Jump to content
Planeta.Ge

ქარქუსოვი ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანას სამხედრო და პოლიციურ ხუნტად ნუ აქცევენ


Recommended Posts

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყანას სამხედრო და პოლიციურ ხუნტად ნუ აქცევენ.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ურუზმაგ ქარქუსოვმა განუცხადა, მისივე თქმით მას ემუქრებოდნენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და დაპატიმრებით.

 

“დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანს და მათ შორის მინისტრის მოადგილესაც აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი. მას არ უნდა ეშინოდეს, რომ იგი განთავისუფლებული იქნება სამსახურიდან ან დაიჭერენ ან სხვა მეთოდებით მოახდენენ მასზე ზეწოლას. მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი ისე არ არის როგორც საჭიროა. უფრო მეტიც მაშანტაჟებენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და დაპატიმრებით.”-აცხადებს ურუზმაგ ქარქუსოვი.

ქარქუსოვი ასევე იმ ასპექტებზე საუბრობს რის გამოც იგი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

“ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება ყველაზე უკეთესად კავკასიაში. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ რატომ ვერ ვასწრებთ სასომხეთს ერთ ადამიანზე პროდუქციის წარმოებით. სომხეთი ხომ თითქმის იზოლირებულია. არ შეიძლება შევადაროთ ჩვენი პირობები მათსას. ესე იგი ეკონომიკის განვითარებაში რაღაც არ არის კარგად, მაგრამ როგორ შეიძლება იყოს კარგად როცა არ არის წარმოება და მუდმივად კადრების ცვლა ხდება ყველგან დევიზით “ახალი სისხლი”აუცილებელია”-ამბობს ქარქუსოვი.

ურუზმაგ ქარქუსოვი ხელისუფლებასთან ურთიერთუთანხმოების ხუთ პუნქტს ასახელებს.

“ნორმალურ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების მთავარი ინვესტორი ხალხი და სახელმწიფოა და არა გარე ინვესტორი, მაგრამ როცა ზოგიერთებმა დაიწყეს თავიანთი თავის ასოცირება სახელმწიფოსთან და აკეთებენ არჩევანს გარე ინვესტორზე და არა თავის ხალხზე, ესე იგი მათ არ უნდათ რომ თავიანთი ხალხი იყოს ინვესტორი და ესე იგი მდიდარი-აცხადებს ქარქუსოვი.

 

ქარქუსოვს მიაჩნია, რომ უსოვს ტოტალიტარულ და კორუმპირებულ ქვეყანაში მცირე ბიზნესის დონე არ აჭარბებს 10% მაქსიმუმ 15%-ს, მაგრამ ჩვენთან მცირე ბიზნესი ვერ აღწევს 10%-საც კი, ჩვენ ტოტალიტარულ და კორუმპირებულ ქვეყანაზე უფრო უარეს დღეში ვართ. ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი მეწარმე, რომელიც არ დააჯარიმეს და ზეწოლა არ განახორციელეს.

ურუზმაგ ქარქუსოვი მისი განთავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზეც საუბრობს.

 

http://www.epn.ge/?p=28475

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანამდებობას რომ დაატოვებინებენ, ყველას მერე რომ "აეხილება" თვალები, მაგარია :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანამდებობას რომ დაატოვებინებენ, ყველას მერე რომ "აეხილება" თვალები, მაგარია :givi:

 

ნწუი, ასე არ იციან მეორე ფორუმზე?

 

ამ პიროვნების ამბეში გეშლება. კარგა ხანია აეხილა და ამიტომაც გაანთავისუფლენ სამსახურიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლოდ კორუმპირებულ ქვეყანაში არ აჭარბებს მცირე ბიზნესის დონე 10%-15%-ს“

 

commersant.ge

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი საკუთარი გადაყენების მიზეზებზე პირველ კომენტარს აკეთებს.

 

შეგახსენებთ, რომ ქარქუსოვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიიღო.

