Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - Myvideo.ge-ს ხარვეზები


Recommended Posts

yvideo.ge-ს გვერდზე, ტელევიზიების პირდაპირი ეთერი ტექნიკური ხარვეზებით ხორციელდებოდა.

 

დღეს გარკვეული დღეების, გარკვეულ საათებში, ტელევიზიების ეთერის ჩანაწერების ნახვა შეუძლებელი იყო.

 

დილით, მაესტროს და კავკასიის მხოლოდ 6 დღის ლაივის ნახვა იყო შესაძლებელი, მაშინ როდესაც სხვა ქართული საიტების ათი დღის მასალა იყო შენახული, მაგალითად რუსთავი 2, იმედი , პირველი არხი.

 

 

/get_img?NrArticle=2846&NrImage=3

 

Image 2480

 

 

 

უკვე ახლა, პრობლემის აღმოჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ,ტელეკომპანია კავკასიის და მაესტროს 7 დღის ლაივი დევს საიტზე.

 

 

 

/get_img?NrArticle=2846&NrImage=2

 

Image 2479

 

 

 

ნეტგაზეთი myvideo.ge–ს დაუკავშირდა. თამუნა ვასაძეს, კომპანიის გაყიდვების მენეჯერს. მან ვითარება,რომელიც ტელევიზიების ლაივს ეხებოდა ასე აგვიხსნა:

 

„რამდენიმე საიტი,რომელიც არის ერთ სერვერზე მიერთებული, რაღაც პერიოდში ითიშება,სულ არის ხუთი საიტი, ერთდროულად ემართებათ ის,რომ არქივი არის პატარა. ეს ემართებათ რუსთავი ორს და იმედსაც, ოღონდ განსახვებულ პერიოდში“.

 

 

 

ეს იყო ის პასუხი,რომელიც ნეტგაზეთის მეორე ზარის შემდეგ მივიღეთ კომპანიისგან.

 

მეორე ზარს თან ახლდა ბოდიში, ჩვენს შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით. მანამდე კომპანიაში 5 და 10 დღიან ლაივთან დაკავშირებით გვითხრეს,რომ უკავშირდებოდა განსხვავებული ღირებულებები პაკეტს,რომელიც კომპანიებს ჰქონდათ შეძენილი.

 

როგორც მოგვიანებით გაირკვა ,არ არსებობს განსხვავებული პაკეტები,თუმცა ვასაძემ გვითხრა, რომ ტელეკომპანიების რაღაც ნაწილი, საიტზე ლაივ სტრიმინგის განხორციელებაში ფულს იხდის, თუმცა კონკრეტული კომპანიების სახელების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

 

ნეტგაზეთი დაუკავშირდა კავკასიას და მაესტროს. გაირკვა,რომ არც ერთი მათგანი არ იხდის ფულს ლაივის (პირდაპირი ეთერი) საიტზე შენახვისთვის.

 

„არაფერს არ ვიხდი და არც უნდა გადავიხადო“.–ამბობს ნინო ჯანგირაშვილი,ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი.“თვითონ უნდა იხადონ ფული,იმიტომ,რომ მათი სერვისი საზღვარგარეთ არის ფასიანი, 200 ლარი ღირს წელიწადში და თვეში 20 ლარი.“

 

სერვერის საზღვარგარეთ ფასიან მომსახურებას ადასტურებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი.

 

ჯანგირაშვილი ამბობს,რომ myvideo.ge-ს ინტერესებში შედის კავკასიის გასვლა. „ფულს ითხოვდნენ ჩვენგან, თუმცა უარი ვუთხარით,იმიტომ,რომ ჩემ სტრატეგიულ ინტერესში არ შედის ეს“.

 

კითხვაზე თუ რატომ უშვებენ ეთერში იმ ტელევიზიებს,რომლებიც სტრიმიგში ფულს არ იხდიან, ვასაძის პასუხი იყო, სხვა გაცვლითი, ე.წ. ბარტერული ხელშეკრულება. თუმცა ეს უკანასკნელიც არ აქვს კომპანიას კავკასიასთან და მაესტროსთან გაფორმებული.

 

ფულს არ იხდის სტრიმინგში კომპანია მაესტრო.კომპანიის დირექტორმა,კახა ბექაურმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა,რომ პირველი შემთხვევაა, აღნიშნულ საიტთან დაკავშირებით ეს ხარვეზი.

 

„შეიძლება ეს მართლა შემთხვევითობაა, მაგრამ შემთხვევითობა არ არის ის,რაც საკაბელო ტელევიზიებთან ხდება, მაესტროსთან მიმართებაში“,–ამბობს ბექაური. მაესტროს ეთერი არ გადაიცემა რამდენიმე რეგიონალურ საკაბელო არხზე. მათი განმარტებით,როგორც ტელევიზიის დირექტორი ამბობს, ტექნიკური პრობლემებია,რომელიც გასწორდება.“ყველა ასეთ შემთხვევას ჩვენ დეტალურად გამოვიძიებთ და ჩავყვებით“,–აცხადებს ბექაური.

 

კავკასიის დირექტორს კი ეჭვი შეაქვს,myvideo.ge-ს მიერ ნახსენებ მიზეზებში. ჯანგირაშვილი ამბობს, რომ myvideo.ge ყველაფერს ტექნიკური ხარვეზებით ხსნის.

 

ნეტგაზეთი დღეს დილიდან აკვირდებოდა საიტზე განთავსებულ ქართული საინფორმაციო არხების ლაივებს. დაკვირვების შედეგი კი ასეთი იყო:

 

დღეს დილით მაესტრო და კავკასიის მხოლოდ 6 დღის ლაივი იდო საიტზე.

 

ათი დღის ლაივი იდო პირველ არხზე,რუსთავი2–სა და იმედზე.

 

თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები,მაგალითად: 17 ოქტომბრის ჩანაწერი საერთოდ არ ფიქსირდებოდა არც ერთ არხზე, მხოლოდ ნაწილობრივ პირველ არხზე. მოგვიანებით 17 ოქტომბრის ლაივის ჩანაწერი გაჩნდა მაესტროზე, ასევე ნაწილობრივ.

 

21 ოქტომბერს, რუსთავი 2–ის, იმედის ეთერი საღამოს 19:50 წუთიდან იყო გათიშული, 20 ოქტომბერს, საღამოს საათებში, 18–დან 21 საათამდე მაესტრო და კავკასია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...