Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - სად არის კვლევა?


Recommended Posts

Greenberg Quinlan Rosner–ის მიერ ჩატარებულ კვლევას,რომელსაც დღეს თითქმის ყველა მედია საშუალება ავრცელებს, და რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას, მოსახლეობის 67%–იანი მხარდაჭერა აქვთ, ნეტგაზეთმა ვერ მიაკვლია.

 

ნეტგაზეტმა დაადგინა,რომ კვლევა არის კონფედენციალური. ის არ დევს კომპანიის საიტზე, ხოლო ქართული ორგანიზაცია,რომელმაც საველე სამუშაოები ჩაატარა ამბობს,რომ გამომდინარე იქიდან,რომ კვლევა შეკვეთილია,ის არ არის საჯარო. შესაბამისად მისი გავრცელება არ მომხდარა მათ მიერ.

 

რუსთავი2, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა გაავრცელა აღნიშნული კვლევის შედეგი აცხადებს, რომ კვლევა მათ პოლიტიკური პარტიისგან მიიღეს. გიორგი ლაფერაშვილმა, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ არ დაუსახელებს წყაროს:

 

„ეს კვლევა პარტიებს დაეგზავნათ,ზუსტად ვიცი,რომ ეს კვლევა აქვს ალასანიას პარტიას, ქრისტიან–დემოკრატებს და ნაციონალურ მოძრაობას“,–ამბობს ლაფერაშვილი, კურიერის პროდიუსერი.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა დასახელებულ პარტიებს. ალასანიას პარტიასა და ქრისტიან–დემოკრატებში გვითხრეს,რომ არავითარი კვლევა მათ არ მიუღიათ.

 

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ცენტრალურ ოფისში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქეთევან ქოჩრაშვილმა გვითხრა, რომ კვლევა არ აქვს და გადაგვამისამართა პარლამენტში.

 

საპარლამენტო უმრავლესობის აპარატში, გიორგი პატარაიამ გვითხრა, რომ მასაც არ აქვს კვლევა.

 

სხვა საინფორმაციო არხები,რომლებიც ასევე დილიდან აშუქებენ კვლევის შედეგებს, ვერ ასახელებენ კვლევის ზუსტ წარმომავლობას.

 

იმედის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ამბობს, რომ მას კვლევა „უფროსმა“ გაუგზავნა.პირველ არხში, მაკა გაფრინდაშილმა გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით კვლევა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა მიიღო მეილზე. გადაგვამისამართა ელისო ჯარიაშვილთან. ჟურნალისტმა გვითხრა, რომ ის არ აშუქებდა აღნიშნულ მოვლენას და მხოლოდ გაახმოვანა დღის ეს ახალი ამბავი. გაფრინდაშვილთან ხელახალი ზარის შემდეგ, ის დაგვპირდა,რომ გაგვირკვევდა კვლევის მიღების წყაროს, თუმცა ჩვენ შემდეგ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

 

ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი, თამარ რუხაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს,რომ მისი არხი აღნიშნული ფაქტის გაშუქებისას დაეყრდნო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსში განგვიცხადეს,რომ ისინი ტელეკომპანიის ეთერით გადაცემულ ამბებს დაეყრდნენ.

 

აისითი, ქართული კომპანია,რომელმაც აღნიშნული კვლევისთვის საველე სამუშაოები ჩაატარა, აცხადებს, რომ კვლევა არის კონფედენციალური,იმიტომ, რომ ის შეკვეთილია. ამ მიზეზით არ დევს ის Greenberg Quinlan Rosner–ის ოფიციალურ საიტზე. კომპანიის პიარ მენეჯერმა, გიორგი კალატოზიშვილმა გვითხრა, რომ მის კომპანიას არ გაუვრცელებია აღნიშნული კვლევა და არ მიუწოდებია ის მედიისთვის.

 

Greenberg Quinlan Rosner–ის საიტზე ჩამოთვლილია ის კომპანიები და პირები,რომლებიც მათი შემკვეთები არიან. მათ შორის არიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თბილისის მერი გიგი უგულავა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...