ქობალიას უწყებაში ურუზმაგ ქარქუსოვის გათავისუფლების მიზეზებს შორის "ქართული ენის არცოდნა" და ოპოზიციურ პარტიაში მოღვაწეობა დაასახელეს.

ქარქუსოვი კი დღეს აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანს და მათ შორის მინისტრის მოადგილესაც აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი.

 

მისი თქმით, მას აშანტაჟებენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და დაპატიმრებით.

 

ქარქუსოვი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში არ არის წარმოება და ყველგან მუდმივად კადრების ცვლა ხდება.

 

„ავსტრალიელი აბორიგენებისგანაც შეიძლება დაინიშნოს ვინმე ეკონომიკის ახალ მინისტრად, მისგან უფრო მეტი ხეირი იქნება. იგი თავს მაინც არ მოგვაჩვენებს, რომ იცის ეკონომიკა და ქართული ენა,“- აცხადებს ქარქუსოვი.

 

მისი თქმით, მხოლოდ ტოტალიტარულ და კორუმპირებულ ქვეყანაში არ აჭარბებს მცირე ბიზნესის დონე 10%-15%-ს, საქართველოში კი მცირე ბიზნესი ვერ 10%-საც ვერ აღწევს.

http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=20463&ct=18

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

ტრაკში ვართ.

 

თუ ვეროჩკას ტრაკში ვართ კიდევ არაუშავს, აი თუ ......................... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თანამდებობას რომ დაატოვებინებენ, ყველას მერე რომ "აეხილება" თვალები, მაგარია

მერე მანამდე დაასწარით და თქვენ ამხილეთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა გავიგე ის რომ ურზმაგის განცხადების მთლიანი ტექსტი არცერთ მედიას არ გამოუქვეყნებია.

ასე რომ გთავაზობთ მთლიან ტექსტს.

 

სპეციალური განცხადება

თანამდებობიდან გათავისუფლებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ურუზმაგ ქარქუსოვის

 

ნუ გადააქცევთ თქვენ თავს და ქვეყანას სამხედრო და პოლიციურ ხუნტად

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანს და მათ შორის მინისტრის მოადგილესაც აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი. მას არ უნდა ეშინოდეს, რომ იგი განთავისუფლებული იქნება სამსახურიდან ან დაიჭერენ ან სხვა მეთოდებით მოახდენენ მასზე ზეწოლას. მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი ისე არ არის როგორც საჭიროა.

 

უფრო მეტიც მაშანტაჟებენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და დაპატიმრებით.

 

რაში არ ეთანხმება ჩემი ხედვა მათსას ვინც დაიწყო თავის თავის ასოცირება სახელწიფოსთან და დაიწყო ჩემი შანტაჟი.

 

პირველი – ისინი ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება ყველაზე უკეთესად კავკასიაში. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ რატომ ვერ ვასწრებთ სასომხეთს ერთ ადამიანზე პროდუქციის წარმოებით. სომხეთი ხომ თითქმის იზოლირებულია. არ შეიძლება შევადაროთ ჩვენი პირობები მათსას. ესე იგი ეკონომიკის განვითარებაში რაღაც არ არის კარგად, მაგრამ როგორ შეიძლება იყოს კარგად როცა არ არის წარმოება და მუდმივად კადრების ცვლა ხდება ყველგან დევიზით “ახალი სისხლი”აუცილებელია.

 

ისე ავსტრალიელი აბორიგენებისგან შეიძლება დაინიშნოს ვინმე ახალ ეკონომიკის მინისტრად, მისგან უფრო მეტი ხეირი იქნება. იგი თავს მაინც არ მოგვაჩვენებს, რომ იცის ეკონომიკა და ქართული ენა.

 

მეორე – ნორმალურ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების მთავარი ინვესტორი ხალხი და სახელმწიფოა და არა გარე ინვესტორი, მაგრამ როცა ზოგიერთებმა დაიწყეს თავიანთი თავის ასოცირება სახელმწიფოსთან და აკეთებენ არჩევანს გარე ინვესტორზე და არა თავის ხალხზე, ესე იგი მათ არ უნდათ რომ თავიანთი ხალხი იყოს ინვესტორი და ესე იგი მდიდარი.

