცი ზემოდან" მოსულა, ისიც იმ შემთხვევაში თუ იქ დარაჯად მიმაგრებული კეთილი ძია (პოლიციელი) წაუძინებს, ან თვალს დახუჭავს და მოჭუტული მზერით (ვითომ ვერ ხედავს) ჯიბეში ხელს ჩაიყოფს, ასოს გაიღიზიანებს და პატრიოტთა ჟიმაობით აღტკინებულმა, შეიძლება გაათაოს კიდეც. Edited October 22, 2010 by Ostap Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.