Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გალა, აკაკი და ჟიულ ვერნი


Recommended Posts

პირველი ღონისძიება, რომელიც 22 ოქტომბერს თბილისობის მეორე დღის ფარგლებში გაიმართება, თანამედროვე მუსიკის კონცერტია, რომელზეც ახალბედა ჯგუფები დილის 11 საათზე ვაკის პარკში, კლუბში 33ა, იმღერებენ.

 

დღის ორ საათზე გამოფენა– მრავალფეროვანი თბილისი გაიხსნება. ასევე დაგეგმილია დოკუმენტური ფილმების ჩვენება. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს ქალთა საბჭო წარმოადგენს და ეროვნულ არქივში იქნება წარმოდგენილი.

 

დღესვე კიდევ ერთი გამოფენაა დაგეგმილი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ გამოფენა „წიგნები თბილისზე“, რომელიც სამ საათზე გაისხნება.

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთი საათით გვიან კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდება– ჟიულ ვერნის დღეები, რომელზეც მწერლის ნაწარმოებების ახალი თარგმანები იქნება წარმოდგენილი.

 

გამოფენა „აკაკიდან აკაკი წერეთლამდე“ დღეს, 5 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტის ეზოში გაიმართება.

 

თბილისობის დღესასწარულის მეორე დღეს ლიტერატურული პრემია გალას დაჯილდოვების ცერემონიალი დაასრულებს, რომელიც დედაენის ბაღში გაიმართება საღამოს ექვს საათზე. დასახელდება ექვს ნომინაციაში გამარჯვებული ის კრებულები, რომლებიც 2009 წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის სექტემბრამდე გამოიცა და კონკურსზე გამომცემლობებმა წარადგინეს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...