 

მესამე – მხოლოდ ტოტალიტარულ და კორუმპირებულ ქვეყანაში მცირე ბიზნესის დონე არ აჭარბებს 10% მაქსიმუმ 15%-ს, მაგრამ ჩვენთან მცირე ბიზნესი ვერ აღწევს 10%-საც კი, ჩვენ ტოტალიტარულ და კორუმპირებულ ქვეყანაზე უფრო უარეს დღეში ვართ. ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი მეწარმე, რომელიც არ დააჯარიმეს და ზეწოლა არ განახორციელეს.

მათ შორის მსხვილი ბიზნესიც. ვინ დაიჯერებს რომ ებრაელი ბიზნესმენები ისეთი შტერები არიან, რომ 7 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მაშინ როცა მათ კარგად იცოდნენ, რომ იგი ვერაფერს ვერ გადაწყვეტდა.

 

მეოთხე – ვინც თავისი თავის ასოცირებას ახდენს სახელმწიფოსთან ბრძოლის სისტემა დამნაშავეებისა და ქურდების ნაცვლად მიმართა უბრალო ადამიანებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე ვითომ ისინი დამნაშავეები არიან.

ამ ყველაფრის შედეგად ციხეები გადატენილია. ჩვენ გავასწარით ყველას ვისი გასწრებაც კი შეიძლებოდა, ციხეში 100 000 ადამიანიამდეა გამომწყვდეული.

მეხუთე – მხოლოდ ტოტალიტარულ ქვეყანაში და ქვეყანაში, სადაც სამხედრო ხუნტაა, სასამართლოს უმრავლეს შემთხვევაში არ გამოაქვს გამამართლებელი გადაწყვეტილება. ასეა ჩვენს ქვეყანაშიც, მაშინვე 2 თვე ციხე და წერტილი. მიდგომა ერთნაირია მკვლელებთან და ქალებთან, რომლებმაც შემთხვევით დაარღვიეს კანონი. ნებისმიერმა შეგიძლით გადაამოწმოთ. მე შემეძლო კიდევ გამეგრძელებინა ჩამოთვლა იმ უთანხმოებების, მაგრამ გავაჩერებ ციფრ 5-ზე, რადგან ეს ადამიანები თავიანთ თავს ასოცირებენ პარტიასთან ნომერი ხუთი, რომელიც გახდა მატარებელი ტოტალიტარიზმის ხალხის დევნის პოლიტიკური ნიშნით. ჩემს მეგობრებს ამ პარტიიდან ვთხოვ მომიტევონ.

 

მაგრამ ეს უთანხმოება არ გამხდარა ჩემი გათავისუფლების მიზეზი. არამედ ჩემი ეკონომიკური პროგრამა, რომელიც გახდა პოლიტიკური პლატფორმა ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიის “დემოკრატიული განახლება ჩვენი საქართველო გაბრწყინდება-ჩვენები” სულ მოკლე ხანში ამ პარტიის წევრების რიცხვმა 200 000 ადამიანს მიაღწია და თქვენ იგრძენით, რომ ხალხს აქვს მოთხოვნილება დემოკრატიული განვითარების. მოგიწოდებთ, მიეცით ქვეყანას შესაძლებლობა დემოკრატიული განვითარებისათვის დაშინების, ციხის და ომის გარეშე. ნუ გადააქციეთ ქვეყანა სამხედრო და პოლიციურ ხუნტად.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდი ვ მოსკვუ ქარქუსოვ შენღა აკლდი ამ ისედაც წურბელა მიკრულ ბიუჯეტს და ვინც შენ გაჭმევდა კიდევ... !
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდი ვ მოსკვუ ქარქუსოვ შენღა აკლდი ამ ისედაც წურბელა მიკრულ ბიუჯეტს და ვინც შენ გაჭმევდა კიდევ... !

