Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დევნილების განცხადებები გაეროსა და ევროკომისიას გაეგზავნება


Recommended Posts

მოძრაობამ ,,არა’’ დევნილთა სახცოვრებლით დაკმაყოფილების მიზნით ერთობლივი მოთხოვნების შეგროვება დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ თორმეტამდე დევნილი მეხუთე დღეა შიმშილობენ. მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი საცხოვრებელ ფართს თბილისში ითხოვენ. ამჟამად მოძრაობის ხელმძღვანელთან ორმოცდაოთხი ოჯახის განცხადებაა. ლევან ჩიტაძე განცხადებების შეტანას ლტოლვილტა სამინისტროს გარდა, გაეროსა და ევროკომისიაშიც აპირებს. ,, კოლექტიური განცხადება არის უფრო სერიოზული ბერკეტი როგორც ევროკომისიისთვის, ასევე გაეროსთვის. ვაიძულებთ, ყველა პარლამენტარს, ყველა ნაციონალური საკრებულოს წევრს, გიგი უგულავას, რომ წაიკითხონ ეს დოკუმენტი და პასუხი გასცენ გაეროს, თუ რატომ ჩაყარეს ეს ხალხი ასეთ მდგომარეობაში,’’ - განაცახადა ,,არას’’ ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ. სამინისტროს წარმომადგენელის, მარიამ სვანიძე ამბობს, რომ სამინისტროს შემოთავაზება არ შეცვლილა: ,, ჩვენ ვთავაზობთ ამ ხალხს სრულად რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. ეს ფართები მათ გადაეცემათ პირად საკუთრებაში. ‘’აქციაზე ერთ-ერთი დევნილი შეუძლოთ გახდა, ამიტომ მოშიმშილეთა კარავთან სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოჩნდა. ექიმებმა კომენტარი არ გააკეთეს. მოშიმშილეები შიმშილის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...