Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - MDF-ის განცხადება ლილოს ბაზრობზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით


Recommended Posts

მედიის განვითარების ფონდი (MDF) შეშფოთებას გამოთქვამს 21 ოქტომბერს, ლილოს ბაზრობასთან მომხდარი ინციდენტისას ბაზრობის დაცვის წევრების მიერ ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის ცემისა და ITV-ის კამერის დაზიანების გამო.

 

გავრცელებულ განცხადებაში ფონდი იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები ორგანოები გამოიძიებენ მომხდარს და რეაგირებას მოახდენენ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტებზე.

 

,,ამასთანავე ვადასტურებთ რა ჩვენს პატივისცემას სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობის მიმართ, გამოვთქვამთ იმედს, რომ ნაციონალური არხები მომავალში მაინც არ მოახდენენ იმ თემების უგულვებელყოფას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანი შეიძლება იყოს, მით უფრო მაშინ, როცა ინფორმაცია მათი კოლეგებისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას შექმნილ პრობლემებს შეეხება’’, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...