 

არასწორი მიდგომა გაქვს ამ საკითხის მიმართ. ნუ უბრალოდ როდესაც ინფორმაცია არ გაქვს არ ვარგა ადამიანზე ასეთი საუბარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არასწორი მიდგომა გაქვს ამ საკითხის მიმართ. ნუ უბრალოდ როდესაც ინფორმაცია არ გაქვს არ ვარგა ადამიანზე ასეთი საუბარი.

რა ინფორმაცია არ მაქვს 2007 წლის შემდეგ რაც ის იდოტიური კოკითი ფანდარასტ სექმნეს ქვეყნის ბიუჯეტზე ის "ადმინსიტრაცია" იჯდა

რისთვის რატომ??/ ან აფხაზეთის მტავრობა რომ გვყვავს ვის რათ უნდა/??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ინფორმაცია არ მაქვს 2007 წლის შემდეგ რაც ის იდოტიური კოკითი ფანდარასტ სექმნეს ქვეყნის ბიუჯეტზე ის "ადმინსიტრაცია" იჯდა

რისთვის რატომ??/ ან აფხაზეთის მტავრობა რომ გვყვავს ვის რათ უნდა/??

 

 

ხო რა ინფორმაცია ბევრი გქონია ნამდვილად. :)

ისე კი ინფორმაციის გასარკვევად რომ დაამატო იმ ზედა პოსტის ახსნას, შენ რატომ არ მიდიხარ მოსკოვში, რა სისხლში ნაციონალური ელემენტების სიჭარბის გამო?

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდი ვ მოსკვუ ქარქუსოვ შენღა აკლდი ამ ისედაც წურბელა მიკრულ ბიუჯეტს და ვინც შენ გაჭმევდა კიდევ... !

 

 

მართალს ბაზრობ და ყველა ჩინოვნიკი ბიუჯეტის წურბელაა,მაგრამ გააჩნია რატომ და რისთვის ანთავისუფლებ.ეს დედა ატირებული დღეს გაიგეს,რომ ქართული არ იცოდა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

babuagiorgi

ვერა ქობალია რომ გაანთავისუფლოს მიშამ... და შემდეგ ქობალიამ მსგავსი განცხადება გააკეთოს.. დაგენანებათ? :)

მე არა.

.ეს დედა ატირებული დღეს გაიგეს,რომ ქართული არ იცოდა?

იგივე შეიზლება ითქვას დანარჩენებზე... ვინც გაათავისუფლეს და ვინც დარცა....

არსებობს 2 სახის ნაცი... გაფუჭებული(ქუჩურად) და გაუფუჭებელი. თუმცა ჩემთვის ორივე ერთია

ყველაზე ერთგულებმა ყველაზე მინუსში დაამტავრეს

 

და ბოლოს.. დღეს საქაღთველოს პარლამენტში მინიმუმ 1 წევრია რომელმაც ქართული არ იცის ვინმე აზერბაიჯანელი... ასე რომ მიზეზები ******

 

babuagiorgi

 

ისე კი ინფორმაციის გასარკვევად რომ დაამატო იმ ზედა პოსტის ახსნას, შენ რატომ არ მიდიხარ მოსკოვში, რა სისხლში ნაციონალური ელემენტების სიჭარბის გამო?

ვარ ნამყოფი და იქ წასვლა ნამდვილად აღარ მინდა... ვინ იქ მიდის და თავის ჭკუაში პოლიტიკის ხეირს ეძებს ზალიან ცხდება ყველაზე მეტად ისინი დაიცაგრებიან...

მასე არ იყოს?? შევარდნაძე რაც მეტ დათმობაზე მიდიოდა მით უფრო მეტად აჯდებოდნენ თავზე.. ხოდა 1998 წელსაც მოვიდა ცოტათი გონზე..

რუსი კარგი კაცი რომ იყოს უნდა ეშინოდეს შენი და მხოლოდ მაშინ გამონახავს შენთან საერთო ენას.. მე სხვანაირად რუსებთან ურთიერთობას ვერ ვალაგებდი. უზბეკი ბიჭი იყო უბნელი და რაც მეტს უცინოდა მით უფრო მეტად ცაგრავდნენ ასე რომ... მოსკოვში ცასვლის აზრს ვერ ვიგებ

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...